Uncategorized

როგორ გავწმინდოთ დუშის თავი მარტივად?

    დუშის თავი დროთა განმავლობაში ნადებს იკეთებს. მისი გაწმენდა, სხვა ნივთებთან თუ ადგილებთან შედარებით, თითქოს უფრო რთული ჩანს. არადა გასუფთავება აუცილებელია, რადგან სწორედ იქიდან გამოდის წყალი, რომლითაც ვბანაობთ.

    ქვემოთ მოყვანილია ფაქტები, რომელიც დუშის თავის წმენდის საჭიროებაში დაგარწმუნებთ:

    დუშის თავზე გროვდება ნადები, რომელიც მას უსიამოვნო შესახედს ხდის და შეიძლება წყლის ნაკადსა და წნევაზეც იმოქმედოს.

    აბაზანაში ნოტიო გარემოა, რაც ხელს უწყობს ბაქტერიების გამრავლებას. თუნდაც წყალი სასმელად უსაფრთხო იყოს, ეს არ ნიშავს, რომ ბაქტერიებისგან თავისუფალია.

    CDC-ის (დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი) მიხედვით, წყალში შეიძლება მოხვდეს საშიში ბაქტერიები. დუშის თავის რეგულარული წმენდა კი ხელს უშლის მათ ზედაპირზე დასახლებასა და გამრავლებას…

    ამ ფაქტების მიუხედავად, ბევრმა არ იცის, როგორ გაწმინდოს დუშის თავი ან არასწორ საშუალებებს იყენებს. სინამდვილეში ეს მარტივი პროცესია და მხოლოდ საცხობი სოდა და თეთრი ძმარიც საკმარისია.

    გარდა იმისა, რომ ისინი ეფექტური გამწმენდი საშუალებებია, ამავდროულად,  არატოქსიკურიცაა. რაც შეეხება უშუალოდ წმენდის მეთოდს, მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:

    შეურიეთ თასში ერთმანეთს 3 ჭიქა თეთრი ძმარი და 1 ჭიქა საცხობი სოდა.

    იმისთვის, რომ დაზიანება გამორიცხოთ, შემოახვიეთ დუშის თავს ნაჭერი და ასე ჩადეთ თასში.

    გააჩერეთ 30 წუთს. თუ ძალიან დაბინძურებულია, ამ შემთხვევაში – 60 წუთს.

    შემდეგ ამოიღეთ დუშის თავი და გადაღვარეთ სითხე.

    გაწმინდეთ იმავე ნაჭრით და ჩამორეცხეთ წყლით.

    თუ ნადები მაინც დარჩა, გასასუფთავებლად გამოიყენეთ კბილის ჯაგრისი  და ჩამორეცხეთ წყლით. გაითვალისწინეთ, რომ კბილის ჯაგრისი აუცილებლად რბილი უნდა იყოს, რათა ზედაპირი არ დაზიანდეს…

    ეს მარტივი და ეფექტური მეთოდი დაგეხმარებათ, დუშის თავი მუდამ სუფთა გქონდეთ.