გენერალური დასუფთავება 325 ₾ - დან
ზარის მოთხოვნა
თუ შეკვეთა გსურთ დატოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით
სტანდარტ პაკეტი
in Pro Version
Payment methods
pro Feature Availablein Pro Version
Credit Card details
pro Feature Availablein Pro Version
VIP პაკეტი
in Pro Version
Payment methods
pro Feature Availablein Pro Version
Credit Card details
pro Feature Availablein Pro Version
260 კვ.მ ზემოთ ფართის შეკვეთის შემთხვევაში საჭიროა ინდივიდუალური შეკვეთა. ინდივიდუალური შეკვეთის მისაცემად დაგვიკავშირდით:
როგორ ხორციელდება გენერალური დასუფთავება/სახლის დალაგება?
გენერალური დასუფთავება ჩატარდება ქვემოთ მოცემული
ჩამონათვალის(Checklist) შესაბამისად
- მტვრის ყველა ზედაპირიდან მოშორება;
- მტვრის ჭერიდან და კედლებიდან მოშორება;
- ჭერის განათებების წმენდა;
- საფარდეების (კარნიზების) წმენდა;
- კონდიციონერის გარედან წმენდა;
- კონდიციონერის ფილტრის წმენდა;
- ღია თაროების, ფოტოს ჩარჩოების, საათებისა და ყველა სხვა ნივთების ნებისმიერ სიმაღლეზე წმენდა;
- სარკეების, მინისებური ზედაპირების მთელ სიმაღლეზე წმენდა;
- რადიატორების, მილების წმენდა;
- ჩამრთველების-ამომრთველების წმენდა;
- ოთახებს შორის ჩარჩოების და კარების წმენდა;
- ფანჯრის რაფების წმენდა;
- მაღალი კარადის თავების წმენდა;
- ავეჯის გარედან წმენდა;
- ცარიელი ავეჯის შიგნიდან წმენდა;
- ავეჯის უკან ტერიტორიების(თუ გადაადგილება შესაძლებელია) წმენდა;
- ყველა ნივთს მივუჩენთ თავის ადგილს, არაუმეტეს 50 ერთეული საგნისა;
- საძინებელში თეთრეულის შეცვლა;
- მატრასების და მიმდებარე ადგილების მტვრისგან წმენდა;
- მტვერსასრუტით ფარდაგების, ხალიჩების დასუფთავება;
- მტვერსასრუტით რბილი ავეჯის დასუფთავება;
- იატაკისა და პლინტუსების სველი წესით წმენდა;
- გავიტანთ ნაგავს (არაუმეტეს 2 შეკვრა) და დეზინფექციას გავუკეთებთ ურნას;
- შემოსასვლელი კარის წმენდა;
- შემოსასვლელის ფეხსაწმენდის გასუფთავება;
- მძიმე დაბინძურების (წყლის ნადები, ჟანგი, ცხიმი) მოშორება;
- ორთქლის გენერატორით ძლიერი დაბინძურების მოშორება;
- ორთქლის გენერატორით ძნელად მისადგომი ადგილების წმენდა.
- ჭერის, კედლების, განათებების წმენდა;
- მოაჯირების წმენდა;
- კარადების გარედან წმენდა;
- აივნის ავეჯის წმენდა;
- მშრალი და სველი წესით იატაკის წმენდა.
- სველი წესით სამზარეულოს ჭერის(შეკიდული ჭერის შემთხვევაში) წმენდა;
- გამწოვის და ფილტრის წმენდა;
- გაზქურის უკან კედლის და იატაკის (გადადგილების შემთხვევაში) წმენდა;
- აირღუმელის შიგიდან და გარედან წმენდა;
- გაზქურის (შიგნიდან და გარედან) წმენდა;
- მიკროტალღური ღუმელის (შიგნიდან და გარედან) წმენდა;
- სამზარეულოს სხვა ტექნიკის გარედან წმენდა;
- მაცივრის უკანა მხარის და გორგოლაჭების წმენდა;
- მაცივრის გარედან წმენდა;
- მაცივრის შიგნიდან წმენდა თუ ცარიელია;
- სამზარეულოს ავეჯის გარე ფასადის მთელს სიმაღლეზე წმენდა;
- სამზარეულოს ავეჯის შიგნიდან წმენდა თუ კარადები ცარიელია;
- სამზარეულოს მაგიდის და სკამების წმენდა და დეზინფექცია;
- ვრეცხავთ ჭურჭელს (არაუმეტეს 10 წუთისა);
- სამზარეულოს ნიჟარის და მის მიმდებარე კარადის წმენდა;
- სამზარეულოს ზედაპირების წმენდა და დეზინფექცირება
- სველი წესით სააბაზანოს ჭერის წმენდა (შეკიდული ჭერის შემთხვევაში);
- გამწოვების და ჭერის განათებების წმენდა;
- სველი წესით წმენდა და ლაქების მოშორება სააბაზანოს კედლებიდან;
- სანტექნიკის კვანძების წმენდა და დეზინფექცირება;
- საშხაპისა და აბაზანის წმენდა;
- წყლის და ჟანგის ნადების ყევლა ზედაპირიდან მოშორება;
- აბაზანის ავეჯის გარედან წმენდა;
- სველ წერტილში არსებული ტექნიკის გარედან წმენდა.
- არ გავწმენდთ ფანჯრებს, ამისათვის დამატებით უნდა დაგვიკვეთოთ;
- არ გავაკეთებთ რბილი იატაკების და ავეჯის ქიმწმენდას, ამისთვის დამატებით უნდა დაგვიკვეთოთ;
- არ გავწმენდთ და მოვაშორებთ: სამშენებლო მტვერს, საღებავის ნარჩენებს და ბეტონს.
ხარისხი
ჩვენი კომპანია დიდი პასუხისმგებლობით ახორციელებს თანამშრომლების შერჩევის და სწავლების პროცესს
მუდმივი მომსახურება
მოგამაგრებთ კონკრეტულად თქვენთვის გამოყოფილ სპეციალისტს
100% უსაფრთხო
ვიყენებთ მხოლოდ სერთიფიცირებულ საწმენდ და სადეზინფექციო საშუალებებს.
მოხერხებული,
თქვენზე მორგებული მომსახურება
დასუფთავება შესაძლებელია თქვენი დასწრების გარეშე. მომსახურის საფასურის გადახდა შეგიძლიათ: გადარიცხვით, ნაღდი ფულადი ანგარიშსწორებით ან განვადებით
17 წლიანი
მუშაობის გამოცდილება
33,048
შესრულებული სამუშაო
4.7
საშუალო შეფასება
რეგულარული მომსახურების უპირატესობა
- მუდმივი შემსრულებელი
- დალაგება-დასუფთავება, თქვენი ადგილზე არყოფნისას
- ფასდაკლება 10-30% მომსახურებებზე
- ინვენტარი საჩუქრად ჰიგიენური პროდუქციის (ტუალეტის ქაღალდი, ხელსახოცი, საპონი და სადეზინფექციო საუალებები) უზრუნველყოფა
კითხვა-პასუხი
დიახ, შესაძლებელია. ასეთ დროს:
- თქვენ ირჩევთ სასურველ დღესა და დროს (ინდივიდუალური გრაფიკი).
- მიიღებთ ფასდაკლებას.
გენერალური დასუფთავების დროს დამატებით ვასუფთავებთ ისეთ ტერიტორიებს და ადგილებს, როგორიცაა ჭაღები, კონდენციონერები, ჭერები, ჟალუზები და სხვა ძნელად მისადგომი ადგილები. ამასთან, მთელ ტერიტორიაზე ვაშორებთ ნებისმიერი სახის ლაქებს და დაბინძურებას .
ჩვენ ვთანამშრომლობთ სადაზღვევო კომპანიებთან VIP პაკეტით, რაც საშუალებას გვაძლევს დასუფთავების დროს ჩვენი თანამშრომლის მიერ დამკვეთის ქონების დაზიანების შემთხვევები ავანაზღაუროთ 100%-ით.
დიახ, შესაძლებელია. თუ ისარგებლებთ წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით თქვენს ბინაზე კონკრეტულად მიმაგრებული იქნება ერთი და იგივე დატრენინგებული, კვალიფიციური თანამშრომელი.
ჩვენ მიერ დაქირავებული თითოეული თანამშრომელი გადის შემდეგ ეტაპებს:
- თავდაპირველი შერჩევისას უპირატესობა ენიჭებათ, დასუფთავების სფეროში გამოცდილების მქონე პირებს, ასევე პირებს რომელთაც გააჩნიათ სისუფთავის შეგრძნებისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი.
- შემდეგი ეტაპი მოიცავს შერჩეული პირების პროფესიონალური დასუფთავების მეთოდების თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას.
რას გულისხმობს გენერალური დასუფთავება?
სახლის დალაგება დასუფთავება სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი. ბინის გენერალური დასუფთავება ძალიან პოპულარული სერვისია. ზოგადად, სახლის დალაგება ბევრ სხვადასხვა რამეს მოიცავს. ამის გამო, ხშირ შემთხვევაში მოუცლელობის გამო, სახლის მოწესრიგება დღიურად ვერ ხერხდება. ასეთ დროს შესაძლებელია ბინის დალაგება გამოძახებით და გამოცდილი დასუფთავების კომპანიის დაქირავება. ხშირად გვესმის ასეთი შეკითხვა: მესაჭიროება სახლის დალაგება, ღირს თუ არა დასუფთავების კომპანიასთან დაკავშირება? სახლის დასუფთავება ერთი ადამიანისთვის საკმაოდ შრომატევადი საქმიანობაა. შესაბამისად, სახლის ერთჯერადი დალაგება პროფესიონალური კომპანიის ხელში შესაძლებელია უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე ერთი ადამიანის მიერ სახლის რეგულარული დასუფთავება.
გენერალური დასუფთავების დროს ხდება რბილი ავეჯის მტვერსასრუტით წმენდა, სანათების გაწმენდა, მტვრის ჭერიდან და კედლებიდან აღება, ყველა ხელმისაწვდომი ზედაპირის გაწმენდა, მინისა და სარკისებური ზედაპირების წმენდა და ასე შემდეგ. ნებისმიერი დასუფთავების კომპანია სთავაზობს კლიენტებს გენერალური დალაგების სერვისს. ეს არის დალაგების ერთ-ერთი რუტინული ხერხი და გულისხმობს სტანდარტული დასუფთავების საქმიანობის შესრულებას პერიოდულად რათა შენარჩუნებული იყოს სისუფთავე სახლში, ან სახლის რომელიმე კონკრეტულ ადგილას. გენერალური დალაგების დროს არ ხდება ისე სიღრმისეულად სახლის დალაგება, როგორც სხვა შემთხვევებში.
რატომ არის გენერალური დასუფთავება პოპულარული სერვისი?
გენერალური დასუფთავება ხასიათდება რამდენიმე ძირითადი ასპექტით. ესენია:
- ზედაპირების წმენდა - სახლის დალაგება ყველაზე ზედაპირულ დონეზე გულისხმობს მტვრის წმენდას და ზედაპირების გაწმენდას. ამ ზედაპირებში შედის ავეჯის ზედაპირების წმენდა, კარადის ზედაპირების წმენდა, თაროების წმენდა და ასე შემდეგ. სახლის დასუფთავების კიდევ ერთი მოსახერხებელი გზაა ექსპრეს დასუფთავება/დალაგება, რომელიც მაქსიმალური დროის დაზოგვით ხდება. მასში შედის: მტვრის წმენდა ყველა ზედაპირიდან 1.8 მეტრამდე, სარკეების წმენდა, მინისებური ტიხრების მთელს სიმაღლეებზე წმენდა, რბილი ავეჯის გასუფთავება მტვერსასრუტით, იატაკის გასუფთავება და ა.შ.
- სააბაზანოს დალაგება დასუფთავება - სახლის დასუფთავება ვერ იქნება სრულყოფილი სააბაზანოს ხარისხიანი დასუფთავების გარეშე. სააბაზანოს სხვადასხვა ინვენტარის (უნიტაზი, ნიჟარა, საშხაპე, აბაზანა და სარკეები) დასუფთავება და დეზინფიცირება გარკვეულ პერიოდში ერთხელ აუცილებელიც კი არის. სხვადასხვა ტიპის აბაზანის დასუფთავების პროდუქტები უზრუნველყოფენ იმას, რომ სახლის ეს მნიშვნელოვანი წერტილი მუდმივად დასუფთავებული იყოს. სააბაზანოს დალაგების დროს ასევე ხდება ზედაპირებიდან საპნისა და წყლის ლაქების მოშორება.
- სამზარეულოს დალაგება დასუფთავება - სახლის დასუფთავება, რა თქმა უნდა, მოიცავს სამზარეულოს ხარისხიან დასუფთავებას სხვა სერვისებთან ერთად. სამზარეულოს გენერალური დალაგება გულისხმობს კარადის ზედაპირების გაწმენდას, ღუმელის გასუფთავებას, ნიჟარის გაწმენდას და სხვა სამზარეულოს ხელსაწყოების დასუფთავებას. აქვე შედის ფანჯრების/ვიტრაჟების წმენდა, თუ გააჩნია ისინი სამზარეულოს. ამასთან ერთად, ხდება სამზარეულოს ექსტერიერის და სამზარეულოს იატაკის დასუფთავება/გაწმენდა.
- იატაკების წმენდა - სახლის დალაგება ყველანაირ ეფექტს კარგავს თუ იატაკები შესაბამისად არ არის დასუფთავებული. შესაბამისად, ბინის გენერალური დასუფთავება მოიცავს იატაკების გაწმენდის სერვისს. ამ სერვისის ნაწილია იატაკის ზედაპირის რეგულარული დაგვა და დასუფთავება, მტვერსასრუტით ძირიდან მტვრის მოშორება, იატაკების მოწმენდა სხვადასხვა ტიპის ლაქების და ჭუჭყის მოსაცილებლად. გარკვეულ შემთხვევაში, როდესაც გვსურს ავეჯის ან სხვადასხვა ტიპის ზედაპირის უფრო სიღმისეული გაწმენდა, ასეთ დროს გამოიყენება ქიმწმენდის სერვისი, რომელიც ძალიან კარგად აცილებს სხვადასხვა ტიპის ლაქებს და ეფექტური საშუალებაა. ამ ტიპის სახლის დასუფთავების დროს ხდება სხვადასხვა მასალის ზედაპირების წმენდა, იქნება ეს მყარი მერქანი, კრამიტი, ლამინატი თუ სხვა.
- მტვრის მოშორება მთლიანი სახლის ტერიტორიაზე - მტვრის რეგულარული წმენდა ავეჯიდან, თაროებიდან, ჟალუზებიდან და სხვა ზედაპირებიდან, ხელს უშლის მტვერს ღრმად ჩაჯდომაში. 2018 წელს ამერიკაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, სააბაზანო დასახელდა წერტილად, რომელიც ყველაზე ღრმად და ხშირად იწმინდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახლის სხვა ოთახებიც რეგულარულად და ხშირად არ უნდა გავწმინდოთ. სახლის დასუფთავება მტვრის მოშორებით იწყება. გენერალური დასუფთავება ასევე მოიცავს ობობის ქსელების მოშორებას ზედაპირებიდან.
- სახლის წესრიგში მოყვანა - სახლის დასუფთავება ძალიან მარტივად, მხოლოდ ნივთებისთვის თავიანთი ადგილის მიჩენითაც კი შეიძლება. თუმცა, გენერალური დასუფთავება ასევე გულისხმობს მისაღები ოთახის, საძინებლებისა და სხვა ოთახების ორგანიზებას და წესრიგში მოყვანას. საერთო ჯამში, გენერალური დასუფთავება ბევრად სწრაფი და მარტივი სერვისია, ვიდრე რემონტის შემდგომი დასუფთავება, ან სხვა რომელიმე სერვისი. ამიტომაც, გენერალური დასუფთავება ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დასუფთავების სერვისად.