რატომ არის აუცილებელი, გავწმინდოთ კედლები?
ყველა ჩვენგანს დალაგების საკუთარი რუტინა გვაქვს და გვსიამოვნებს, როცა
სახლი სუფთა და დაწკრიალებულია. თუმცა, ხშირად გვავიწყდება ერთი
ნაწილის გაწმენდა, რადგან იქ მტვერი ყველაზე უხილავია…
კედლები.
ადამიანების უმრავლესობა კედლებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ წმენდს.
არადა, ეს შეცდომაა, რადგან გაწმენდილი კედლები, ჯერ ერთი, რომ სახლს
უფრო ახალ და სუფთა იერს აძლევს, და მეორე და მთავარი: მტვერმა შესაძლოა
დაატრიგეროს ასთმისა და ალერგიის შეტევები.
მართალია, კედლები მტვრის ბუდეს არ ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში – არის.
ყოველდღიურად, ფანჯრებიდან, კარიდან, სახლში მტვერი შემოდის. დიდი
რაოდენობით მშენებლობებიც ხელს უწყობს დაბინძურებას. ამიტომ, კედლების
რეგულარული წმენდა არამარტო ჩვენს სახლს აქცევს უფრო სუფთა და ლამაზ
ადგილად, არამედ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის გადადგმული ნაბიჯიცაა…
გარდა ამისა, კედლებზე შესაძლოა გაჩნდეს ობი, მითუმეტეს, თუ ნესტიან
ადგილას ცხოვრობთ. ობმა კი შესაძლოა გამოიწვიოს სასუნთქი გზების
პრობლემები, ალერგიული რეაქცია, ინფექცია და ა.შ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კარგი იქნება, თუ თქვენი დასუფთავების
რუტინას კედლების წმენდას დაამატებთ.
გაგიზიარებთ თანმიმდევრულ ნაბიჯებს, რომელიც კედლების წმენდას უფრო
მარტივს გახდის.
1.კედლებზე ხშირად გვიკიდია ნახატები, საათები, სხვადასხვა ნივთები. პირველ
რიგში, ჩამოხსენით ისინი.
2.ჯერ გამოიყენეთ მტვრის საწმენდი ბუმბული, რათა შემდეგ, ნოტიო
წმენდისას, ზოლები არ დარჩეს. გაასუფთავეთ კედლები მტვრის საწმენდი
ბუმბულით.
3.მხოლოდ ამის შემდეგ გაწმინდეთ კედლები საწმენდი სითხით. სითხე
გამოიყენეთ ზომიერად, რათა კედლები ძალიან არ დასველდეს.
გაითვალისწინეთ: არ გახეხოთ ძლიერად, იმისთვის, რომ შპალერი არ
დაზიანდეს და არ დარჩეს ზოლები, ლაქები.
კედლების წმენდა, იქნებ, საერთოდაც არ შედის თქვენი დასუფთავების
რუტინაში, თუმცა, სასარგებლო და საჭიროა. შეიძლება, არ გაწმინდოთ იმავე
სიხშირით, როგორც სახლის სხვა ნაწილები, მაგრამ აუცილებლად დანერგეთ
გარკვეული პერიოდულობით.
თუ პროფესიონალების დახმარება დაგჭირდებათ, ჩვენი გუნდი ყოველთვის
მზადაა, დაგეხმაროთ.