ლიდერი დასუფთავების სფეროში!

სამუშაო საათები : ორშ-შაბ (09.00 - 18:00)

  • ge

mobile-icon დაგვიკავშრიდით !+(995) 32 2 914 911

ტრენინგ მენეჯერი

პოზიციის ზოგადი აღწერილობა

ტრენინგ მენეჯერი წარმოადგენს საშუალო რანგის ადმინისტრაციულ პოზიციას. იგი პასუხისმგებელია კომპანიის თანამშრომელთა განვითარებაზე. ტრენინგ-მენეჯერი ანგარიშვალდებულია ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის  წინაშე.

 

ძირითადი მოვალეობები

  • სასწავლო პროგრამების და მოდულების შედგენა;
  • მომსახურების პროცესში ხარვეზების აღმოჩენა და ამ ხარვეზებთან დაკავშირებული თემების დამუშავება;
  • ტრენინგის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი საკითხების დამუშავება;
  • სასწავლო პროგრამების შექმნა მომსახურების პროცესების გაუმჯობესების და განვითარების მიზნით;
  • მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დასუფთავების სასწავლო ცენტრებთან და დასუფთავების საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება და თანამშრომლობა;
  • დასუფთავების საერთაშორისო ღონისძიებებზე დასწრება და უახლესი ტექნოლოგიების დანერვა;
  • ტრენინგების (როგორც შიდა ასევე გარე) ორგანიზება და ჩატარება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • დასუფთავების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ტრენერად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel, Power Point, Outlook);

 

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • ორგანიზების უნარი
  • სტრატეგიული დაგეგმვის უნარი
  • ანალიზის უნარი
  • პრეზენტაციის უნარი
  • კომუნიკაციის უნარი

 

სამუშაო პირობები

  • სამუშაო გრაფიკი: 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
  • ანაზღაურება 1000 ლარი (საგამოცდო ვადა 3 თვე, ანაზღაურება საგამოცდო ვადაში 800 ლარი)

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმეები შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს არ განიხილებიან.

მესენჯერი
Loading...