ოფისების და ბანკების დასუფთავება

ზარის მოთხოვნა

თუ შეკვეთა გსურთ დატოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით


ჩვენს ძირითად ფასეულობებს წარმოადგენს სისუფთავე, სანდოობა და გამჭვირვალობა. ჩვენმა მომხმარებლებმა იციან, რომ მათი ბინები თუ ოფისები 100%-ით სანდო ხელში ხვდება – ვმუშაობთ უახლესი, საერთაშორისო სტანდარტების ტექნიკითა და ინვენტარით. ჩვენი დასუფთავების კომპანია პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი თანამშრომლების მიერ შესრულებულ საქმეზე და მეტიც, მუდმივად ვზრუნავთ იმაზე, რომ თქვენს მოლოდინებს ბევრად გადავაჭარბოთ.

თანამედროვე ბიზნესის სამყაროში ოფისმა შესაძლებელია დიდი ზეგავლენა მოახდინოს მომუშავეთა პროდუქტიულობაზე, მორალსა და ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, ოფისების რეგულარული დასუფთავება ძალიან მნიშვნელოვანია. ოფისების ნაწილი მხოლოდ თანამშრომლების მიერ სუფთავდება და ამით კმაყოფილდება, თუმცა ამ გზით ძალიან რთულია სისუფთავის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილება. ეს აჩენს საინტერესო კითხვას: უნდა დავიქირავოთ თუ არა პროფესიონალური დასუფთავების კომპანია ოფისების და ბანკების დასასუფთავებლად?

სუფთა და მოწესრიგებული სამუშაო სივრცის ქონა კარგი გზაა იმისთვის, რომ თქვენს კლიენტებს, მომხმარებლებსა და თანამშრომლებს აჩვენოთ, რომ ზრუნავთ მათზე და მათ კარგად ყოფნაზე კომპანიის შიგნით. ამას კიდევ უფრო მეტად გაგიადვილებთ პროფესიონალური დასუფთავების კომპანიის აყვანა. თუ გსურთ ოფისების დალაგება და დასუფთავება თბილისში, ან ბანკების დალაგება და დასუფთავება თბილისში, სუფთა სამყარო მზად არის თქვენს დასახმარებლად.

რა სარგებელს მიიღებთ ჩვენთან თანამშრომლობით

 • მიიღებთ სისუფთავის უმაღლეს სტანდარტს;
• შექმნით კომფორტულ გარემოს თქვენი მომხმარებლის და თანამშრომლებისთვის;
• მიიღებთ გადამზადებულ და პროფესიონალ პერსონალს, რომლებიც იზრუნებენ სისუფთავეზე;
• განთავისუფლდებით ყველა ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისგან, რომელიც თან ახლავს დასუფთავების პერსონალის დაქირავებას და მართვას ;
• თავიდან აიცილებთ დასუფთავების და სველი წერტილების მომარაგებისათვის საჭირო საშუალებების ( ხსნარები, საპონი, ტუალეტის ქაღალდი ) შესყიდვას;
• მიიღებთ დასუფთავების უახლესი ტექნოლოგიების ( ტექნიკა, ინვენტარი ) გამოყენების შესაძლებლობას თქვენს ტერიტორიაზე;

ოფისის დასუფთავების სახეები

დასუფთავება დღეში ერთხელ, დილას ან საღამოს

დასუფთავება დღის განმავლობაში

დასუფთავება 24/7

გენერალური დასუფთავება

გრაფიკით გაწერილი გენერალური დასუფთავება

შენობების დალაგება

კომბინირებული პაკეტი

რას მოიცავს ოფისების დასუფთავება

სახლის წმენდა
  • ვწმენდთ იატაკებს მშრალი და სველი წესით;
    • ვაცილებთ მტვერს და ლაქებს კარებიდან, კარების ჩარჩოებიდან, საკეტებიდან და სახელურებიდან, მინის, სარკის ზედაპირიდან 1,7 მ სიმაღლეზე;
    • ვწმენდთ მტვერს და ლაქებს დეკორაციებიდან;
    • ვწმენდთ საოფისე ტექნიკას, თუ გამორთულია;
    • ვცვლით ნაგვის პარკებს, ვანთავისულებთ შრედერებს;
    • ვაგროვებთ და გაგვაქვს ნაგავი;
    • ვაცილებთ მტვერს ავეჯიდან (კარადა, საოფისე და სხვა ავეჯი) 1.7 მეტრი;
    • ვწმენდთ კედლებიდან ლაქებს, 1.7 მეტრი;
    • ვწმენდთ ჩამრთველ ამომრთველებს, ელექტრო კაბელებს;
    • ვწმენდთ ფანჯრის რაფებიდან და ჩარჩოებიდან მტვერს და ლაქებს, ასევე გათბობის რადიატორებიდან და სხვა ღია ზედაპირებიდან.
  • ვწმენდთ იატაკებს სველი წესით;
    • ვწმენდთ და ვადეზინფიცირებთ ნიჟარებს, უნიტაზებს, ბიდეებს, და სანტექნიკის სხვა ელემენტებს;
    • ვავსებთ დისპენსერებს სახარჯი მასალებით;
    • ვწმენდთ და ვაპრიალებთ სარკეებს;
    • ვაგროვებთ და გაგვაქვს ნაგავი, ვცვლით პოლიეთილენის პარკებს.

• ვწმენდთ იატაკებს სველი წესით
• ვწმენდთ და ვადეზინფიცირებთ ნიჟარებს, უნიტაზებს, ბიდეებს, და სანტექნიკის სხვა ელემენტებს
• ვავსებთ დისპენსერებს სახარჯი მასალებით
• ვწმენდავთ და ვაპრიალებთ სარკეებს
• ვაგროვებთ და გაგვაქვს ნაგავი, ვცვლით პოლიეთილენის პარკებს

ზარის მოთხოვნა

თუ შეკვეთა გსურთ დატოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით


ჩვენი უპირატესობები

20 წლიანი გამოცდილება

პროფესიონალიზმი

სრული რეგიონული დაფარვა

ხარისხის მონიტორინგის ელექტრონული პროგრამა

დატრენინგებული პერსონალი

უსაფრთხოების და ეპიდემიოლოგიური ნორმების სრული დაცვა

პერსონალისთვის დეტალურად გაწერილი სამუშაო გეგმა

კლიენტის საჭიროებებზე სრულად მორგება