თუკი ოჯახის წევრების გახარება და თევზების ყოლა გადაწყვიტეთ, მაგრამ შემდეგ თავი შეიკავეთ, რადგან მათი მოვლის სირთულეში დარწმუნდით, ჩვენ დაგეხმარებით.
აკვარიუმის, თევზებისა და წყალმცენარეების მოვლის დიდი გამოცდილება გვაქვს. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ თქვენი აკვარიუმი სუფთად გამოიყურებოდეს, ხოლო, წყალმცენარეები და თევზები ჯანმრთელი იყვნენ.
თევზების მოვლისათვის ერთჯერად და სახელშეკრულებო მომსახურებებს გთავაზობთ.
- აკვარიუმის ყოველკვირეული მოვლა – წყლის შეცვლა, მინისა და ფილტრების გაწმენდა, თევზებისა და წყალმცენარეების დათვალიერება;
- ცოცხალი და მშრალი საკვების მიწოდება. საჭიროების შემთხვევაში საკვების დღიური ნორმების დაფასოება, კვების რეჟიმთან დაკავშირებული კონსულტაციების ჩატარება;
- წყლის ტესტირება, გრუნტის წმენდა და აკვარიუმის პერიოდული გენერალური დასუფთავება;
- დაავადებული თევზების მკურნალობა და მკვდარი თევზების შეცვლა;
- დაზიანების შემთხვევაში მოწყობილობებისა და სხვა აქსესუარების შეცვლა;
- წყალმცენარეების შენარჩუნება, მათთვის ოპტიმალური განათების შექმნა და მკვდარი წყალმცენარეების შეცვლა;
თევზების ავადმყოფობისას სპეციალისტის 24 საათიანი მეთვალყურეობა.
*სახელშეკრულებო პაკეტის შერჩევის შემთხვევაში, ინდივიდულური შეთავაზების მომზადება მნიშვნელოვანია. დამკვეთის ყველა საჭიროების გათვალისწინებით.