Uncategorized

როგორ გავწმინდოთ მიკროტალღური ღუმელი?

თუ მიკროტალღურ ღუმელს ხშირად იყენებთ, მაშინ ის კვირაში ერთხელ მაინც
უნდა გაიწმინდოს. რეგულარული წმენდის შემთხვევაში, არც საკვების
ნარჩენებისა და ცხიმისგან გაწმენდა იქნება რთული.
სანამ უშუალოდ წმენდის მეთოდზე გადავიდოდეთ, გეტყვით, რატომაა
აუცილებელი მიკროტალღური ღუმელის რეგულარული წმენდა:
დიდი ხნის განმავლობაში ძველი საკვების ნადების დატოვება ზიანს აყენებს
ღუმელს. ყოველ ჯერზე, როცა ახალ საკვებს აცხელებთ, ასევე ცხელდება ნადებიც
და შესაძლოა, ღუმელის შიდა მექანიზმები დაზიანდეს.
გაუწმენდავ ღუმელში შეიძლება იყოს 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის
ბაქტერია. მიუხედავად იმისა, რომ სიცხე მათ უმრავლესობას ანადგურებს,
დაბინძურებულ მოწყობილობაში საკვების მოთავსება მაინც არ არის კარგი იდეა.
ყოველდღიურად საკვებით მოწამვლის გამო საავადმყოფოში უამრავი
ადამიანი ხვდება…
თუ ღუმელი ძალიან გასაწმენდი არაა, შეგიძლიათ, გაწმინდოთ მხოლოდ
წყლით ან საწმენდი სითხით. თუმცა, საწმენდი სითხის გამოყენების
შემთხვევაში, აუცილებლად გაითვალისწინეთ:
არ გამოიყენოთ სითხე, რომელმაც შეიძლება რაიმე ზეგავლენა მოახდინოს
საკვებზე.
სითხის გამოყენების შემდეგ აუცილებლად გაწმინდეთ ღუმელი წყლით.

გასაწმენდად არ გამოიყენოთ უხეში ზედაპირის ნივთი, რომელიც ღუმელს
დააზიანებს.
არ დაგავიწყდეთ მიკროტალღურის კარი! თუ მისი ფანჯარა ცხიმიანია,
გამოიყენეთ იგივე საშუალებები მის გასაწმენდად…
თუ მიკროტალღური საკმაოდ დაბინძურებულია, გაწმინდეთ შემდეგი
მეთოდით:
შეურიეთ ჯამში ნახევარი ჭიქა წყალი და ნახევარი ჭიქა ვაშლის ძმარი, შედგით
ღუმელში და გააცხელეთ მაღალ ტემპერატურაზე, ისე, რომ ფანჯარა
დაიორთქლოს.
გამორთეთ მიკროტალღური ღუმელი და დატოვეთ ორთქლში დაახლოებით 5
წუთი.
გამოაღეთ კარი და ფრთხილად გამოიღეთ ჯამი.
შემდეგ ღუმელი გაწმინდეთ მიკროფიბრის ნაჭრით.
ეს მეთოდი კარგად ასუფთავებს მიკროტალღურ ღუმელს, რადგან წყალი და
ვაშლის ძმარი ლაქებსა და ნარჩენებს უფრო მარტივად მოსაშორებელს ხდის და
უფრო საფუძვლიანადაც ასუფთავებს.
ასე რომ, როგორც თავად ნახეთ, სულაც არაა საჭირო ხანგრძლივი, დამღლელი
რუტინა. ეს მარტივი, მაგრამ ეფექტური მეთოდი დაგეხმარებათ,
მიკროტალღური ღუმელი მუდამ სუფთა გქონდეთ.