Uncategorized

როგორ შევიმუშავოთ დასუფთავების განრიგი

    სუფთა და დალაგებულ სახლში ყოფნა კარგი შეგრძნებაა, თუმცა, დატვირთული სამუშაოს პირობებში, ხშირად საკმაოდ რთულია ისეთი დასუფთავების რუტინის შენარჩუნება, რომ სახლი მუდამ მოწესრიგებული გვქონდეს. სწორედ ამისთვის გვადგება დასუფთავების განრიგი, რომელიც დღეების, კვირების, თვეების და სეზონების მიხედვით იყოფა.

    ამ განრიგის დახმარებით, აღარ მოგიწევთ იმაზე ფიქრი, საიდან დაიწყოთ და არც მნიშვნელოვანი დეტალები გამოგეპარებათ. მიუხედავად იმისა, რომ წელიწადში ერთხელ გენერალური დასუფთავება ერთგვარი ტრადიციაა, გრძელვადიანი მიდგომისთვის აქ მოცემული განრიგები გიჩვენებთ, რა უნდა გააკეთოთ და როდის.     

   დავიწყოთ ყოველდღიური განრიგით.

   ყოველდღიური დასუფთავებისთვის ნახევარი საათიც საკმარისია. ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიაქციოთ იატაკებსა და ზედაპირებს, განსაკუთრებით სამზარეულოს ზედაპირებს, რადგან თუ ისინი ყოველდღიურად არ გაიწმინდება, შეიძლება ბაქტერიების გამრავლების და გავრცელების წყარო გახდეს.

    ყოველდღიური განრიგი:

საწოლის გასწორება

ჭურჭლის გარეცხვა

ტანსაცმლის თავის ადგილზე დალაგება

იატაკის დაგვა/დამტვერსასრუტება

სააბაზანოს ზედაპირების გაწმენდა

სამზარეულოს ზედაპირების გაწმენდა

ხშირი შეხების ზედაპირების დეზინფექცია

    ყოველდღიური დასუფთავების მსგავსად, ყოველკვირეული დალაგებაც ხელს უწყობს მტვრის, ჭუჭყის, შინაური ცხოველების ბეწვისა და ზოგადად, უწესრიგობის კონტროლს. აქ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხშირი მოძრაობის ზონებსა და ოთახებს.

    ყოველკვირეული განრიგი:

ტუალეტის, აბაზანის, საშხაპეს და ნიჟარის გაწმენდა

ავეჯის, დეკორატიული ნივთების, სანათების გაწმენდა

რბილი ავეჯის გაწმენდა

ჭერის ჩამოწმენდა

სარკეების გაწმენდა

თეთრეულის გამოცვლა და გარეცხვა

სამზარეულოს ზედაპირების, ნიჟარის, გამწოვის, მაცივრის და კარადების გაწმენდა

ღუმელის და მიკროტალღური ღუმელის გაწმენდა

ფანჯრების გაწმენდა

    ყოველთვიური დასუფთავებისას კი ყურადღება ისეთ ადგილებს უნდა მივაქციოთ, რომელთა მოვლაც, რუტინის არქონის შემთხვევაში, გაცილებით შრომატევადი გახდება.

    ყოველთვიური განრიგი:

აბაზანისა და სახშაპის გარშემო ზედაპირების წმენდა

თაროების მტვრისგან გაწმენდა

იატაკების და პლინტუსების დასუფთავება

გამწოვის ფილტრების გარეცხვა

კედლების წმენდა

ნაგვის ურნის გარეცხვა

კარებისა და კარის ჩარჩოების გაწმენდა

ჩამრთველების გაწმენდა

    თუ დასუფთავებაში დახმარება დაგჭირდებათ, ყოველთვის შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ!