წესები და პირობები
ამ დოკუმენტში თქვენ გაეცნობით შპს “სუფთა სამყარო”-ს ვებგვერდის ელექტრონული კომერციის მოხმარების წესებსა და პირობებს.
ვებგვერდით სარგებლობისას თქვენ ადასტურებთ, რომ :
- ხართ სრულწლოვანი , ქმედუნარიანი პირი, რათა მიიღოთ ვებგვერდის საშუალებით მომსახურება და განკარგოთ შესაბამისი თანხები;
- დაიცავთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვებგვერდით სარგებლობის პირობებს;
- წარმოადგენთ ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას სრულად და ზუსტად, რათა ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით;
- არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებგვერდის ან მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას;
- მომსახურების შეკვეთისას, თქვენ გვაწვდით ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც ხდება მომსახურების საფასურის დადგენა. იმ შემთხვევაში თუ მოგვაწვდით არასწორ ინფორმაციას საიტის საშუალებით , ჩვენ გვაქვს უფლება გავაუქმოთ შეკვეთა, ან რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით შევცვალოთ შეკვეთის საფასური.
დაბრუნების პოლიტიკა
მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს შეძენილი მომსახურების საფასურის დაბრუნების უფლებით, თანდართული დაბრუნების პირობების მიხედვით.
მომსახურების მიღებამდე 1 დღით ადრე ან მომსახურების მიღების დღეს გაუქმების შემთხვევაში მომსახურების შემკვეთს დაექვითება თანხის 20% , თანხის დარჩენილი ნაწილი ანაზღაურდება 3 სამუშაო დღის განმავლობაში . ორი დღით ადრე გაუქმებული შეკვეთის შემთხვევაში თანხა ანაზღაურდება სრულად , 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
. არ განახორციელებთ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის სრულად , ან რაიმე ნაწილის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერი სახით და მიზნებისათვის;
. მკაცრად დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას;
. ადასტურებთ, რომ გეკუთვნით ან ფლობთ ყველა საჭირო უფლებას, ნებართვას საიმისოდ, რომ გამოიყენოთ და ნება დართოთ cleanworld.ge-ს, რათა მან გამოიყენოს ნებისმიერი თქვენ მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაცია, ამ ხელშეკრულებისა და ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის წესების შესაბამისად ;
. არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალულია კანონმდებლობით, ამ ხელშეკრულებითა და მსგავსი ვებგვერდების საშუალებით მომსახურების მიღებისათვის დამკვიდრებული წესებით;
თავის მხრივ კომპანია „სუფთა სამყარო“ პასუხისმგებელია პირად ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
მიწოდების პოლიტიკა
კომპანიასა და მომხმარებელს შორის წინასწარ დადგენილ დღესა და დროს კომპანიის წარმომადგენლები იწყებენ დასუფთავებით სამუშაოებს. მომსახურე პერსონალის რაოდენობა შერჩეული იქნება ინდივიდუალურად და წინასწარ იქნება შეთანხმებული მომხმარებელთან.
ვებ გვერდის მფლობელი კომპანის
ვებ გვერდის cleanworld.ge მფლობელია კომპანია „შპს სუფთა სამყარო“