EnglishGeorgian

ექსპრეს დასუფთავება 95 ₾ - დან

სისუფთავე ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრებისთვის

{{ thankYouPage.title }} {{ thankYouPage.description }}
{{ thankYouPage.order_title }} {{ getOrder.orderId }}
Two columns
Vertical
Horizontal
ექსპრეს დასუფთავება
Summary
Name Total
"{{getWooProductName}}" has been added to your cart

260 კვ.მ ზემოთ ფართის შეკვეთის შემთხვევაში საჭიროა ინდივიდუალური შეკვეთა. ინდივიდუალური შეკვეთის მისაცემად დაგვიკავშირდით:

როგორ ხორციელდება ექსპრეს დასუფთავება?

ექსპრეს დასუფთავება ჩატარდება ქვემოთ მოცემული 
ჩამონათვალის(Checklist) შესაბამისად

  • ღია თაროების წმენდა/დასუფთავება ხელმისაწვდომ სიმაღლეზე;
  • სარკეების წმენდა/დასუფთავება, მინისებურ ზედაპირებს ხელმისაწვდომ სიმაღლეზე;
  • მტვრისგან რადიატორების გაწმენდა;
  • ჩამრთველების და ამომრთველების გაწმენდა;
  • ოთახებს შორის კარებების წმენდა ნათითურებისგან;
  • ავეჯის გარედან წმენდა/დასუფთავება;
  • ყველა ნივთს მივუჩენთ თავის ადგილს, არაუმეტეს 50 ერთეული საგნისა;
  • საძინებელში თეთრეულის შეცვლა;
  • რბილი ავეჯის ხის ჩანართებიდან მტვერის წმენდა/გასუფთავება;
  • იატაკის სველი წესით გაწმენდა/გასუფთავება;
  • გავიტანთ ნაგავს (არაუმეტეს 1 შეკვრა) და დეზინფექციას გავუკეთებთ ურნას;
  • შემოსასვლელი კარის ნათითურებისგან წმენდა/დასუფთავება;
  • შემოსასვლელის ფეხსაწმენდის გაწმენდა/დასუფთავება.
  • მშრალი წესით ვწმენდთ იატაკს.
  • ვწმენდთ გაზქურის მიმდებარე კედელს;
  • ვწმენდთ აერღუმელს გარედან;
  • ვწმენდთ გაზქურას გარედან;
  • ვწმენდთ მაცივარს გარედან;
  • ვწმენდთ სამზარეულოს ავეჯის გარე ფასადიდან ნათითურებს;
  • ვწმენდთ და დეზინფექციას ვუკეთებთ სამზარეულოს მაგიდას და სკამებს;
  • ვრეცხავთ ჭურჭელს (არაუმეტეს 10 წუთისა);
  • ვწმედთ სამზარეულოს ნიჟარას და მის მიმდებარე კარადას;
  • ვწმენდთ და დეზინფექციას ვუკეთებთ სამზარეულოს ზედაპირებს.
  • ვწმენდთ და დეზინფექციას ვუკეთებთ სანტექნიკის კვანძებს;
  • ვწმენდთ საშხაპეს და აბაზანას;
  • ვწმენდთ აბაზანის ავეჯს და სარკეებს გარედან;
  • ვწმენდთ სველ წერტილში არსებულ ტექნიკას გარედან.
დასუფთავება

ხარისხი

ჩვენი კომპანია დიდი პასუხისმგებლობით ახორციელებს თანამშრომლების შერჩევის და სწავლების პროცესს

დასუფთავება

მუდმივი მომსახურება

მოგამაგრებთ კონკრეტულად თქვენთვის გამოყოფილ სპეციალისტს

დასუფთავება

100% უსაფრთხო

ვიყენებთ მხოლოდ სერთიფიცირებულ საწმენდ და სადეზინფექციო საშუალებებს.

დასუფთავება

მოხერხებული,
თქვენზე მორგებული მომსახურება

დასუფთავება შესაძლებელია თქვენი დასწრების გარეშე. მომსახურის საფასურის გადახდა შეგიძლიათ: გადარიცხვით, ნაღდი ფულადი ანგარიშსწორებით ან განვადებით

17 წლიანი

მუშაობის გამოცდილება

33,048

შესრულებული სამუშაო

4.7

საშუალო შეფასება

რეგულარული მომსახურების უპირატესობა


კითხვა-პასუხი

დიახ, შესაძლებელია. ასეთ დროს:

  • თქვენ ირჩევთ სასურველ დღესა და დროს (ინდივიდუალური გრაფიკი); 
  • მიიღებთ ფასდაკლებას.

გენერალური დასუფთავების დროს დამატებით ვასუფთავებთ ისეთ ტერიტორიებს და ადგილებს, როგორიცაა ჭაღები, კონდიციონერები, ჭერები, ჟალუზები და სხვა ძნელად მისადგომი ადგილები. ამასთან, მთელ ტერიტორიაზე ვაშორებთ ნებისმიერი სახის ლაქებს და დაბინძურებას .

ჩვენ ვთანამშრომლობთ სადაზღვევო კომპანიებთან VIP პაკეტით, რაც საშუალებას გვაძლევს დასუფთავების დროს ჩვენი თანამშრომლის მიერ დამკვეთის ქონების დაზიანების შემთხვევები ავანაზღაუროთ 100%-ით. 

დიახ, შესაძლებელია. თუ ისარგებლებთ წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით თქვენს ბინაზე კონკრეტულად მიმაგრებული იქნება ერთი და იგივე დატრენინგებული, კვალიფიციური თანამშრომელი.

ჩვენ მიერ დაქირავებული თითოეული თანამშრომელი გადის შემდეგ ეტაპებს:

  • თავდაპირველი შერჩევისას უპირატესობა ენიჭებათ, დასუფთავების სფეროში გამოცდილების მქონე პირებს, ასევე პირებს რომელთაც გააჩნიათ სისუფთავის  შეგრძნებისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • შემდეგი ეტაპი მოიცავს შერჩეული პირების პროფესიონალური დასუფთავების მეთოდების  თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას.

ექსპრეს დასუფთავება - რა დადებითი თვისებები გააჩნია მას?

ექსპრეს დასუფთავება ეწოდება სწრაფ და ეფექტურ დასუფთავების სერვისს, რომელიც მოიცავს სახლში ყველაზე ხშირად გამოყენებადი ადგილების დასუფთავებას. არის შემთხვევები, როდესაც სახლის დალაგება და დასუფთავება მცირე დროში გვჭირდება. ასეთ დროს აქცენტი უფრო ღრმა წმენდაზე და ჩამჯდარი ჭუჭყის მოშორებაზე არ კეთდება. ექსპრეს დასუფთავება მიზნად ისახავს სახლისთვის სუფთა და მოწესრიგებული სახის მიცემას დროის მცირე მონაკვეთში. ამ მომსახურების სპეციფიური დეტალების მოლაპარაკება შესაძლებელია.

  • სახლის დასუფთავება მარტივი საქმე არ არის ერთი ადამიანისთვის. ამის გამო, ხშირ შემთხვევაში, საქმეში პროფესიონალური დასუფთავების კომპანია ერთვება ხოლმე. ბევრი განსხვავებული დასუფთავების სამსახური არსებობს, რადგან პროფესიონალური დასუფთავება კვლავაც აქტუალურია საზოგადოებისთვის.
  • დასუფთავება განსაკუთრებით მაშინ არის რთული, როდესაც სიმაღლეებზე წმენდა არის საჭირო. მაღალსართულიან ბინაში მცხოვრები ადამიანისთვის ძალიან რთულია ფანჯრების წმენდა ხარისხიანად თუ შესაბამისი მოწყობილობები არ გააჩნია. ამ შემთხვევაში, დასუფთავების კომპანიისთვის მიმართვა უკეთესია.
  • სახლის დასუფთავება სისტემატიურად არ არის მარტივი. შესაბამისად, ექსპრეს დასუფთავების კიდევ ერთი დადებითი მხარეა ის, რომ სახლის დალაგება შესაძლებელია ხშირად შედარებით უფრო დიდ გენერალურ დასუფთავებებს შორის. ის დასუფთავების სერვისებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.
  • ამ სერვისის დრო ხდება ბინაში გამიზნული ადგილების დასუფთავება. ამ შემთხვევაში, სახლის დალაგების დროს ძირითადად ხდება ისეთი ზედაპირების გაწმენდა და დეზინფექცირება, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვეხებით. ექსპრეს დასუფთავება მოიცავს მაგიდების, კარადის ზედაპირების, ნიჟარების და ა.შ. დასუფთავებას. ისინი ყველაზე დიდი რაოდენობით იგროვებენ ჭუჭყს, ბაქტერიებსა და მტვერს, შესაბამისად აუცილებელია მათი სისტემატიურად გაწმენდა.
  • ავეჯის პერიოდულ ქიმიურ წმენდას/ქიმწმენდას უამრავი დადებითი თვისება გააჩნია. პირველ რიგში, ის ღრმა წმენდის საშუალებას იძლევა. შესაბამისად, სხვადასხვა ზედაპირების პერიოდული ქიმწმენდა საკმაოდ მნიშვნელოვანია მათი ხარისხიანად შენახვისთვის. ქიმიური პროდუქტები სპეციალურად განკუთვნილია იმისათვის, რომ ღრმად შეაღწიონ და მოაშორონ ჩამჯდარი ლაქები, თუ სხვა ტიპის ჭუჭყი.
  • თუ სხვა ტიპის დასუფთავების სერვისი გსურთ, რომელიც სახლის უფრო ღრმა დალაგებას გულისხმობს, ჩვენი კომპანიის სერვისებში შეძლებთ მის პოვნას. მაგალითად, თუ გსურთ სხვადასხვა ზედაპირებიდან რემონტის შემდგომი დაბინძურების მოცილება, ჩვენი სპეციალისტები ზუსტად შეარჩევენ საჭირო საწმენდ საშუალებებს სხვადასხვა ტიპის ზედაპირებისთვის.
  • ასევე მათთვის, ვისაც უფრო სპეციფიური მოთხოვნები გააჩნიათ და ვერ შეძლეს თავისთვის სასურველი დასუფთავების სერვისი ჩვენს ჩამონათვალში, არსებობს ინდივიდუალური შეკვეთა, რომელიც საშუალებას იძლევა თქვენ თვითონ აირჩიოთ წინასწარ რა ტიპის სერვისები გსურთ და რომელი არა.

რატომ გვჭირდება პროფესიონალური დასუფთავების კომპანია?

სახლის დალაგების პროფესიონალური დასუფთავების კომპანიისთვის ნდობას უამრავი დადებითი თვისება გააჩნია. პირველ რიგში, დასუფთავების კომპანია შემოგთავაზებთ სპეციალურად თქვენზე მორგებულ სახლის დალაგების გეგმას. თქვენთან შეთანხმებით, ერთიანად გადავწყვეტთ რომელი ადგილებია თქვენთვის პრიორიტეტული და თქვენს დამატებით მოთხოვნებსაც გავითვალისწინებთ ბინის დალაგებასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რატომაც შეგიძლიათ ანდოთ თქვენი ბინების დასუფთავება სუფთა სამყაროს, არის გამოცდილება. კომპანიას გააჩნია 17 წლიანი გამოცდილება დასუფთავების სფეროში და ამ პერიოდის მანძილზე გვიმუშავია უამრავი სხვადასხვა ტიპის ბინებზე და ობიექტებზე.

გარდა ამისა, პროფესიონალური დასუფთავების კომპანია, როგორიც არის სუფთა სამყარო, ფლობს სპეციალურ პროდუქტებს და მოწყობილობებს, რომლებიც სახლის უფრო ეფექტურად დალაგებისთვის აუცილებელია. ჩვეულებრივ პირობებში, ვერ ხერხდება სახლის ისე ეფექტურად დასუფთავება, როგორც ამას პროფესიონალური დალაგების კომპანია ახერხებს.

კომპანია სუფთა სამყარო ალაგებს ოფისებსა და ბანკებს, სავაჭრო ობიექტებს, კვების ობიექტებს, ავტოტექმომსახურების ცენტრებს და ასე შემდეგ. შესაბამისად, პროფესიონალური დასუფთავება აუცილებელია როგორც ბინებისთვის, ასევე სხვადასხვა ტიპის ობიექტებისა და დაწესებულებებისთვისაც.

ჩვენთან თანამშრომლობით მიიღებთ სისუფთავის უმაღლეს სტანდარტს, შექმნით სუფთა და კომფორტულ გარემოს და მიიღებთ დასუფთავების უმაღლესი ხარისხის, უახლესი ტექნოლოგიებისა და ინვენტარის მომსახურებას.

კალათა
შესვლა

არ ხარ რეგისტრირებული?