Uncategorized

არასოდეს გარეცხოთ ჭურჭელი სტუმრად!

რას გვასწავლის ფენ შუი

 ეზოთერიკა ჭურჭლის რეცხვასთან აკავშირებს ცნობიერებიდან ცუდი აზრების, ეგოიზმისა და ანგარების “გამორეცხვას”.

 თეფშებისა და ჭიქების რეცხვა უთანაბრდება ოჯახში ბედნიერებისა და ფინანსური წარმატების მოზიდვას. ჭუჭყიანი ჭურჭელი, რომელიც სიზარმაცის გამო მთელი ღამე დატოვეთ ნიჟარაში, იქცევა გაღებულ კარად, საიდანაც გაედინება ფინანსური კეთილდღეობა.
შესაბამისად, ჭურჭელი, რომლიდანაც საკვებს მივირთმევთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვან ყურადღებას საჭიროებს.

 სტუმრების წასვლის შემდეგ, როგორც წესი, უამრავი ჭურჭელი რჩება გასარეცხი. ხშირია შემთხვევა, როცა რომელიმე სტუმარი კეთილ ნებას იჩენს და მასპინძელს ჭურჭლის რეცვაში დახმარებას სთავაზობს. დიასახლისიც უარს არ ეუბნება, რადგან დახმარება ნამდვილად სჭირდება.

 ფენ შუი გირჩევთ კეთილ სტუმარს ზრდილობიანი უარით უპასუხოთ!

საქმე იმაშია, რომ ჭურჭელსა და იმ ოჯახს შორის, რომლის წევრებიც მას ყოველდღიურად იყენებენ, ძალიან მჭიდრო კავშირი არსებობს, რომელიც გარეშე პირთა ჩარევას ვერ იტანს.

 კეთილმოსურნე დაქალი ან ნათესავიც კი, რომელიც თქვენს სახლში ჭურჭელს რეცხავს, თქვენი ოჯახის სიმშვიდისა და ჰარმონიის წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი საფრთხეა.

 ეზოთერიკა ამ ყველაფრს შესახებ გვაფრთხილებს და გვირჩევს- არასოდეს მივცეთ სტუმარს უფლება ჩვენი ოჯახის კუთვნილი ჭურჭელი გარეცხოს !
ასევე – სტუმრად ყოფნის დროს არასოდეს შესთავაზოთ მასპინძელს ჭურჭლის რეცხვაში დახმარება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *