Uncategorized

ალაგებენ, თუ არა სახლს მამაკაცები საქართველოში

 საქართველოში ქალები სახლის დალაგებისთვის სიცოცხლის განმავლობაში წელიწადზე მეტ დროს ხარჯავენ. 

 ქართველი მამაკაცები კი ამ საქმეს , თავისი ცხოვრების განმავლობაში თვეზე ნაკლებს უთმობენ.

 კვლევამ აჩვენა, რომ სახლის დალაგებით ყველა ასაკობრივი კატეგორიის ქალია დაკავებული.
გამოკითხული ქალების 95% სახლს მინიმუმ კვირაში ერთხელ ალაგებს. ამ სიხშირით კაცების მხოლოდ 16% ალაგებს სახლს.

 სახლის დალაგებისთვის ყველაზე მეტ დროს 45-54 ასაკობრივი კატეგორიის ქალები ხარჯავენ, ხოლო ყველაზე ნაკლებს 18-24 წლის.

 ანალოგიური ასაკის (45-54 წლის) მამაკაცები კი დალაგებაზე წელიწადში, საშუალოდ, ერთ დღეზე ნაკლებს ხარჯავენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *