სამრეწველო ობიექტების დასუფთავება
ზარის მოთხოვნა
თუ შეკვეთა გსურთ დატოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით
რა სარგებელს მიიღებთ ჩვენთან თანამშრომლობით
• მიიღებთ სისუფთავის უმაღლეს სტანდარტს;
• შექმნით კომფორტულ გარემოს თქვენი მომხმარებლის და თანამშრომლებისთვის;
• მიიღებთ გადამზადებულ და პროფესიონალ პერსონალს, რომლებიც იზრუნებენ სისუფთავეზე;
• განთავისუფლდებით ყველა ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისგან, რომელიც თან ახლავს დასუფთავების პერსონალის დაქირავებას და მართვას ;
• თავიდან აიცილებთ დასუფთავების და სველი წერტილების მომარაგებისათვის საჭირო საშუალებების(ხსნარები, საპონი, ტუალეტის ქაღალდი) შესყიდვას;
• მიიღებთ დასუფთავების უახლესი ტექნოლოგიების (ტექნიკა,ინვენტარი) გამოყენების შესაძლებლობას თქვენს ტერიტორიაზე;
ოფისების დასუფთავების სახეები
დასუფთავება დღეში ერთხელ, დილას ან საღამოს
დასუფთავება დღის განმავლობაში
დასუფთავება 24/7
გრაფიკით გაწერილი გენერალური დასუფთავება
კომბინირებული პაკეტი
სამრეწველო ობიექტები
სამრეწველო ობიექტების დასუფთავება მოიცავს: ქარხნების, საწყობების, დამხმარე შენობა-ნაგებობების დასუფთავებას.
ჩვენ გთავაზობთ მომსახურებას ნებისმიერი სიხშირით, მათ შორის 24/7. დაგვიკავშირდით, დავგეგმოთ შეხვედრა თქვენთან და ჩვენ ადგილზე გაგიწევთ გულწრფელ კონსულტაციას.
ჩვენი მომსახურებით სარგებლობა გულისხმობს, რომ თქვენთვის:
- დიასახლისის შვებულებაში ან ბიულეტინზე ყოფნის პერიოდში ჩავანაცვლებთ სხვა დიასახლისით;
- თქვენს ობიექტზე მოვამაგრებთ დასუფთავების ჯგუფის მენეჯერს, რომელიც ორგანიზებას გაუწევს სამუშაოების შესრულებას;
- მოგამარაგებთ საჭირო ტექნიკით , ინვენტარით, სახარჯი მასალებით;
- დავამონტაჟებთ ჰიგიენური პროდუქციის (საპირფარეშოს ქაღალდი, ხელსახოცი, თხევადი საპონი) დისპანსერებს უფასოდ და მოგამარაგებთ ამავე პროდუქტებით;
- საჭიროების შემთხვევაში სველ წერტილებში დავამონტაჟებთ ელექტრო ხელსაშრობებს;
- მომსახურების პროცესის ჰიგიენურად წარმართვის მიზნით , თქვენს ობიექტზე დავამონტაჟებთ სარეცხის მანქანას, რომლითაც დასუფთავების პროცესში დაბინძურებულ ჩვრებს და მოპებს გავრეცხავთ;
- პერიოდულად, დამატებითი ჯგუფით შევასრულებთ : ფასადების, შუშების, ვიტრინების წმენდის და რბილი იატაკების, ავეჯის ქიმწმენდის სამუშაოებს;
- საჭიროების შემთხვევაშიჩავატარებთ კონდიციონერების წმენდას;
- საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ძალებით შევასრულებთ დასუფთავების ყველა იმ სპეციფიკურ სამუშაოს, რომელიც ვერ სრულდება თქვენთან მომაგრებული დიასახლისების მიერ;
იატაკები მოირეცხება-მოპრიალდება სპეციალური ტექნიკის გამოყენებით (ტექნიკის სიმძლავრე შერჩეული იქნება სამუშაო ფართის მოცულობის შესაბამისად).