Uncategorized

დასუფთავებასთან დაკავშირებული მითები

    საზოგადოებაში არსებობს გავრცელებული წარმოდგენები, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამება და ხშირად, მათი გავლენით, ადამიანები შეცდომებს უშვებენ. ამ ბლოგში სწორედ დასუფთავებასთან დაკავშირებულ მითებზე მოგიყვებით:

ფანჯრების წმენდა მზიან ამინდში უკეთესია…

მზე ძალიან სწრაფად აშრობს საწმენდ საშუალებას და ხშირად ლაქები და ზოლები რჩება. 

ბევრი ქაფი იდეალურ წმენდას უდრის…

სინამდვილეში ქაფი ვიზუალური ეფექტია და ბევრი ხარისხიანი საწმენდი საშუალება დაბალქაფიანია.

ძმარი საუკეთესო საშუალებაა დეზინფექციისთვის…

ძმარი ხშირად მართლაც ეფექტურია, მაგრამ არა ყოველთვის. მაგალითად, მისი გამოყენება არ შეიძლება მარმარილოს და ბუნებრივი ქვების წმენდისას.

მეტი სარეცხი ფხვნილი მეტ სისუფთავეს უდრის…

რეალურად, ის ნარჩენებს ტოვებს და ტანსაცმელი უფრო სწრაფად ბინძურდება.

სხვადასხვა საწმენდის შერევით უკეთ ვასუფთავებთ…

ზოგიერთი საწმენდის შერევა ტოქსიკურ აირებს წარმოქმნის და საშიშია.

ჯერ სადეზინფექციო საშუალება, მერე წმენდა…

ეფექტური დეზინფექციისთვის ჯერ უნდა გადავწმინდოთ ზედაპირი და შემდეგ გამოვიყენოთ სადეზინფექციო საშუალება. 

რაც უფრო ძლიერი სუნი აქვს, მით უკეთ წმენდს…

ეფექტურობა დამოკიდებულია აქტიურ ინგრედიენტებზე და არა სუნზე. ზოგ პროფესიონალურ საწმენდს საერთოდ არ აქვს სუნი და ძალიან ძლიერია.

რაც მეტი რაოდენობით გამოვიყენებ, მით უკეთ დაასუფთავებს…

ზედმეტი რაოდენობა არ ზრდის ეფექტს, ტოვებს ნარჩენს და შეიძლება, დააზიანოს კიდეც ზედაპირი.

ეკო-საშუალებები ყოველთვის უსაფრთხოა.

ბუნებრივი არ ნიშნავს უვნებელს. მაგალითად, ეთერზეთებმა შეიძლება ალერგია გამოიწვიოს.