გახდი ჩვენი თანამშრომელი
თანხის აღება შესაძლებელია თითოეული შესრულებული სამუშაოს(შეკვეთის) შემდეგ
გახდი ჩვენი თანამშრომელი
ჩვენ ვართ 20 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია პროფესიონალური დასუფთავების სფეროში, რომელიც ეწევა ბინების, კერძო სახლების, ოფისების და აშ. პროფესიონალურ დასუფთავებას. ჩვენი პრიორიტეტია: მომსახურების ხარისხი, სამუშაოს მოკლე დროში შესრულება. სისუფთავის სიყვარული ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ენერგიაა.
- თქვენზე მორგებული მომსახურება
- შეკვეთის ორგანიზება და მართვა
- შეგიძლიათ მიიღოთ დასუფთავების ყველა სახის მომსახურება
- გასაღების ჩაბარება - დასუფთავება
- შესაძლებელია დასუფთავება თქვენი თანდასწრების გარეშეც განხორციელდეს
- მრავალწლიანი გამოცდილება
- 20 წელი ბაზარზე
- 33048 შესრულებული ერთჯერადი სამუშაო
- მომხმარებელი
- საუკეთესო შემსრულებლები
- თანამშრომლები მრავალწლიანი გამოცდილებით
- საკუთარი სასწავლო ცენტრი
- წახალისების საბონუსე სისტემა
- თანამშრომლების დაზღვევა
- შრომის უსაფრთხოების გამართული სისტემა
- მომსახურების მონიტორინგის უახლესი სისტემა და პროგრამული უზრუნველყოფა
როგორ ვმუშაობთ
- ჩვენი სამუშაოს მთავარი მიზანია ხარისხიანი მომსახურება და სერვისით სარგებლობის მოხერხებულობა. ჩვენი კომპანიის ყველა სამსახური მუშაობს იმაზე, რომ შევინარჩუნოთ აღნიშნული მიზანი და გავაუმჯობესოთ შედეგები
- რეგულარულად ვამოწმებთ თითოეული გაწეული მომსახურების ხარისხის საშუალო მაჩვენებელს
- მუდმივად იხვეწება და ახლდება სასწავლო მასალები დალაგების სტანდარტებზე ჩვენი თანამშრომლებისთვის
- ჩვენს სპეციალისტებს დასუფთავების სფეროში დასაქმებულთა შორის ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვთ
- დეფექტებს აღმოვფხვრით უფასოდ, ან ვანაზღაურებთ.
- კომპანიაში ყველა პროცესი ავტომატიზებულია, რაც იძლევა სწრაფი და ეფექტური მუშაობის საშუალებას.
კომპანიაში თანამშრომლის დაქირავების ეტაპები
ვენ ვამაყობთ თითოეული ჩვენი სპეციალისტით, რადგან კომპანია დიდ ინვესტიციას დებს მათი უნარების განვითარებაში.
აი, რა გზას გადის ჩვენი თითოეული თანამშრომელი, პირველ დავალებაზე გასვლამდე:

თავდაპირველი სწავლება
თავდაპირველად ვამზადებთ როგორც თეორიულად ისე პრაქტიკულად

გამოსაცდელი შეკვეთები
ვაძლევთ საცდელ დავალებებს გამოცდილ სპეციალისტთან ერთად.
აპოლონ გოლეთიანი
„სუფთა სამყარო“-ს დამფუძნებელი
დასუფთავების კომპანიის შექმნის იდეა გამიჩნდა 20 წლის წინ, როცა ქვეყანამ განვითარება დაიწყო სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა არ არსებობდა დასუფთავების არავითარი სტანდარტი და არც არავინ მუშაობდა ამის შესაცვლელად. გადავწყვიტე, შემომეტანა ხარისხიანი დასუფთავების კულტურა და დასუფთავება მექცია პროფესიად, რომელიც იქნებოდა მომსახურების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი, თითოეული თანამშრომელი კი – რეალიზებული და დაფასებული.
დღემდე შთამაგონებს იმ გარემოს შექმნა, სადაც თანამშრომლები იღებენ ალგორითმიზებულ, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებულ სწავლებას, ხდებიან საკუთარი საქმის ნამდვილი ოსტატები და გამოიმუშავებენ ღირსეულ ანაზღაურებას, რაც უპირობოდ აისახება მათ მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე.
ჩვენს ძირითად ფასეულობებს წარმოადგენს სისუფთავე, სანდოობა და გამჭვირვალობა. ჩვენმა მომხმარებლებმა იციან, რომ მათი ბინები თუ ოფისები 100%-ით სანდო ხელში ხვდება – ვმუშაობთ უახლესი, საერთაშორისო სტანდარტების ტექნიკითა და ინვენტარით, პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენი თანამშრომლების მიერ შესრულებულ საქმეზე და მეტიც, მუდმივად ვზრუნავთ იმაზე, რომ თქვენს მოლოდინებს ბევრად გადავაჭარბოთ. ვამაყობ, რომ დღეს ჩვენ გვენდობიან სახელმწიფო ობიექტები, უნივერსიტეტები, კერძო და საჯარო დაწესებულებები და რაც მთავარია, ქალბატონები, რომელთა დროისა და ენერგიის გამოთავისუფლება ჩვენთვის საკვანძო პრიორიტეტს წარმოადგენს. მთელს ჩვენს გუნდს ყოველდღე ამოტივირებს იმის გააზრება, რომ თქვენს სახლებში ვქმნით კომფორტსა და სასიამოვნო გარემოს, არა თქვენი ძალისხმევის, არამედ – დასვენების ხარჯზე; რომ ჩვენი დახმარებით, თქვენ ყოველდღიურად იღებთ თქვენს სახლებში ნამდვილ სისუფთავეს, სხვისი ხელით.
ჩვენი გუნდი
თვის საუკეთესო სპეციალისტები

გიგა სიდამონიძე

ვასილ თვაური

მიხეილ დარიბეგოვი
ოლიკო ჯალაბაძე
მარკეტინგი
მარიამ ქანთარია
რეგულარული სერვისების სამსახურის პროექტ-მენეჯერი
ქეთევან ბებია
ბუღალტერი
სარქის ხაჩიანი
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
ნინო ზარიძე
საქართველოს ბანკის პროექტის მენეჯერი
მარეხი გოკაძე
ბუღალტერი
მარი ბერუაშვილი
ერთჯერადი სერვისების ადმინისტრაციული მენეჯერი
სოფო მარდალეიშვილი
ოფის მენეჯერი
ილია კასრაძე
მძღოლ-ექსპედიტორი
ნათელა ქანთარია
რეგულარული სერვისების სამსახურის უფროსი
მარიამ დვალი
ერთჯერადი სერვისების სამსახურის უფროსი
მადლენა რომანაძე
შერჩევის მენეჯერი(რეკრუტერი)
ნინო სილაგავა
პერსონალის ადმინისტრირების მენეჯერი
თეა წულუკიძე
შერჩევის მენეჯერი(რეკრუტერი)
ხათუნა გოლეთიანი
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი
მცირე ინფორმაცია ჩვენს შესახებ: კომპანია "სუფთა სამყარო" არის პროფესიონალური დასუფთავების კომპანია ამ სფეროში 20 წლიანი გამოცდილებით. ჩვენი პროფესიონალური დასუფთავების სერვისი მოქმედებს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში. "სუფთა სამყარო" არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი დასუფთავების კომპანია საქართველოში. თუ ეძებთ პროფესიონალურ დასუფთავების სამსახურს, რომელსაც შეუძლია შესანიშნავი შედეგის მოწოდება, მაშინ "სუფთა სამყარო" თქვენთვის იდეალური არჩევანია.
ჩვენი დასუფთავების კომპანია გთავაზობთ დასუფთავების მრავალ სერვისს, რომლებიც თქვენს საჭიროებებზე იქნება მორგებული. კომპანიის ძირითადი დასუფთავების სერვისებს წარმოადგენს: ექსპრეს დასუფთავება, გენერალური დასუფთავება, რემონტის შემდგომი დასუფთავება, ფანჯრების/ვიტრაჟების წმენდა, ქიმიური წმენდა (ქიმწმენდა) და ასე შემდეგ. ტერიტორიულად "სუფთა სამყაროს" სერვისები მოიცავს: დალაგება-დასუფთავება თბილისში, დალაგება-დასუფთავება ბათუმში, დალაგება-დასუფთავება ქუთაისში და ასე შემდეგ. ასევე შესაძლებელია დალაგება დღიურად.