Uncategorized

როგორ მოვიშოროთ ჩრჩილის პეპელა !

იქნებ არც იცოდით, რომ ჩრჩილის პეპელა მრავალგვარი არსებობს: ბურღულეულის, შალის, ხალიჩის და ავეჯის. . .სულ 30 სახეობაა. ამიტომ .უპირველესად მთავარია, დავადგინოთ სად ბუდობენ ისინი.
ჩრჩილს ჩვენ მხოლოდ მაშინ ვხედავთ, როცა ოთახში ფრენას იწყებენ. მათი დევნა და ხოცვა შედეგს ვერ მოგვცემს, რადგან პეპლის გარდა არსებობს კვერცხიც და მატლიც.

• საკვების ჩრიჩილი:

მას ყველაზე მეტად მანანის ბურღული, ფქვილი და გამხმარი ხილი(ჩირი) უყვარს. ძალიან მოსწონს სითბო, ნოტიო ჰაერი და ვენტილაციის უქონლობა.

პროფილაქტიკა: ბურღულეული და სხვა მსგავსი პროდუქტი შევინახოთ მჭიდროდ თავდახურულ ქილებში, ან თავმოკრულ ცელოფანში.
უნდა გადავყაროთ დაზიანებული პროდუქტი. კარადა სადაც ჩრჩილი ბუდობდა გამოვრეცხოთ ჯაგრისით და საპნიანი წყლით, შემდეგ სუფთა წყლით. კუთხეები დავამუშაოთ ძმრით. კარები დავტოვოთ ღია სრულ გამოშრობამდე.

• ტანსაცმლის ჩრჩილი:
ეს ყველაზე საძაგელი სახეობაა. მრავლდება მთელი წლის განმავლობაში, მისი მატლები თავს მშვენივრად გრძნობენ 0 გრადუს ტემპერატურაზეც კი, ჭამენ ყველაფერს: ცელოფანსაც, სინთეტიკასაც, თუ მის მიღმა შალის ქსოვილები ეგულებათ.

პროფილაქტიკა: ხშირად გავიტანოთ მზეზე ტანსაცმელი, რადგან ჩრჩილი ვერ იტანს მკვეთრ სინათლეს . სანამ ზამთრის სამოსს შეინახავთ წინასწარ დაფერთხეთ, გაანიავეთ და გარეცხეთ, რადგან მატლები ჭამენ დალაქავებულ ან გასარეცხ ადგილებს.
საეჭვო ადგილები დაამუშავეთ დიხლოფოსის ხსნარით. ის კლავს როგორც მატლებს, ასევე პეპლებს.

• ჩრჩილის საწინააღმდეგო პრეპარატები: ისინი უხვადაა, დაწყებული ნაფტალინის აბებიდან, დამთავრებული სხვადასხვა აეროზოლამდე. , თუმცა ისინი ჯანმრთელობისთვის არც ისე უსაფრთხოა. აქვს რამდენიმე თვიანი ვადა. ნაფტალინი არვითარ შემთხვევაში – ცნობილია, რომ ის კიბოს გამომწვევია ადამიანებსა და ცხოველებში. ბუნებრივი საშუალებებიდან გირჩევთ გამხმარ ლავანდას. ჩრჩილს ასევე არ ხიბლავს გამხმარი ჭინჭარი, წიწაკის აბები და ფორთოხლის კანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *