მსოფლიოს 10 ყველაზე სუფთა ქალაქი
სისუფთავის ხარისხი სხვადასხვა კრიტერიუმით ფასდება, როგორიცაა ჰაერის დაბინძურება, მწვანე სივრცეები, ნარჩენების მართვა, სუფთა წყალი, გარემოსდაცვითი პოლიტიკა, მოსახლეობის კმაყოფილება და ა.შ.
ქვემოთ ჩამოთვლილია მსოფლიოს 10 სუფთა ქალაქი და ის მაჩვენებლები, რომელთა გამოც ისინი ყველაზე სუფთა ქალაქებად დასახელდა.
ციურიხი, შვეიცარია – ძალიან დაბალია ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი. კარგადაა მოვლილი საჯარო სივრცეები. გამართულია ნარჩენების გადამუშავების სისტემა.
ჰელსინკი, ფინეთი – შესანიშნავი ჰაერის ხარისხი, ცხოვრების მაღალი დონე, ძლიერი გარემოსდაცვითი პოლიტიკა.
რეიკიავიკი, ისლანდია – სუფთა ჰაერი, სუფთა წყალი, განახლებადი ენერგია, დაბალი ინდუსტრიული დაბინძურება.
კოპენჰაგენი, დანია – ნარჩენების მართვა, ბევრი მწვანე ზონა, ძირითად ტრანსპორტად ველოსიპედების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება.
სიდნეი, ავსტრალია – სწორი ურბანული დაგეგმარება, დაბალი ჰაერის დაბინძურება, ბევრი პარკი და სანაპირო.
სინგაპური – მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარება, სუფთა ქუჩები და მაღალი მოქალაქეობრივი ცნობიერება, მკაცრი კანონები ნაგვის დაყრასთან დაკავშირებით.
ველინგტონი, ახალი ზელანდია – სუფთა ჰაერი და წყალი, ძლიერი გარემოსდაცვითი პოლიტიკა, დაბალი ინდუსტრიული დაბინძურება.
ჰობარტი, ავსტრალია – ბუნებრივი გარემო, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი.
ადელაიდა, ავსტრალია – სუფთა ჰაერი, მწვანე ინფრასტრუქტურა, ნარჩენების ეფექტური გადამუშავება.
ვენა, ავსტრია – მაღალი ეკოლოგიური სტანდარტები, სუფთა ჰაერი და მრავალი მწვანე სივრცე.