კატების უჩინარი ძალა
 
								ვისაც კატა გყავთ, შემჩნეული გექნებათ, რომ ხანდახან იდუმალი თვალებითა და ღიმილით იყურება ხოლმე. კატა მისტიკური ცხოველია და სინამდვილეში, ბევრად მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით წარმოგვიდგენია…
კატები ხშირად არიან აღქმულნი, როგორც დაწყევლილი ან ეგოისტი არსებები.
ქრისტიანულ კულტურაში ზოგჯერ კატა ასოცირდებოდა დემონურ ენერგიასთან. ასევე, ისეთ ქალთან, რომელიც არ ემორჩილებოდა გავრცელებულ წარმოდგენებს ქალის ზნეობრიობისა და მოკრძალებულობის შესახებ. კატები ადვილად ხდებოდნენ ჯადოქრების მეგობარი ცხოველები, რადგან ითვლებოდა, რომ მათ შეეძლოთ ბავშვის სუნთქვის და გარდაცვლილთა სულების მოპარვა.
ბუდისტურ ფოლკლორში, ვირთხა, რომელიც გაგზავნილ იქნა წამლის მისატანად მომაკვდავ ბუდასთან, თავის მისიას ვერ ასრულებს, რადგან გზაში მას კატა კლავს და ჭამს…
ძველად გავრცელებული ასეთი წარმოდგენების მიუხედავად, კატა დამცველის და ზოგჯერ მკურნალის ფუნქციას ასრულებს და გვეხმარება, კავშირი გვქონდეს სულიერ სამყაროსთან. სივრცითი თვითორიენტაციის ზუსტი შეგრძნებით, გვასწავლის, როგორ ვიყოთ აქ და ახლა.
ბუდისტურ მონასტრებში კატები მიღებული და სასურველი ცხოველები არიან, არამარტო იმიტომ, რომ ისინი თაგვებისგან იცავენ წმინდა ტექსტებს, არამედ იმიტომაც, რომ კატები ითვლებიან კარგ თანამგზავრებად, რომლებიც ბუდისტი ბერების მშვიდ და მოწესრიგებულ ყოფას იზიარებენ.
იაპონურ კულტურაში კატა მანეკი-ნეკო იღბლისა და კეთილდღეობის მომტანად ითვლება…
ეზოთერიკაში კატა მიიჩნევა სახლის მფარველ სულად, რომელიც სივრცეს უბედურებისგან იცავს, შთანთქავს ნეგატიურ ენერგიას და ზოგჯერ -ავადმყოფობასაც. ეს განსაკუთრებით ეხებათ შავ კატებს, რომლებსაც ადამიანები ხშირად ერიდებიან. არადა, ითვლება, რომ რაც უფრო მუქი ფერის ბეწვი აქვს კატას, მით უფრო დიდ დამცველობით ძალას ფლობს და თავისი მეპატრონისთვის მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია.


