Uncategorized

გინესის რეკორდები დასუფთავებაში

    სისუფთავეს ბევრი სიკეთე მოაქვს და მათ შორის, შეიძლება გინესის რეკორდებში მოხვედრაც კი იყოს! ამ ბლოგში სწორედ დასუფთავებასთან დაკავშირებულ გინესის რეკორდებზე მოგიყვებით.

    1.ყველაზე მეტი მანქანის გარეცხვა – 2024 წლის 9 მარტს, განაში, ფელისიტი ასანტევამ, 8 საათის განმავლობაში, 60 მანქანა გარეცხა და გინესის რეკორდებში მოხვდა.

    2.ადამიანთა ყველაზე დიდი რაოდენობა, ვინც ერთდროულად წმენდდა ბოტასებს/კედებს – ეს მოხდა დიდ ბრიტანეთში და ღონისძიებაში მონაწილეობდა 325 ადამიანი. მოგვიანებით, ყველა ეს ფეხსაცმელი Shoe Aid UK საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაეცა.

    3.მონაწილეთა ყველაზე დიდი რიცხვი, ვინც წყალქვეშა დასუფთავებაში მონაწილეობდა – პორტუგალიაში, 597-მა ადამიანმა დაასუფთავა წყალქვეშა სივრცე, საიდანაც 3 ტონაზე მეტი ნაგავი ამოიტანეს.

    4.მტვერსასრუტით უსწრაფესი წმენდა – ეს რეკორდი დამყარდა 2023 წლის 29 ივნისს, ტოკიოში, „დაისონის“ ახალი მტვერსასრუტის წარდგენისას. კენ ოტაკემ 50-მეტრიანი მონაკვეთი მტვერსასრუტით 22.31 წამში დაასუფთავა.

    5.დასუფთავების სპეციალისტების ყველაზე დიდი რაოდენობა, რომელიც ერთ სახლს ალაგებდა – საუდის არაბეთში, ერ-რიადში, სასახლე ერთდროულად 2030-მა ადამიანმა დაალაგა.

    6.მდინარის დასუფთავება – ინდოეთში ყველაზე მეტმა, 300-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მდინარის დასუფთავებაში.

    7.ყველაზე სწრაფად ყველაზე მეტი ბოთლის შეგროვება – ინდოეთში, ხელახალი გადამუშავებისთვის, 12 საათის განმავლობაში, 7973860 კგ. პლასტიკური ბოთლი შეგროვდა.

    8.“კერხერმა“ მიიღო გინესის რეკორდსმენის ტიტული, როგორც მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადმა მაღალი წნევის სარეცხი აპარატების ბრენდმა.

    9.ფანჯრების უსწრაფესი წმენდა – 33 წლის ბრიტანელმა ალისია ბაროუზმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა ფანჯრების წმენდაში. მან ოფისის 3 ფანჯარა 16.13 წამში გაწმინდა.

    10.ქუჩების მასშტაბური დაგვა – ინდოეთში ყველაზე მეტმა, 15 000-მა ადამიანმა დაგავა ქუჩები ერთდროულად და ამით გინესის რეკორდი დაამყარა.