მარმარილოს წმენდის მეთოდი
მარმარილოს ნივთები მაღალი ღირებულებისაა და გაფრთხილება სჭირდება. მარმარილოს მაგიდა შეიძლება თაობების განმავლობაში შენარჩუნდეს, თუ მას სწორად მოვუვლით. ზოგიერთმა არ იცის, როგორ გაწმინდოს ის და ზედმეტად ძლიერ საწმენდ საშუალებებს იყენებს…
მარმარილოს მაგიდა ელეგანტურია და ხშირად იპყრობს ყურადღებას. ამიტომ, ნამდვილად ღირს მასზე ზრუნვა. ამ ბლოგში თქვენ გაეცნობით, როგორ მოუაროთ მაგიდას ისე, რომ არ დააზიანოთ.
მარმარილო განსაკუთრებული სახის ქვაა და განსაკუთრებული მოვლაც სჭირდება. ბევრი საწმენდი საშუალება, რომელსაც სხვა ზედაპირებზე იყენებთ, აქ არ გამოგვადგება. მაგალითად, მარმარილო ძლიერ რეაგირებს მჟავაზე და შესაბამისად, მაღალი მჟავიანობის მქონე საწმენდი საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, დაზიანების რისკის ქვეშაა.
ასევე, მისი უნიკალური შემადგენლობა და თვისებები შეიძლება გარკვეულ სირთულეებს ქმნიდეს, თუმცა, სწორი წმენდის ცოდნის შემთხვევაში, ყველაფერი მარტივდება.
პირველ რიგში, გამოიყენეთ მიკროფიბრის ნაჭერი და გადაწმინდეთ მტვერი ამ ნაჭრით.
შემდეგ – აიღეთ სველი ტილო, ან ტილო ოდნავ დაასველეთ საწმენდი სითხით და წრიული მოძრაობებით გაწმინდეთ ზედაპირი.
როცა დაასრულებთ სველ წმენდას, აიღეთ მშრალი ტილო და გაწმინდეთ კვლავ წრიული მოძრაობებით.
ბოლოს კი, მიეცით მარმარილოს მაგიდას ჰაერზე გაშრობის საშუალება.
გაითვალისწინეთ:
სველი წმენდისას საწმენდი სითხე მაგიდას პირდაპირ არ დაასხათ. დაასხით ტილოს.
ზედაპირიდან მტვრის მოსაშორებლად არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ მტვერსასრუტი.
თუ მარმარილოს მაგიდას ლაქები გაუჩნდა, მის მოსაშორებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ:
მსუბუქი საწმენდი სითხე
საპონი და წყალი
ბუნებრივი ქვისთვის განკუთვნილი საწმენდები
მარმარილოს წმენდისას არ გამოიყენოთ:
ლიმონმჟავა, ძმარი, ქიმიკატებიანი პროდუქტები.
სწორი წმენდის შემთხვევაში, თქვენს მაგიდას დიდი ხნით შეუნარჩუნებთ სისუფთავესა და სილამაზეს.