როგორ გავწმინდოთ იატაკის ხალიჩა
სახლის დალაგებისას ხშირად იატაკის ხალიჩა უყურადღებოდ გვრჩება, ან გვგონია, რომ მისი წმენდა მხოლოდ ქიმწმენდაშია შესაძლებელი. არადა სისუფთავის შესანარჩუნებლად სუფთა ხალიჩა აუცილებელია.
ამ ბლოგში სწორედ ხალიჩის წმენდის მეთოდზე მოგიყვებით. თუმცა, ჯერ რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ, რომელიც ხალიჩის მოვლას უკავშირდება:
გაწმინდეთ ხალიჩა მტვერსასრუტით მინიმუმ კვირაში ერთხელ. თუ კონკრეტულ ადგილას აქტიური მოძრაობაა – უფრო ხშირად.
თუ გაქვთ ამის შესაძლებლობა, ხალიჩა გადმოაბრუნეთ და უკანა მხარესაც გადაატარეთ მტვერსასრუტი.
დაასუფთავეთ იატაკი ხალიჩის ქვეშ და ეს აქციეთ რუტინის ნაწილად.
რაც შეეხება იატაკის ხალიჩის ღრმა წმენდას, შეგიძლიათ, წელიწადში 2-3-ჯერ მიმართოთ და ამისთვის მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:
ხალიჩას გადაატარეთ მტვერსასრუტი.
გაიტანეთ გარეთ და გაფერთხეთ. თუ ხალიჩა ძალიან დიდია და ამას ვერ ახერხებთ, მაშინ გადაკიდეთ აივნის მოაჯირზე და უკანა მხრიდან ურტყით გასაბერტყად.
გადაკიდეთ ხალიჩა ან გაშალეთ ეზოში და წყლით გაჟღინთეთ, თუმცა, არა ისე, რომ ძალიან სველი იყოს.
კარგად შეაზილეთ სპეციალური ხალიჩის სარეცხი საშუალება. ამისთვის შეგიძლიათ, ჯაგრისიც გამოიყენოთ.
მიუშვირეთ წყალი იქამდე, სანამ ხალიჩას სარეცხი საშუალება მთლიანად არ მოშორდება.
ამის შემდეგ, გადაკიდეთ ხალიჩა და აცადეთ ბოლომდე გაშრობა.
წმენდის ეს მეთოდი კარგად მუშაობს ნატურალური მასალის ან სინთეტური ხალიჩების უმეტესობის შემთხვევაში. თუმცა, ზოგიერთი ხალიჩა, მაგალითად, ტყავის, განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს.
რაც შეეხება ლაქებს, მათი მოცილების მეთოდი იმ მასალაზეა დამოკიდებული, რისგანაც ხალიჩაა დამზადებული. ამიტომ, ქვემოთ გაგიზიარებთ კონკრეტული მასალის და კონკრეტული ლაქების შემთხვევაში რითი შეგიძლიათ მათი ამოყვანა:
წითელი ღვინო: სინთეტიკა – სოდა, კოტონი – თეთრი ძმარი, მატყლი – წყალბადის ზეჟანგი.
ყავა: სინთეტიკა – სარეცხი საშუალება, კოტონი – თეთრი ძმარი, მატყლი – თეთრი ძმარი.
სისხლი: სამივე მასალის შემთხვევაში – სარეცხი საშუალება.
შოკოლადი: სამივე მასალის შემთხვევაში – სარეცხი საშუალება.
ლაქების ამოყვანისას გამოიყენეთ ცივი წყალი, ამოყვანის შემდეგ კი, მაქსიმალურად შეამშრალეთ. რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი ლაქებიც, რომელიც დამატებით დამუშავებას საჭიროებს. თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში ეს მეთოდები გამოგადგებათ.
თუ პროფესიონალთა დახმარება დაგჭირდებათ, ყოველთვის შეგიძლიათ, „სუფთა სამყაროს“ მაღალკვალიფიციურ გუნდს მიმართოთ!