Uncategorized

სისუფთავის გავლენა ჯანმრთელობაზე

    დასუფთავება მხოლოდ სუფთა და სასიამოვნო გარემოს შექმნას არ ნიშნავს. მას ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაში დიდი როლი აქვს და ამიტომ, აუცილებელია, რუტინად ვაქციოთ. ქვემოთ გთავაზობთ ფაქტებს, რომელიც დასუფთავების მნიშვნელობას სხვა თვალით დაგანახებთ.

რეგულარული დასუფთავება ამცირებს ალერგიებს:

მტვერი, შინაური ცხოველების ბეწვი, ობი – ესაა გავრცელებული ალერგენები, რომელთა მინიმუმამდე დაყვანაც ხშირი წმენდის მეშვეობით შეგიძლიათ.

სუფთა გარემო აუმჯობესებს მენტალურ ჯანმრთელობას:

არეულობა და ქაოსური გარემო სტრესისა და შფოთვის დონეს ზრდის, ხოლო მოწესრიგებული სივრცე სიმშვიდეს და რელაქსაციას უწყობს ხელს.

დასუფთავება ფიზიკურ აქტივობას მოიცავს:

მტვერსასრუტით დასუფთავება, იატაკის წმენდა, ხეხვის პროცესი თავისთავად გულისხმობს ფიზიკურ აქტივობას და კალორიების დაწვაში გვეხმარება.

დეზინფექცია თავიდან გვაცილებს ავადობას:

ბაქტერიები და მიკრობები ხშირად გროვდება ზედაპირებზე, აბაზანაში თუ ჭურჭლის სარეცხ ღრუბელზე. მათი განადგურება კი დაავადების გავრცელების რისკს ამცირებს. 

ყველაზე ბინძური ადგილები სახლში:

ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი – მის გამოცვლას კვირაში ერთხელ გირჩევთ. კბილის ჯაგრისი – გამოცვალეთ თვეში ერთხელ. უნიტაზის ზედაპირი – კარგი იქნება თუ მას პერიოდულად დეზინფექციას ჩაუტარებთ. ასევე, აუცილებლად იზრუნეთ პულტის, მობილურის, ლეპტოპის და დენის ჩამრთველების სისუფთავეზე, რადგან მათზე დიდი რაოდენობით ბაქტერია გროვდება.

სუფთა სახლში ჰაერის ხარისხი უკეთესია:

მტვერი და სიბინძურე ჰაერის ხარისხზეც მოქმედებს. რეგულარული დასუფთავებისას კი ჰაერიც უფრო სუფთაა.

    იმედია, ეს რჩევები გამოგადგებათ და თქვენს დასუფთავების რუტინაში გაითვალისწინებთ. გახსოვდეთ: სისუფთავეზე ზრუნვა ჯანმრთელობაზე ზრუნვასაც ნიშნავს!