გახდი ჩვენი თანამშრომელი

თანხის აღება შესაძლებელია თითოეული შესრულებული სამუშაოს(შეკვეთის) შემდეგ

გახდი ჩვენი თანამშრომელი

ჩვენ ვართ 20 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია პროფესიონალური დასუფთავების სფეროში, რომელიც ეწევა ბინების, კერძო სახლების, ოფისების და აშ. პროფესიონალურ დასუფთავებას. ჩვენი პრიორიტეტია: მომსახურების ხარისხი, სამუშაოს მოკლე დროში შესრულება. სისუფთავის სიყვარული ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ენერგიაა.

როგორ ვმუშაობთ

კომპანიაში თანამშრომლის დაქირავების ეტაპები

ვენ ვამაყობთ თითოეული ჩვენი სპეციალისტით, რადგან კომპანია დიდ ინვესტიციას დებს მათი უნარების განვითარებაში.

აი, რა გზას გადის ჩვენი თითოეული თანამშრომელი, პირველ დავალებაზე გასვლამდე:

თავდაპირველი სწავლება

თავდაპირველად ვამზადებთ როგორც თეორიულად ისე პრაქტიკულად

გამოსაცდელი შეკვეთები

ვაძლევთ საცდელ დავალებებს გამოცდილ სპეციალისტთან ერთად.

დალაგება

აპოლონ გოლეთიანი

„სუფთა სამყარო“-ს დამფუძნებელი

დასუფთავების კომპანიის შექმნის იდეა გამიჩნდა 20 წლის წინ, როცა ქვეყანამ განვითარება დაიწყო სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა არ არსებობდა დასუფთავების არავითარი სტანდარტი და არც არავინ მუშაობდა ამის შესაცვლელად. გადავწყვიტე, შემომეტანა ხარისხიანი დასუფთავების კულტურა და დასუფთავება მექცია პროფესიად, რომელიც იქნებოდა მომსახურების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი, თითოეული თანამშრომელი კი – რეალიზებული და დაფასებული.

დღემდე შთამაგონებს იმ გარემოს შექმნა, სადაც თანამშრომლები იღებენ ალგორითმიზებულ, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებულ სწავლებას, ხდებიან საკუთარი საქმის ნამდვილი ოსტატები და გამოიმუშავებენ ღირსეულ ანაზღაურებას, რაც უპირობოდ აისახება მათ მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე.

ჩვენს ძირითად ფასეულობებს წარმოადგენს სისუფთავე, სანდოობა და გამჭვირვალობა. ჩვენმა მომხმარებლებმა იციან, რომ მათი ბინები თუ ოფისები 100%-ით სანდო ხელში ხვდება – ვმუშაობთ უახლესი, საერთაშორისო სტანდარტების ტექნიკითა და ინვენტარით, პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენი თანამშრომლების მიერ შესრულებულ საქმეზე და მეტიც, მუდმივად ვზრუნავთ იმაზე, რომ თქვენს მოლოდინებს ბევრად გადავაჭარბოთ. ვამაყობ, რომ დღეს ჩვენ გვენდობიან სახელმწიფო ობიექტები, უნივერსიტეტები, კერძო და საჯარო დაწესებულებები და რაც მთავარია, ქალბატონები, რომელთა დროისა და ენერგიის გამოთავისუფლება ჩვენთვის საკვანძო პრიორიტეტს წარმოადგენს. მთელს ჩვენს გუნდს ყოველდღე ამოტივირებს იმის გააზრება, რომ თქვენს სახლებში ვქმნით კომფორტსა და სასიამოვნო გარემოს, არა თქვენი ძალისხმევის, არამედ – დასვენების ხარჯზე; რომ ჩვენი დახმარებით, თქვენ ყოველდღიურად იღებთ თქვენს სახლებში ნამდვილ სისუფთავეს, სხვისი ხელით.

ჩვენი გუნდი

თვის საუკეთესო სპეციალისტები

ბინის დალაგება დასუფთავება

გიგა სიდამონიძე

დასუფთავების კომპანია

ვასილ თვაური

ჩვენი შემსრულებლები

მიხეილ დარიბეგოვი

მცირე ინფორმაცია ჩვენს შესახებ: კომპანია "სუფთა სამყარო" არის პროფესიონალური დასუფთავების კომპანია ამ სფეროში 20 წლიანი გამოცდილებით. ჩვენი პროფესიონალური დასუფთავების სერვისი მოქმედებს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში. "სუფთა სამყარო" არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი დასუფთავების კომპანია საქართველოში. თუ ეძებთ პროფესიონალურ დასუფთავების სამსახურს, რომელსაც შეუძლია შესანიშნავი შედეგის მოწოდება, მაშინ "სუფთა სამყარო" თქვენთვის იდეალური არჩევანია.

ჩვენი დასუფთავების კომპანია გთავაზობთ დასუფთავების მრავალ სერვისს, რომლებიც თქვენს საჭიროებებზე იქნება მორგებული. კომპანიის ძირითადი დასუფთავების სერვისებს წარმოადგენს: ექსპრეს დასუფთავება, გენერალური დასუფთავება, რემონტის შემდგომი დასუფთავება, ფანჯრების/ვიტრაჟების წმენდა, ქიმიური წმენდა (ქიმწმენდა) და ასე შემდეგ. ტერიტორიულად "სუფთა სამყაროს" სერვისები მოიცავს: დალაგება-დასუფთავება თბილისში, დალაგება-დასუფთავება ბათუმში, დალაგება-დასუფთავება ქუთაისში და ასე შემდეგ. ასევე შესაძლებელია დალაგება დღიურად.