რამდენ ხანში ერთხელ უნდა გავწმინდოთ საშხაპე კაბინა?
სააბაზანოს დასუფთავებისას ზოგჯერ სახშაპე კაბინის წმენდა გვავიწყდება ხოლმე, თუმცა, მისი რეგულარული დასუფთავება აუცილებელია. გარდა იმისა, რომ ჭუჭყიანი კაბინა უსიამოვნო შესახედია, მასზე შეიძლება სოკოს კერებიც გაჩნდეს და სახიფათო იყოს, განსაკუთრებით ალერგიის მქონე ადამიანებისთვის. მასთან კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების პრობლემები, ან გააუარესოს უკვე არსებული დაავადებები, მაგალითად, ასთმა.
პირველი ნაბიჯი წმენდის გრაფიკის შემუშავებაა. კარგი იქნება, თუ დასუფთავების რუტინაში დაამკვიდრებ ყოველდღიურ წმენდას და საფუძვლიან, ღრმა წმენდას. ყოველდღიური, ზედაპირული წმენდა შეიძლება მომაბეზრებელ საქმიანობად მოგეჩვენოს, თუმცა, რამდენიმე დღის გაუწმენდავ სახშაპე კაბინაზე უკვე ბაქტერიები და ჭუჭყი იწყებს დაგროვებას.
გიზიარებთ რამდენიმე რჩევას ყოველდღიური წმენდისთვის:
შხაპის მიღების შემდეგ დატოვე კაბინის კარი ღია და ჩართე ვენტილატორი, რათა იქაურობა გამოშრეს და არ დაინესტოს.
გაწმინე კაბინა შიგნიდან რბილი ნაჭრით.
სამ დღეში ერთხელ კაბინა გაწმინდე საწმენდი ხსნარით. მოერიდე ძლიერ ქიმიკატებს, რომლებიც მავნე ტოქსინებს შეიცავს, რადგან ისინი შეიძლება ზედაპირზე დაგროვდეს და შემდეგ ორგანიზმში მოხვდეს.
რაც შეეხება ღრმა წმენდას, კარგი იქნება, თუ მას კვირაში ერთხელ მიმართავ, ან ათ დღეში ერთხელ მაინც. თუნდაც კაბინის მინაზე ნადები არ იყოს, ღრმა წმენდა მაინც დაამკვიდრე რუტინაში.
სახშაპე კაბინის ღრმა წმენდისთვის გამოიყენე შესაბამისი საწმენდი ხსნარი, რომელიც ნადებს არბილებს და ადვილად აშორებს.
მინაზე ლაქების მოსაშორებლად კარგი საშუალებაა თეთრი ძმრისა და სოდის ნაზავიც. შეურიე ერთმანეთს ეს ორი ბუნებრივი საშუალება. შემდეგ დაატენიანე მიკროფიბრის ნაჭერი და ამ ნაჭრით სოდისა და ძმრის ნაზავი გადაუსვი ლაქებს. გაწმინდე ნელა. ლაქები აუცილებლად გაქრება.
ამ გზით შეძლებ, სახშაპე კაბინა მუდამ სუფთად და ახალივით გამოიყურებოდეს და რაც ყველაზე მთავარია, დაავადებების გავრცელების რისკი შეამცირო.