საფრთხე, რომელიც ჭურჭლის სარეცხ საშუალებებში იმალება
ამჯერად საყოფაცხოვრებო ქიმიაზე გესაუბრებით, რომელიც განსაკუთრებულ საფრთხეთა შორის დასახელდა. საშუალებები, რომლებითაც ვრეცხავთ
ბავშვის ნივთებს და რომლითაც ვასუფთავებთ ნიჟარას, სადაც ეს ნივთები ირეცხება განსაკუთრებულად უსაფრთხო უნდა იყოს. ერთი შეხედვით უვნებელ საშუალებებს ბევრი საფრთხე მოსდევთ – ინტოქსიკაცია, ალერგია…
სარეცხი საშუალებების ძირითადი აქტიური კომპონენტია ე.წ. ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები. ისინი, მართალია, შლის ჭუჭყს, მაგრამ კანშიც იჭრება და უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. იწვევს ალერგიულ რეაქციას, არღვევს იმუნიტეტს, აზიანებს ტვინს.
ძალიან ბევრ ჭურჭლის სარეცხ საშუალებაში შედის ჯანმრთელობისთვის მავნე კომპონენტები – ფოსფატები, ქლორი, ფტალატები. მსგავსი ქიმიური საშუალებების გამოყენება განსაკუთრებით საშიშია ოჯახებში, სადაც ბავშვია . პატარების შემთხვევაში ხომ რისკი გაცილებით მაღალია. სარეცხ საშუალებებში შემავალი ლითონები – ტყვია, ვერცხლისწყალი, კალა და მათი ნაერთები იწვევს ინტელექტური განვითარების შეფერხებას და სწავლაში ჩამორჩენას.
ამიტომ როგორც ბავშვის ტანსაცმელს თუ სათამაშოს ვარჩევთ ხარისხიანს, ასევე უნდა ავარჩიოთ ჭურჭლის და ტანსაცმლის სარეცხი საშუალება. რათა დავიცვათ ის ყოველდღიური, ნელი მოწამვლისგან.
გახსოვდეთ : ბავშვები 3-ჯერ უფრო მეტი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მოზრდილები. რადგან მათი იმუნური სისტემა ჩამოუყალიბებელია.
• როდესაც ვრეცხავთ ბავშვის ჭურჭელს, სარეცხი საშუალება დავიტანოთ ზომიერად და აუცილებლად კარგად გავავლოთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ თუ საშუალება დიდი რაოდენობით ქაფს წარმოქმის, ეს უკვე უსაფრთხო აღარ არის, რადგან ქაფის წარმომქმნელი ნივთიერების დიდი რაოდენობით გამოყენება უსაფრთხოების ნორმებს სცდება.
• ეცადეთ, მაქსიმალურად კარგად დააკვირდეთ შეფუთვას და რაც შეიძლება მეტად ეკოლოგიურად სუფთა საშუალებები აირჩიოთ