EnglishGeorgian

რემონტის შემდგომი დასუფთავება 320 ₾-დან

Two columns
Vertical
Horizontal

რემონტის შემდგომი დასუფთავება, ფასი მოცემულია ფანჯრების წმენდის გარეშე

სულ

{{ item.label }} {{ item.converted }}

Your service request has been completed!

We have sent your request information to your email.
Issued on: {{ $store.getters.getIssuedOn }}
Payment method: {{ $store.getters.getPaymentType }}
{{ item.label }}: {{ item.converted }}

260 კვ.მ ზემოთ ფართის შეკვეთის შემთხვევაში საჭიროა ინდივიდუალური შეკვეთა. ინდივიდუალური შეკვეთის მისაცემად დაგვიკავშირდით:

როგორ ხორციელდება რემონტის შემდგომი დალაგება-დასუფთავება?

რემონტის შემდგომი დალაგება-დასუფთავება ჩატარდება ქვემოთ მოცემული
ჩამონათვალის(Checklist) შესაბამისად

  • აღნიშნული წარმოადგენს დამატებიტ მომსახურებას.
  • სამზარეულოს ავეჯის ფასადის, და ცხიმოვანი ლაქების წმენდა
  • სამზარეულოს გარნიტურის წმენდა შიგნიდან (კარადები უნდა იყოს ცარიელი)
  • სამზარეულოს ე.წ. „წინსაფარის“ წმენდა
  • გამწოვის და მისი ფილტრის წმენდა
  • გაზქურისა და მიკროტალღური ღუმელის, გარედან და შიგნიდან წმენდა
  • მაცივრის, შიგნიდან და გარედან წმენდა
  • სანტექნიკის წმენდა და დეზინფეცირება
  • ჭურჭლის რეცხვა (10 წუთის განმავლობაში)
  • მთელ სიმაღლეზე კედლებისა და ჭერის წმენდა
  • აბაზანის, ჯაკუზისა და საშხაპე კაბინის წმენდა
  • ხელსაბანის, უნიტაზის, ბიდეს და შემრევების წმენდა და დეზინფეცირება;
  • კაფელს შორის არსებული ღარების წმენდა (გამონაკლისი – ორკომპონენტიანი ნალესი)

X არ ვწმენდთ ფანჯრებს. ფანჯრების წმენდა დამატებით უნდა შეგვიკვეთოთ, რემონტის შემდგომი დასუფთავების შეკვეთის განხორციელებისას.

X არ კეთდება ავეჯის და ხალიჩების ქიმწმენდა. აღნიშნული წარმოადგენს დამატებით მომსახურებას.

X არ გაგვაქვს სამშენებლო ნაგავი

დასუფთავება

ხარისხი

ჩვენი კომპანია დიდი პასუხისმგებლობით ახორციელებს თანამშრომლების შერჩევის და სწავლების პროცესს

დასუფთავება

მუდმივი მომსახურება

მოგამაგრებთ კონკრეტულად თქვენთვის გამოყოფილ სპეციალისტს

დასუფთავება

100% უსაფრთხო

ვიყენებთ მხოლოდ სერთიფიცირებულ საწმენდ და სადეზინფექციო საშუალებებს.

დასუფთავება

მოხერხებული,
თქვენზე მორგებული მომსახურება

დასუფთავება შესაძლებელია თქვენი დასწრების გარეშე. მომსახურის საფასურის გადახდა შეგიძლიათ: გადარიცხვით, ნაღდი ფულადი ანგარიშსწორებით ან განვადებით

17 წლიანი

მუშაობის გამოცდილება

33,048

შესრულებული სამუშაო

4.7

საშუალო შეფასება

რეგულარული მომსახურების უპირატესობა


კითხვა-პასუხი

გამოცდილებამ რომელიც დაგვიგროვდა გვაჩვენა რომ ამ ტიპის დალაგება- დასუფთავებას განსაკუთრებული პროფესიონალიზმი სჭირდება.

სხვადასხვა ზედაპირებიდან რემონტის შემდგომი დაბინძურების თვითნებურად მოცილების მცდელობამ, შესაძლოა გამოიწვიოს: მინების და ფანჯრის ჩარჩოების,ავეჯის და კარის ზედაპირების, ბუნებრივი ფილების და აშ. დაზიანება. ჩვენი სპეციალისტები ზუსტად შეარჩევენ საჭირო საწმენდ საშუალებებს სხვადასხვა ტიპის ზედაპირებისთვის.

ჩვენი კომპანიისთვის ძალზე მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი კლიენტის ნდობა და პატივისცემა, ამიტომაც ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ ჩვენს მოწესრიგებულობასა და პასუხისმგებლობაში. ნებისმიერი სახის ხარვეზს, რომელსაც ჩვენი კლიენტი აღმოაჩენს შესრულებული სამუშაოს ჩაბარებიდან 24 საათის განმავლობაში, აღმოვფხვრით დამატებითი ანაზღაურების გარეშე.

რემონტის შემდგომი დასუფთავებისას, ჩვენი კომპანია იღებს 100%-იან მატერიალურ პასუხისმგებლობას. თუ ჩვენი სპეციალისტი დააზიანებს თქვენი ინტერიერის რაიმე ნივთს/საგანს, კომპანია გარანტირებულად განახორციელებ საღნიშნულის ფულად კომპენსაციას, ან უმოკლეს ვადებში მოხდება ნივთის შეკეთება, დამატებითი საფასურის გარეშე.

• ჭერი და კედლები იწმინდება სამშენებლო მტვრისგან.

• ვწმენდთ კარებს, რაფებს, რადიატორებს, ელ. ჩამრთველებს,პლინტუსებს,იატაკს – დარჩენილი სარემონტო ლაქებისგან   (ლაქი,საღებავი, წებოვანი ლენტი და აშ).

• სპეციალური ინვეტნარითა და ხსნარებით დაზიანების გარეშე მთელ სიმაღლეზე იწმინდება შუშისა და სარკის ზედაპირები, ფანჯრები    და ჩარჩოები.

• მოთხოვნის შემთხვევაში გაგვაქვს  სამშენებლო მასალების ნარჩენები/ნაგავი.

რემონტის შემდგომი დასუფთავების დროს ყველა შესაბამის ტექნიკას, ინვენტარს და ინდივიდუალურად შერჩეულ საწმენდ საშუალებებს უზრუნველყოფს კომპანია.

დრო და მომსახურე პერსონალის რაოდენობა განისაზღვრება დასასუფთავებელი ფართის და შესასრულებელი სამუშაოს შესაბამისად.

შენობის/ბინის ფართზე და დაბინძურების ხარისხზე. ასევე იმაზე თუ რა დამატებით მომსახურებას შეარჩევთ. რეკომენდებულია, ფასების დაზუსტება მოხდეს სატელეფონო გასაუბრების შედეგად – ჩვენი მენეჯერი უპასუხებს თქვენს ყველა შეკითხვას.

  • მნიშვნელოვანია დასრულებული იყოს სარემონტო სამუშაოები. 
  • ობიექტიდან გატანილი იყოს მძიმე სამშენებლო ნარჩენები.
  • სამუშაო ტერიტორია უზრუნველყოფილი იყოს ელ. ენერგიით და წყალმომარაგებით.

რატომ არის აუცილებელი რემონტის შემდეგ სახლის პროფესიონალური დალაგება-დასუფთავება?

სახლში რემონტის ჩატარება საკმაოდ შრომატევადი საქმეა, თუმცა ამაზე არანაკლებ რთულია რემონტის შემდეგ ბინის დალაგება-დასუფთავება. ამ სერვისის დროს კი ბინის ერთჯერადი დალაგება ხდება, თუმცა სახლი იწმინდება ძალიან ხარისხიანად. რემონტის შემდეგ, როგორც წესი, სახლში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა ჭუჭყი და სხვადასხვა ტიპის სარემონტო ნარჩენები, რომლის მოშორებაც შესაბამისი ხელსაწყოების გარეშე არ არის მარტივი. შესაბამისად, საქმეს ყოველთვის პროფესიონალური დასუფთავების კომპანია შეასრულებს უკეთესად. ასეთი ტიპის ჩამჯდარი ჭუჭყის მოშორებას საკმაოდ დიდი ძალისხმევა სჭირდება და თუ საკმარისად ფრთხილად არ მოვეპყრობით ზედაპირებს, შესაძლებელია ისინი დავაზიანოთ. ბევრი ადამიანისთვის დალაგება გამოძახებით უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ამის თავად გაკეთება. არსებობს უამრავი დასუფთავების სერვისი, რომელთაც შეუძლიათ ბინების დალაგება დღიურად. დასუფთავება-დალაგების ფასები კი იმის მიხედვით მერყეობს, თუ რა ტიპის სერვისი სურს კონკრეტულ ადამიანს.

კონკრეტულად სახლის რემონტის შემდეგ დალაგება-დასუფთავება გულისხმობს სპეციალიზირებული საწმენდი ტექნიკებისა და პროდუქტების გამოყენებას. დასუფთავების სპეციალისტებმა კარგად იციან სპეციალიზირებული წმენდის ტექნიკები და პროდუქტები, რომლებიც საჭიროა სპეციფიური ზედაპირებისა და მატერიის გასაწმენდად. რემონტის შემდეგ შესაძლებელია როგორც ბინების, ასევე ოფისების დალაგება. ბევრ ადამიანს სურს სახლის დალაგება და აინტერესებთ ამ სერვისის ფასი. იმის მიხედვით, თუ დასუფთავების რა სერვისი გსურთ, შეგიძლიათ ფასების შედარება ჩვენს საიტზე.

კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის უმჯობესი რემონტის შემდგომი სახლის დალაგება-დასუფთავება რომ პროფესიონალებს ვანდოთ, არის დროის დაზოგვა და შრომის ეფექტურობა. პროფესიონალი დამლაგებელი ფლობს შესაბამის უნარებს და გამოცდილებას იმისთვის, რომ შეძლოს სახლების დალაგება სწრაფად და მაქსიმალურად ეფექტურად. ამ დროს ხდება ოჯახში დალაგება, რაც ასევე საკმაოდ კომფორტულია კლიენტისთვის. შესაბამისად, თქვენ შეგეძლებათ დალაგება-დასუფთავების გარდა სახლის შიგნით, ან მის გარეთ სხვა საქმეებზე კონცენტრირება.

რემონტის შემდეგ ბინის დალაგება-დასუფთავება პროფესიონალების მიერ კიდევ ერთ დადებით ასპექტს შეიცავს - დეტალებზე მაქსიმალური ყურადღება. პროფესიონალი დამლაგებელი დიდ ყურადღებას მიაქცევს ყველა მინიმალურ დეტალს და ხარისხიანად დაასუფთავებს ყველა იმ წერტილს, რომელსაც რემონტი შეეხო. ამ გზით სახლის დასუფთავება ბევრად უფრო უსაფრთხოა. პროფესიონალური დალაგების სერვისი ასევე იმის გარანტიას იძლევა, რომ სახლის შიგნით დასუფთავებული იქნება ყველა რთულად მისადგომი ადგილი, რომელიც კლიენტისთვის შეიძლება პრობლემური იყოს. სახლის ხარისხიანი დალაგება-დასუფთავება იმაზე ბევრად რთული საქმეა, ვიდრე ეს ადამიანების უმეტესობას წარმოუდგენია.

რემონტის შემდგომი პროფესიონალური დალაგება-დასუფთავება - დამატებითი უპირატესობები

გარდა ზემოთ აღნიშნული ფაქტორებისა, რემონტის შემდეგ ბინის ხარისხიანი დალაგება იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ზოგ შემთხვევაში რემონტების დროს გამოიყენება ჯანმრთელობისთვის საშიში სხვადასხვა ნივთიერებები, და ქიმიური ნარჩენები, რომელთა სრულყოფილად მოშორებაც აუცილებელია. სხვადასხვა ავეჯის მაქსიმალურად დასასუფთავებლად, შესაძლებელია მათი ქიმიური წმენდა, რაც ყველა საზიანო ნივთიერებებისგან გაწმენდს მათ. პროფესიონალი დამლაგებელი ყველანაირ ზომას მიიღებს იმისთვის, რომ ასეთი ტიპის საზიანო ნარჩენები და ნივთიერებები მოაშოროს სახლიდან. შესაბამისად, პროფესიონალური დალაგება-დასუფთავების სერვისი ამცირებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რატომაც ადამიანები აკეთებენ საკუთარ ბინაში რემონტს, არის ის, რომ მათ სურთ განახლებულ, სუფთა და კომფორტულ სახლში ყოფნა. ამისათვის აუცილებელია სახლის ხარისხიანი დალაგება-დასუფთავება. არ აქვს მნიშვნელობა დასუფთავდება აბაზანა, საძინებელი, თუ იქნება ეს უბრალო ფანჯრების/ვიტრაჟების წმენდა, ყველაფერი ხარისხიანად უნდა გაიწმინდოს. პროფესიონალური დალაგება-დასუფთავების სერვისი გეხმარებათ იმაში, რომ შექმნათ სუფთა და მიმზიდველი გარემო, სადაც თქვენც და თქვენს სტუმრებსაც ესიამოვნებათ ყოფნა. სახლის დალაგება-დასუფთავება იმ დონეზე უნდა იყოს ჩატარებული, რომ განახლებულმა გარემო სრულიად დაგავიწყოთ რემონტის დამღლელი და ხანგრძლივი პროცესი.

ჩვენი პროფესიონალური დასუფთავების კომპანია ბევრ სხვადასხვა დალაგების სერვისს გთავაზობთ. იმისთვის, რომ მაქსიმალურად თქვენზე მორგებული სერვისი იპოვოთ, შეგიძლიათ ინდივიდუალური შეკვეთა გააკეთოთ. ასევე, 260 კვ.მ ზემოთ ფართის სახლის დალაგება-დასუფთავება თუ გსურთ, ამ შემთხვევაში საჭიროა ინდივიდუალური შეკვეთა. ინდივიდუალური შეკვეთის მისაცემად უნდა დაგვიკავშირდეთ საიტზე მოცემულ საკონტაქტო ხაზზე.

კალათა
შესვლა

არ ხარ რეგისტრირებული?