Uncategorized

როგორ მოვაშოროთ შოკოლადის ლაქები?

    შოკოლადის ლაქები ხშირია ტანსაცმელსა და რბილ ავეჯზე. თუმცა, სანამ მისი მოშორების მეთოდზე გადავიდოდეთ, ჯერ ის განვმარტოთ, სხვადასხვა ტიპის შოკოლადის შემადგენლობამ რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ლაქების წმენდაზე…

    რძიანი შოკოლადი შეიცავს კაკაოს სიროფს, რძის ფხვნილებს, ცხიმსა და შაქარს. ზეთის შემცველობის გამო, ცხიმი ლაქების გამძლეობას ზრდის.

    შავი შოკოლადი შეიცავს დიდი რაოდენობით კაკაოს სიროფს (ჩვეულებრივ, 70%-ზე მეტს) და ნაკლებ ცხიმს. მისი მუქი ფერი კი ლაქების მოშორებას უფრო რთულს ხდის.

    თეთრი შოკოლადი არ ტოვებს მუქ ლაქებს, მაგრამ ცხიმის ყველაზე მაღალი შემცველობა აქვს და ამიტომ, მის ამოსაყვანად საჭიროა საშუალება, რომელიც ზეთს აშორებს.

    ამ სხვადასხვა ტიპის განმარტება კარგი გზამკვლევია ლაქის მოშორების მეთოდის განსაზღვრისთვის.

    ზოგადად, შოკოლადის ლაქები ყველაზე კარგად იწმინდება ცივ წყალში. თუმცა, შემდეგ, ლაქის ზეთოვანი ნაწილი თბილი წყლით უნდა მოშორდეს.

    საუკეთესო ვარიანტია, შოკოლადის ლაქა დაუყოვნებლივ ამოწმინდოთ ღრუბლით ან ქაღალდის ხელსახოცით. მაგრამ თუ ლაქას მაშინვე ვერ აშორებთ, გამოიყენეთ სპეციალური საწმენდი ხსნარი. როდესაც მაქსიმალურად მოაშორებთ მუქ ლაქას, გამოიყენეთ ცხელი წყალი და საპონი ლაქის ბოლომდე ამოსაყვანად.

    შეგიძლიათ მიმართოთ ბუნებრივ საშუალებებსაც:

ლაქა დაალბეთ თეთრი ძმრით.

შემდეგ მოწმინდეთ ქაღალდის ხელსახოცით.

გარეცხეთ თბილ წყალში.

თეთრი ძმრის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სოდა და წყალი.

    თუმცა, უნდა ავღნიშნოთ, რომ ამ შემთხვევაში ქიმიური საშუალებები უფრო ეფექტურია, ვიდრე ბუნებრივი.