კლასგარეშე საკითხავი

10 საინტერესო და უცნაური ფაქტი დასუფთავებაზე

    ამ ბლოგში სისუფთავესა და დასუფთავებასთან დაკავშირებულ საინტერესო და უცნაურ ფაქტებზე მოგიყვებით. ზოგიერთი მათგანი შეიძლება იცოდეთ კიდეც, თუმცა, უმეტესობა თქვენთვის დიდი სიურპრიზი იქნება…

1.NASA გაშვებამდე კოსმოსურ ხომალდებს სტერილიზაციას უკეთებს, რათა დედამიწის მიკრობებმა სხვა პლანეტები არ დააინფიცირონ.

2.ზოგიერთი სახეობის ჭიანჭველას კოლონიაში ჰყავთ „დამლაგებელი ჭიანჭველები“, რომელთა მოვალებაც ნარჩენებისა და მკვდარი ჭიანჭველების გატანაა, რათა კოლონია დაავადებებისგან დაიცვან.

3.ძველ ეგვიპტელებს გარდაცვლილებისთვის სისუფთავის რიტუალები ჰქონდათ. მათ სწამდათ, რომ სუფთა სხეული და სახლი სულს სხვა სამყაროში გადასვლაში ეხმარებოდა. ამიტომ, მონდომებით ასუფთავებდნენ სახლს და მიცვალებულსაც საფლავში ცხოველის ქონითა და ნაცრით დამზადებულ, საპნის მსგავს ნაზავს ატანდნენ.

4.ძაღლებს ფარული ობის პოვნა შეუძლიათ. ამიტომ, ხანდახან პროფესიონალი დასუფთავების სპეციალისტები იყენებენ სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებს, რომლებიც შენობებში დამალულ ობს ყნოსვით პოულობენ.

5.შუა საუკუნეებში სჯეროდათ, რომ ბანაობა საშიში იყო. ევროპელების დიდი ნაწილი თვლიდა, რომ რადგან ცხელი წყალი ფორებს ხსნიდა, დაავადებასაც უშვებდა სხეულში. ამიტომ, ბანაობას სუნამოების ან ძმრით დანამული ტილოს გამოყენებას ამჯობინებდნენ.

6.მიუხედავად იმისა, რომ ტარაკნებს საზიზღარი შესახედაობა აქვთ, ისინი ძალიან სუფთები არიან. ტარაკნები ყოველი ჭამის შემდეგ ისუფთავებენ თავს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სუნს ვერ გრძნობენ და ვერც საკვებს პოულობენ.

7.უკვე ათასწლეულებია, ადამიანები ძმარს ბუნებრივ საწმენდ საშუალებად იყენებენ. ძმარი ძალიან კარგია ცხიმის მოსაშორებლად და დეზინფექციისთვის. ამიტომ, ის დღემდე ეფექტურად გამოიყენება სახლის დასუფთავებაში.

8.ძველ იაპონიაში არსებობდა სახლის წმენდის რიტუალი, რომელიც ახალი წლის წინ ტარდებოდა. იაპონელები გულმოდგინედ ასუფთავებდნენ მთლიან სახლს, რათა ნეგატიური ენერგია და უიღბლობა ძველ წელში დაეტოვებინათ.

9.სახლში ყველაზე ბინძური ადგილი არა უნიტაზი, არამედ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელია! კვლევებმა აჩვენა, რომ მასზე შეიძლება უნიტაზის საფარზე გაცილებით მეტი ბაქტერია იყოს!

10.შუა საუკუნეებში სარკეს ღვინით წმენდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ღვინო სარკეს „მავნე სულებს“ აშორებდა.