Uncategorized

7 ცნობილი მსახიობი, რომელიც დასუფთავების სპეციალისტად მუშაობდა

    როცა ცნობილ მსახიობებზე ვფიქრობთ, თვალწინ წითელი ხალიჩები, ძვირადღირებული კოსტიუმები და სასახლეები წარმოგვიდგება. თუმცა, სინამდვილეში, ბევრ ვარსკვლავს წარმატების მიღწევამდე საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწია. ზოგიერთი მათგანი დასუფთავების სპეციალისტად მუშაობდა და დღეს სწორედ მათზე მოგიყვებით…

    ჯენიფერ ენისტონი – ყველაზე მეტად რეიჩელ გრინის როლითაა ცნობილი. ის 10 სეზონის განმავლობაში თამაშობდა საკულტო სერიალში „მეგობრები“, რომელიც 1994 წელს გამოვიდა. თუმცა, მანამდე ჯენიფერი ტელემარკეტერად მუშაობდა, მოზარდობის დროს კი საპირფარეშოებს ასუფთავებდა. მოგვიანებით თქვა, რომ გაცილებით უკეთესი იყო დასუფთავებაში, ვიდრე გაყიდვებში.

     შონ კონერი – სანამ ჯეიმს ბონდი გახდებოდა, შონ კონერმა რთული გზა გაიარა – ყიდდა რძეს, იყო მაშველი და დედის მსგავსად, დასუფთავებაზეც მუშაობდა. ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ რაღაც პერიოდით კუბოებსაც ასუფთავებდა.

    ჯიმ კერი – ყველაზე მეტად ცნობილია ფილმებით „ტრუმენის შოუ“, „ნიღაბი“, „ეის ვენტურა“ და „მატყუარა, მატყუარა“. ის ღარიბი ოჯახიდან იყო და ძმასთან ერთად, სკოლის შემდეგ, დასუფთავების სპეციალისტად მუშაობდა. დამატებით კი, ორივენი უსაფრთხოების თანამშრომლები იყვნენ საბურავების ქარხანაში.

    სტივ ჰარვი – ამერიკელმა კომიკოსმა, მსახიობმა და ტელეწამყვანმა არაერთი სამუშაო გამოსცადა, სანამ შოუბიზნესში წარმატებას მიაღწევდა. იყო გაზეთების დამტარებელი, მარკეტის თანამშრომელი, „ფორდის“ ქარხნის მუშა. 26 წლისას კი მცირე ხნით ხალიჩების წმენდის სერვისი ჰქონდა. მისი წარმატება 28 წლის ასაკში დაიწყო, როცა კომედიის კლუბში მოყვარულთა კონკურსში გაიმარჯვა.

    ეშტონ კაჩერი – ყველასთვის ცნობილი მსახიობი და პროდიუსერი წარმატებამდე ქარხანაში მუშაობდა და იატაკებს ასუფთავებდა. კაჩერის თქმით, სწორედ ამ სამუშაოს მეშვეობით იხდიდა კოლეჯის გადასახადს.

    სილვესტერ სტალონე – როდესაც ნიუ-იორკში გადავიდა, სტალონე სხვადასხვა სამსახურში მუშაობდა. მათ შორის იყო დასუფთავება – ცენტრალური პარკის ზოოპარკში, სადაც სტალონე ლომების გალიებს წმენდდა. საბრძოლო ჟანრის ფილმების ვარსკვლავს ამ გამოცდილებამ დიდი სიმტკიცე შესძინა.

    მეთიუ მაკკონაჰი – ოსკარის მფლობელი მსახიობი სტუდენტობისას ავსტრალიაში ცხოვრობდა, სადაც ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა და თავი ასე გაჰქონდა. ეს სულაც არაა გასაკვირი, რადგან მაკკონაჰი ცნობილია, როგორც ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი და თავმდაბალი ადამიანი.