Uncategorized

დასუფთავების გზამკვლევი

    ხანდახან, სანამ სახლის დალაგებას შევუდგებით, არ ვიცით ხოლმე, საიდან დავიწყოთ. ამიტომ, გთავაზობთ მარტივ გზამკვლევს, რომელიც დასუფთავების დაგეგმვაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ, ეს გზამკვლელი შეინახოთ და როცა დაგჭირდებათ, დაუბრუნდეთ…

    სად რა უნდა გავწმინდოთ?

    საერთო ოთახი და საძინებელი:

ფანჯრები

ჭერი

იატაკი

კედლები

კარადები

ავეჯი

კარი

ჭაღი

    სამზარეულო:

ნიჟარა

გაზქურა

სამზარეულოს მაგიდა

კარადები

მაცივარი

ღუმელი

მიკროტალღური ღუმელი

    აბაზანა:

ონკანი

ტუალეტი

სარკე

აბაზანა

იატაკი

კედლები

    რა თქმა უნდა, თქვენი საცხოვრებლის მიხედვით, შეიძლება, იყოს სხვა ადგილებიც, თუმცა, აქ ჩამოთვლილი სია ძირითადად მათ შემთხვევაშიც გამოგადგებათ. მაგალითად, თუ გაქვთ სასადილო ოთახი, მისი სია თითქმის ისეთივე იქნება, როგორიც საერთო ოთახის.

   ახლა კი, გადავიდეთ საწმენდ საშუალებებზე… ზოგჯერ, პროდუქტების საყიდლად წასულებს, რომელიმე მათგანი გამოგვრჩება ხოლმე. ამიტომ, ჩვენ მოგიმზადეთ ყველაზე მნიშვნელოვანი საწმენდი საშუალებების და ნივთების სიაც, რომელიც დალაგებისას უნდა გქონდეთ.

    აქ არ ჩამოვთვლით ხანგრძლივი გამოყენების ნივთებს, როგორიცაა, მაგალითად: მტვერსასრუტი, ცოცხი, უნიტაზის სახეხი და ა.შ. ისეთ საშუალებებს მივუთითებთ, რომელთა ყიდვაც პერიოდულად სულ გჭირდებათ.

მინის საწმენდი სითხე

საპირფარეშოს საწმენდი სითხე

მტვრის საწმენდი სპრეი

იატაკის საწმენდი სითხე

სარეცხი ღრუბლები

მტვრის საწმენდი ტილო

იატაკის საწმენდი ტილო

მიკროფიბრის ნაჭერი

სახეხი ღრუბელი

რეზინის ხელთათმანები

    თუ პროფესიონალური დალაგება დაგჭირდებათ, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ.