Uncategorized

გრილის მოვლის მეთოდი

    შეიძლება, ფიქრობდეთ, რა აზრი აქვს გრილის გაწმენდას ყოველ ჯერზე, თუმცა, მისი წმენდა ნამდვილად ყოველი გამოყენების შემდეგ აუცილებელია და ამაში შემდეგი ფაქტები დაგარწმუნებთ:

    საკვებით მოწამვლის ერთ-ერთი მიზეზი გაუწმენდავი ან არასწორად გაწმენდილი გრილია.

    დარჩენილმა ნადებმა გაცხელებისას შეიძლება გამოიწვიოს საკვების დაბინძურება.

    ასე რომ, გრილის წმენდით თქვენ იცავთ თქვენი და თქვენი გარშემომყოფების ჯანმრთელობას.

    სანამ უშუალოდ წმენდის მეთოდზე გადავიდოდეთ, ორ რჩევას გაგიზიარებთ:

    ყოველთვის დახურეთ გრილის თავსახური, რათა დაიცვათ მწერებისგან.

    თუ ზამთარში გრილს არ იყენებთ, პირველი გამოყენებისას აუცილებლად გაწმინდეთ თავიდან.

    რაც შეეხება წმენდის მეთოდს, პირველ რიგში, იმას აღვნიშნავთ, რომ თბილი გრილის გაწმენდა უფრო მარტივია, ვიდრე ცივის, რადგან სითბო ხელს უწყობს გრილზე ჩამჯდარი საკვები ნარჩენების მოცილებას. თუმცა, თუ ქვანახშირის გრილს ხმარობთ, სანამ გაწმენდთ, აცადეთ გაცივება და მოაშორეთ ფერფლი.

    წმენდისას მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:

    გრილის ბადე გაწმინდეთ მყარი მავთულის ჯაგრისით.

    ჯაგრისით გაწმენდის შემდეგ, ძველი ტილოთი ან ნაჭრით ბადეს თხლად წაუსვით მცენარეული ზეთი.

    გრილის შიდა ნაწილი (ჯამი) გარეცხეთ სარეცხი სითხით, ფოლადის ჯაგრისის გამოყენებით.

    კარგად შეამოწმეთ, ხომ არ დარჩა სადმე ჯაგრისის ღერი.

    ასევე, გრილის ზედაპირის გასაწმენდად ძალიან კარგი საშუალებაა თეთრი ძმარი. თეთრი ძმარი შეურიეთ წყალს 50/50-ზე და ჯაგრისის მეშვეობით გაწმინდეთ ამ ნაზავით ზედაპირი…

    სეზონის ბოლოს კი, გარეცხეთ მთელი გრილი საპნიანი წყლით და კარგად გაამშრალეთ, რათა თავიდან აიცილოთ ჟანგის გაჩენა. თუ გრილს გარეთ ტოვებთ, აუცილებლად გადააფარეთ, რომ დაიცვათ წვიმისა და მტვრისგან. ასე გრილს დიდი ხნის განმავლობაში, კარგ მდგომარეობაში შეინარჩუნებთ.