ფანჯრების/ვიტრაჟების წმენდა 60₾ –დან
ზარის მოთხოვნა
თუ შეკვეთა გსურთ დატოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით
ფანჯრების/ვიტრაჟების გენერალური წმენდა
სულ
in Pro Version
Payment methods
pro Feature Availablein Pro Version
Credit Card details
pro Feature Availablein Pro Version
Your service request has been completed!
We have sent your request information to your email.რემონტის შემდგომი ფანჯრების ვიტრაჟების წმენდა
სულ
in Pro Version
Payment methods
pro Feature Availablein Pro Version
Credit Card details
pro Feature Availablein Pro Version
Your service request has been completed!
We have sent your request information to your email.არასტანდარტული შეკვეთის შემთხვევაში აუცილებელია დაგვიკავშირდეთ კომპანიის ნომერზე
260 კვ.მ ზემოთ ფართის შეკვეთის შემთხვევაში საჭიროა ინდივიდუალური შეკვეთა. ინდივიდუალური შეკვეთის მისაცემად დაგვიკავშირდით:
როგორ ხორციელდება ფანჯრების/ვიტრაჟების წმენდა?
ფანჯრების წმენდა ჩატარდება ქვემოთ მოცემული
ჩამონათვალის(Checklist) შესაბამისად
- იწმინდება მწერებისგან დამცავი ბადეები
- იწმინდება ჩარჩოები
- იწმინდება წყლის გამტარი ღარები
- იწმინდება მინები
ხარისხი
ჩვენი კომპანია დიდი პასუხისმგებლობით ახორციელებს თანამშრომლების შერჩევის და სწავლების პროცესს
მუდმივი მომსახურება
მოგამაგრებთ კონკრეტულად თქვენთვის გამოყოფილ სპეციალისტს
100% უსაფრთხო
ვიყენებთ მხოლოდ სერთიფიცირებულ საწმენდ და სადეზინფექციო საშუალებებს.
მოხერხებული,
თქვენზე მორგებული მომსახურება
დასუფთავება შესაძლებელია თქვენი დასწრების გარეშე. მომსახურის საფასურის გადახდა შეგიძლიათ: გადარიცხვით, ნაღდი ფულადი ანგარიშსწორებით ან განვადებით
17 წლიანი
მუშაობის გამოცდილება
33,048
შესრულებული სამუშაო
4.7
საშუალო შეფასება
რეგულარული მომსახურების უპირატესობა
- მუდმივი შემსრულებელი
- დალაგება, თქვენი ადგილზე არყოფნისას
- ფასდაკლება 10-30% მომსახურებებზე
- ინვენტარი საჩუქრად ჰიგიენური პროდუქციის (ტუალეტის ქაღალდი, ხელსახოცი, საპონი და სადეზინფექციო საუალებები) უზრუნველყოფა
კითხვა-პასუხი
აღნიშნულ მომსახურებაში შედის:
- ფანჯრის რაფების განთავისუფლება ზედმეტი ნივთებისაგან;
- საწმენდი საშუალებების შერჩევა;
- ფანჯრის ჩარჩოს და ღიობის დასუფთავება;
- მინის ხსნარით დამუშავება და ნებისმიერი სახის დაბინძურების მოშორება;
- მინის ზედაპირების გაშრობა, აპრიალება.
შეკვეთის ღირებულება დამოკიდებულია:
- ფანჯრის ზომაზე;
- ფანჯრის დაბინძურების ხარისხზე(სამშენებლო ნარჩენების, წებოვანი ლენტების, სხვადასხვა რთული ლაქების არსებობაზე და ამ დაბინძურების არსებობის ხანგრძლივობაზე);
- შესასრულებები სამუშაოს ტექნიკურ სირთულეზე(სიმაღლე, მიუდგომელი ადგილი).
ფანჯრების და ვიტრაჟების ხარისხიან წმენდას ესაჭიროება სპეციალური პროფესიონალური ინვენტარი და ხსნარები, რასაც სამუშაოს შესრულებისას კომპანია უზრუნველყოფს.
ყველა სახის პროფესიონალურ მოწყობილობას ჩვენი თანამშრომლები მოიტანენ თავად. ადგილზე საჭიროა დაგვახვედროთ მხოლოდ პატარა სკამი (ტაბურეტი) და სათლი (ვედრო).
დიახ შესაძლებელია ფანჯრების წმენდასთან ერთად დამატებით დაუკვეთოთ:
- აივნისა და მისი ჟალუზების/კარების წმენდა/დალაგება;
- ჟალუზებისა და გასაგორებელი დარაბების წმენდა;
- ფანჯრის გისოსების დამუშავება.
რატომ უნდა ვანდოთ ფანჯრების/ვიტრაჟების წმენდა პროფესიონალურ დასუფთავების კომპანიას?
როდესაც საქმე ეხება თქვენი სახლის, ან ოფისის იდეალურ მდგომარეობაში ყოფნას, ხარისხიანად გაწმენდილი ფანჯრები და ვიტრაჟები აუცილებლობას წარმოადგენენ. ისინი დიდ ყურადღებას იქცევენ როგორც კლიენტების, ასევე სტუმრების თვალში. თუმცა, ფანჯრების/ვიტრაჟების წმენდა ვისაც უცდია საკუთარი ხელით, მას კარგად ეცოდინება, რომ ეს არ არის მარტივი საქმე. განსაკუთრებით რთულია ფანჯრების ხარისხიანად გაწმენდა სარემონტო სამუშაოების შემდეგ, რადგან ჭუჭყი კიდევ უფრო ღრმად არის ჩამჯდარი. ამის გამო, გარკვეულ შემთხვევაში პროფესიონალური დასუფთავების სერვისის დაქირავება ფუფუნების ნაცვლად აუცილებლობა ხდება თუ გვსურს მაქსიმალურად ხარისხიანი შედეგის მიღწევა.
როგორ გავწმინდოთ ფანჯრები? მინის გაწმენდა ერთი შეხედვით მარტივი საქმე ჩანს, თუმცა ეს არ შეესაბამება სიმართლეს. რა უნდა გავაკეთოთ თუ გვსურს სუფთა ფანჯრები/ვიტრაჟები, მაგრამ ვერ ვახერხებთ ჩვენით ასე ხარისხიანად გაწმენდას? ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალია დავიქირავოთ პროფესიონალური დასუფთავების კომპანია, რომელსაც გამოცდილება აქვს ასეთი ტიპის სერვისების ხარისხიანად შესრულებაში. კომპანია სუფთა სამყაროს სერვისებია: მინების წმენდა თბილისში, ფანჯრების წმენდა ბათუმი, მინების წმენდა ქუთაისი, შუშების წმენდა ბათუმი, ვიტრინების წმენდა და ასე შემდეგ.
პირველი და უმნიშნელოვანესი მიზეზი, რის გამოც უმჯობესია ჩვენი ფანჯრების/ვიტრაჟების წმენდა პროფესიონალებს ვანდოთ, არის უსაფრთხოება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მაღალ სართულზე მინების წმენდას. ფანჯრის წმენდა ასეთ სიმაღლეებზე საკმაოდ სახიფათოა გამოუცდელი ადამიანისთვის და დიდი ალბათობით ის ვერ შეძლებს საქმის ხარისხიანად გაკეთებას. პროფესიონალი ფანჯრების მწმენდავები აღჭურვილი არიან შესაბამისი ტექნიკით, იცავენ უსაფრთხოების ზომებს და შეუძლიათ ამ ტიპის დასუფთავების სერვისის უსაფრთხოდ და ხარისხიანად შესრულება. იმის მიხედვით თუ რა სურვილი აქვს ინდივიდუალურ მომხმარებელს, შეგვიძლია სხვადასხვა ტიპის მინის ზედაპირების დასუფთავება. მაგალითად, თუ გსურთ მხოლოდ სარკეების და მინისებური ტიხრების მთელს სიმაღლეებზე გაწმენდა, მაშინ ექსპრეს დასუფთავება თქვენთვის კარგი გამოსავალი იქნება. თუ გსურთ ფანჯრების გაწმენდა, ან ვიტრაჟების გაწმენდა, ან შუშების წმენდა, ეს სხვა სერვისს მოითხოვს. იმისთვის, რომ თავადაც უსაფრთხოდ იყოთ და საქმეც ხარისხიანად გაკეთდეს, უმჯობესია ფანჯრების/ვიტრაჟების გაწმენდა ანდოთ პროფესიონალურ დასუფთავების სერვისს და თქვენ უბრალოდ დატკბეთ მიღებული შედეგით.
კიდევ ერთი მიზეზი რატომაც თქვენი ფანჯრების/ვიტრაჟების დასუფთავება უნდა ანდოთ პროფესიონალურ დასუფთავების კომპანიას, არის უახლესი ტექნიკა და აპარატურა, რომელიც ბევრად ამარტივებს ამ საქმეს. იმისთვის, რომ მინის გაწმენდა ხარისხიანად მოხდეს, მხოლოდ ხსნარის დასხმა და გაწმენდა არ არის საკმარისი. ეს აპარატურა სპეციალურად განკუთვნილია იმისთვის, რომ მოაცილოს ფანჯრიდან ყველაზე ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყიც კი და თან ეს ყველაფერი ისე გაკეთდება, რომ ამით ფანჯარას არანაირი ზიანი არ მიადგება. ამ კუთხითაც უფრო მოსახერხებელია სახლში მინების წმენდა პროფესიონალებს ვანდოთ.
რამდენად მნიშვნელოვანია ფანჯრების/ვიტრაჟების ხარისხიანი წმენდა?
ბევრი ადამიანი ამას ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ დიდი ხნის მანძილზე დაგროვილმა მტვერმა და ჭუჭყმა შესაძლებელია ფანჯარას მოძრაობაში ხელი შეუშალოს და უფრო მეტიც, დააზიანოს ის. პროფესიონალური დასუფთავების კომპანია არა მხოლოდ აშორებს ამ ტიპის ჭუჭყს ფანჯრებიდან, არამედ მომავალში მათი ცვეთის და დაზიანების შანსსაც ამცირებს, მაგალითად ნაკაწრებისგან. თუ გსურთ მხოლოდ მინის და სარკისებრი ზედაპირების გაწმენდა, მაშინ გენერალური დასუფთავება კარგი არჩევანია. ხოლო მათთვის, ვისაც სურს ფანჯრების ხარისხიანად გაწმენდა და ვერ წყვეტს ღირს თუ არა პროფესიონალური დასუფთავების სერვისის დაქირავება, გაითვალისწინეთ, რომ ამ სერვისით თქვენი ფანჯრების მუშაობის ხანგრძლივობას ზრდით და თავიდან აირიდებთ იმ ხარჯებს, რომელიც მათ გამოცვლასთან არის დაკავშირებული. ფანჯრებისა და ვიტრაჟების გაწმენდა იმაზე ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ბევრმა იცის.
ნებისმიერი ავეჯის, ან ნივთის შესაბამისად მოვლით და კარგად მოფრთხილებით თავიდან ავიცილებთ მომავალში მათი გამოცვლის ხარჯებს. ამ წუთას შეიძლება უფრო ეკონომიური ჩანდეს სახლში ფანჯრების დაწმენდა საკუთარი ძალებით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ასეთი მცდელობები სასურველ შედეგს ვერ აღწევენ. ისევე როგორც ფანჯრებს, ყველაფერს შესაბამისი მოფრთხილება სჭირდება. მაგალითად, საჭიროა გარკვეულ პერიოდში ერთხელ ავეჯის ქიმიური წმენდა, იმისათვის, რომ მასში ჩამჯდარი ჭუჭყი მოვაშოროთ და დაზიანება ავირიდოთ თავიდან. შესაბამისად, პროფესიონალური დასუფთავების კომპანიის დახმარება ყოველთვის სასარგებლოა იქნება ეს ფანჯრების/ვიტრაჟების წმენდა, სახლის დალაგება, რემონტის შემდგომი დასუფთავება, ბინის ექსპრეს დასუფთავება თუ სხვა. ხარისხიანად გაწმენდილი ნებისმიერი ნივთი თუ ავეჯი იმაზე უფრო დიდხანს გაძლებს, ვიდრე მოუვლელი.
იმ შემთხვევაში თუ გაქვთ რაიმე უფრო სპეციფიური მოთხოვნა ბინის დალაგებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ აირჩიოთ ინდივიდუალური შეკვეთა, რომელიც საშუალებას გაძლევთ თავად შეარჩიოთ მხოლოდ თქვენთვის სასურველი და პრიორიტეტული სერვისები.