EnglishGeorgian

საგანმანათლებლო დაწესებულებების დასუფთავება

რა სარგებელს მიიღებთ ჩვენთან თანამშრომლობით

• მიიღებთ სისუფთავის უმაღლეს სტანდარტს;
• შექმნით კომფორტულ გარემოს თქვენი მომხმარებლის და თანამშრომლებისთვის;
• მიიღებთ გადამზადებულ და პროფესიონალ პერსონალს, რომლებიც იზრუნებენ სისუფთავეზე;
• განთავისუფლდებით ყველა ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისგან, რომელიც თან ახლავს დასუფთავების პერსონალის დაქირავებას და მართვას ;
• თავიდან აიცილებთ დასუფთავების და სველი წერტილების მომარაგებისათვის საჭირო საშუალებების(ხსნარები, საპონი, ტუალეტის ქაღალდი) შესყიდვას;
• მიიღებთ დასუფთავების უახლესი ტექნოლოგიების (ტექნიკა,ინვენტარი) გამოყენების შესაძლებლობას თქვენს ტერიტორიაზე;

ოფისების დასუფთავების სახეები

დასუფთავება დღეში ერთხელ, დილას ან საღამოს

დასუფთავება დღის განმავლობაში

დასუფთავება 24/7

გრაფიკით გაწერილი გენერალური დასუფთავება

კომბინირებული პაკეტი

საგანმანათლებლო დაწესებულებები

საგანმანათლებლო დაწესებულებების დასუფთავება მოიცავს: სკოლების, ბაღების, სხვადასხვა სახის ტრენინგ ცენტრების  და უნივერსიტეტების დასუფთავებას.

ჩვენ გთავაზობთ მომსახურებას ნებისმიერი სიხშირით, მათ შორის 24/7. დაგვიკავშირდით, დავგეგმოთ შეხვედრა თქვენთან და ჩვენ ადგილზე გაგიწევთ გულწრფელ კონსულტაციას.

ჩვენი მომსახურებით სარგებლობა გულისხმობს, რომ თქვენთვის:

  • შევარჩევთ მომსახურე პერსონალს და დავაკომპლექტებთ სამუსაო ჯგუფს;
  • თითოეულ დიასახლისს გავუწერთ კონკრეტულ სამუშაო გეგმა-გრაფიკს;
  • ყველა დიასახლისს შევასწავლით პროფესიონალურ დასუფთავებას (მეთოდებს, ხერხებს, ტექნიკას, ინვენტარს, ხსნარებს და აშ. გამოყენებას);
  • დიასახლისებს შევასწავლით შრომით უსაფრთხოების წესებს და ვუზრუნველყოფთ დავიცვათ ,რომ თქვენს ობიექტზე დაცული იყოს მუდმივად სისუფთავე;
  • დიასახლისის შვებულებაში ან ბიულეტინზე ყოფნის პერიოდში ჩავანაცვლებთ სხვა დიასახლისით;
  • თქვენს ობიექტზე მოვამაგრებთ დასუფთავების ჯგუფის მენეჯერს, რომელიც ორგანიზებას გაუწევს სამუშაოების შესრულებას;
  • მოგამარაგებთ საჭირო ტექნიკით , ინვენტარით, სახარჯი მასალებით;
  • დავამონტაჟებთ ჰიგიენური პროდუქციის (საპირფარეშოს ქაღალდი, ხელსახოცი, თხევადი საპონი) დისპანსერებს უფასოდ და მოგამარაგებთ ამავე პროდუქტებით;
  • საჭიროების შემთხვევაში სველ წერტილებში დავამონტაჟებთ ელექტრო ხელსაშრობებს;
  • მომსახურების პროცესის ჰიგიენურად წარმართვის მიზნით , თქვენს ობიექტზე დავამონტაჟებთ სარეცხის მანქანას, რომლითაც დასუფთავების პროცესში დაბინძურებულ ჩვრებს და მოპებს გავრეცხავთ;
  • პერიოდულად, დამატებითი ჯგუფით შევასრულებთ : ფასადების, შუშების, ვიტრინების წმენდის და რბილი იატაკების, ავეჯის ქიმწმენდის სამუშაოებს;
  • საჭიროების შემთხვევაშიჩავატარებთ კონდიციონერების წმენდას;
  • საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ძალებით შევასრულებთ დასუფთავების ყველა იმ სპეციფიკურ სამუშაოს, რომელიც ვერ სრულდება თქვენთან მომაგრებული დიასახლისების მიერ.

ჩვენი უპირატესობები

17 წლიანი გამოცდილება

პროფესიონალიზმი

სრული რეგიონული დაფარვა

ხარისხის მონიტორინგის ელექტრონული პროგრამა

დატრენინგებული პერსონალი

უსაფრთხოების და ეპიდემიოლოგიური ნორმების სრული დაცვა

პერსონალისთვის დეტალურად გაწერილი სამუშაო გეგმა

კლიენტის საჭიროებებზე სრულად მორგება

კალათა
შესვლა

არ ხარ რეგისტრირებული?