Uncategorized

რატომაა აუცილებელი ელექტრონული მოწყობილობების წმენდა?

    ბოლოს როდის გაწმინდეთ თქვენი ლეპტოპი ან ტელეფონი?

    ბევრ ადამიანს მათი საფუძვლიანი წმენდა ეშინია, რათა მოწყობილობა არ დააზიანოს. არადა, ელექტრონული მოწყობილობები ერთ-ერთი ყველაზე ბინძური ნივთებია, სადაც უამრავი ბაქტერია გროვდება. სწორედ ამიტომ, ამ ბლოგში მათ შესახებ მოგიყვებით.

    რა უნდა ვიცოდეთ ელექტრონულ მოწყობილობებზე?            

    მათზე შეიძლება დაგროვდეს მიკრობები და ვირუსები და ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენა იქონიოს.

    მათზე შეიძლება დაგროვდეს 10-ჯერ მეტი ბაქტერია, ვიდრე უნიტაზის ზედაპირზე.

    CDC-ის (დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი) მონაცემებით, ტელეფონებიდან და კლავიატურიდან შესაძლოა სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკური ინფექციების გადადება.

    ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ნათელია, რატომაა აუცილებელი ელექტრონული მოწყობილობების რეგულარული წმენდა.

    როგორ გავწმინდოთ ლეპტოპის კლავიატურა?

    პირველ რიგში, გამორთეთ მოწყობილობა. ოდნავ დაატენიანეთ მიკროფიბრის ტილო და საფუძვლიანად გაწმინდეთ, რათა ღილაკებს შორის დაგროვილი ჭუჭყი კარგად ამოვიდეს. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ რბილი ჯაგრისი, რომელიც მტვერს და ჭუჭყს უფრო მარტივად აშორებს.

    რაც შეეხება მობილურ ტელეფონს, ესაა მოწყობილობა, რომელიც ყოველთვის თან გაქვთ და ყველაზე ხშირად ეხებით, ამიტომ, ის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური ნივთია, რომელიც კვირაში რამდენჯერმე წმენდას საჭიროებს…

    გამორთეთ ტელეფონი და გაწმინდეთ მშრალი მიკროფიბრის ნაჭრით. თუ რჩება ლაქები, ოდნავ დაასველეთ ნაჭერი და ისე გაწმინდეთ. დღესდღეობით, მობილურების დიდი ნაწილი წყალგამძლეა, თუმცა, მაინც ყურადღებით იყავით, რომ წყალი შიგნით არ ჩავიდეს… როცა გაწმენდთ, დატოვეთ ჰაერზე 5 წუთით და შემდეგ ჩართეთ.

    გახსოვდეთ, ელექტრონული მოწყობილობების წმენდით, პირველ რიგში, თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავთ!