5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც დასუფთავება უყვარს
სისუფთავე ყველას უყვარს, თუმცა, ზოდიაქოს 12 ნიშნიდან ეს 5 ნიშანი სისუფთავის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა და სუფთა სახლს და გარემოს დიდ ყურადღებას აქცევს…
მეხუთე ადგილს მორიელი იკავებს. ეს ნიშანი ყველაფერს სიღრმისეულად უდგება და ცხოვრების განმავლობაში დიდი განწმენდის პერიოდებსაც გადის… მორიელებს, როგორც საკუთარი შინაგანი სამყაროს, ისე სახლის სიღრმისეული და გენერალური დასუფთავება უყვართ. მათთვის დალაგება ხშირად ენერგეტიკულ წმენდასაც ნიშნავს და ყველა ადგილსა და წერტილს ყურადღებით ეკიდებიან.
მეოთხე ადგილზე კურო გახლავთ. კუროს განსაკუთრებულად უყვარს კომფორტი, სიმყუდროვე და სილამაზე. ისინი ფრთხილად და ზრუნვით ეკიდებიან ყველაფერს, რასაც თავისად თვლიან და ამიტომ, სისუფთავეზეც ზრუნავენ და ნივთებსა და გარემოს მონდომებით უვლიან.
მესამე ადგილზე კირჩხიბია, რომლისთვისაც ოჯახი და სახლი მთავარი ღირებულებაა და მათზე ზრუნვით გამოირჩევა. კირჩხიბები ხშირად ალაგებენ და ცდილობენ, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მაქსიმალურად კომფორტული, უსაფრთხო გარემო შეუქმნან.
მეორე ადგილი ალბათ არავის გაგაკვირვებთ… თხის რქა ზოდიაქოს 12 ნიშანში ყველაზე დისციპლინირებული და კარგი ორგანიზატორია. თხის რქებს უყვართ სტრუქტურა, წესრიგი და მიზანმიმართულობა და ეს სიყვარული სისუფთავეზეც ვრცელდება. მათ მოსწონთ, როცა სახლში თუ სამუშაო სივრცეში ყველაფერი სუფთა და მოწესრიგებულია. ზოგჯერ მოდუნებასაც ვერ ახერხებენ, თუ ნივთები თავის ადგილზე არ დევს.
სიის სათავეში კი, რა თქმა უნდა, ქალწულია. ქალწული სისუფთავის ჩემპიონია. მმართველი პლანეტის, მერკურის გავლენით, ქალწულებს დეტალებზე გამძაფრებული ყურადღება ახასიათებთ. მათთვის დასუფთავება ერთგვარი თერაპიაა და თავს მშვიდად ვერ გრძნობენ, თუ გარემო მოწესრიგებული არ არის. სისუფთავისადმი მსგავსი დამოკიდებულება ზოგჯერ აკვიატებადაც იქცევა ხოლმე, თუმცა, ფაქტია, რომ ისინი საუკეთესოები არიან ყველა იმ საქმეში, რომელიც დეტალებზე ყურადღებას მოითხოვს.