Uncategorized

რატომაა მნიშვნელოვანი ახალ წლამდე სახლის გენერალური დასუფთავება?

    ბევრ ქართულ ოჯახში მყარად დამკვიდრებული ტრადიციაა ახალ წლამდე სახლის გენერალური დასუფთავება, რაც ყველა კუთხე-კუნჭულის წმენდას მოიცავს. ეს ტრადიცია მხოლოდ საქართველოში არ გვხვდება და ბევრ კულტურაშია გავრცელებული.

    მაგალითად, იაპონიაში მას ოსოჯი ეწოდება და დალაგებაში ოჯახის ყველა წევრი მონაწილეობს. ჩინეთშიც გენერალურ დასუფთავებას ატარებენ და ახალი წლისთვის მონდომებით ემზადებიან. დასუფთავების ტრადიციები გვხვდება თანამედროვე, დასავლურ ქვეყნებშიც და უძველეს კულტურებშიც. მიზანი კი ყველგან ერთია:

    ადამიანებს სწამთ, რომ დასუფთავებას ღრმა, სულიერი მნიშვნელობა აქვს. გენერალური დასუფთავებით სახლი ძველი და ნეგატიური ენერგიისგან იწმინდება და სივრცეს ახალ ენერგიას უთავისუფლებს.

    ახალი წელი ისედაც განახლებასთან ასოცირდება. ამიტომ, ბევრს აქვს განცდა, რომ სახლის დასუფთავებით წინა წლის ნეგატიურ მოვლენებს, უიღბლობას, წარუმატებლობას ძველ წელში დატოვებს და ახალ წელს სუფთა და განახლებული ენერგიით შეხვდება.

    ეს მიდგომა სულაც არ გახლავთ სუბიექტური განცდა თუ ცრურწმენა, რადგან სულიერ სწავლებებში საცხოვრებელი სივრცის დასუფთავებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ნეგატივისგან წმენდის რიტუალებიც ფიზიკურ წმენდას მოიცავს.

    გარდა ამისა, კვლევებით დამტკიცებული ფაქტია, რომ დასუფთავება დადებით ზეგავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, რადგან ამცირებს ალერგიების, ასთმის თუ სხვა დაავადებების რისკს. ასევე, პოზიტიურად მოქმედებს მენტალურ ჯანმრთელობასა და სტრესის შემცირებაზე.

    აქედან გამომდინარე, რადგან ახალი წელი გვიახლოვდება, კარგი იქნება, თუ სათანადოდ მოემზადებით და ამ რჩევებს გაითვალისწინებთ:

გადაყარეთ ძველი, გამოუსადეგარი ან გაბზარული ნივთები

გადაყარეთ ძველი, დახეული ტანსაცმელი, რომელსაც აღარ იყენებთ

ჩაატარეთ სახლის გენერალური დასუფთავება

გარეცხეთ და გაწმინდეთ ნივთები, რომლებსაც ძალიან იშვიათად წმენდთ

    ხოლო თუ გენერალურ დასუთავებას ვერ ასწრებთ, შეგიძლიათ, ჩვენი იმედით გქონდეთ.