ლიდერი დასუფთავების სფეროში!

სამუშაო საათები : ორშ-შაბ (09.00 - 18:00)

  • ge
  • en

mobile-icon დაგვიკავშრიდით !+(995) 32 2 914 911

სუფთა სამყაროს მასტერკლასი – “იცხოვრეთ სუფთა სამყაროში”

სუფთა სამყაროს მასტერკლასი – “იცხოვრეთ სუფთა სამყაროში” 31 ივლ

31 ივლისს, კომპანია „სუფთა სამყარომ“ ჟურნალისტებისთვის მასტერკლასი-„ვიცხოვროთ სუფთა სამყაროში“ გამართა.

მოწვეული იყო ათამდე მედია საშუალების ჟურნალისტი და მასპინძელი კომპანიის თანამშრომელი.

მასტერკლასის დასრულების შემდეგ, მოხალისე ჟურნალისტებმა, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოვლენა სცადეს. იმედის ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია, აიპრესის ფოტოკორესპონდენტი, ალეკო შარვაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, მანანა გიგინეიშვილი და რადიო კომერსანტის ჟურნალისტი, მაია ბუთბაია ერთმანეთს მინის გაწმენდაში შეეჯიბრნენ.

ჟიურის გადაწყვეტილებით, ოთხივე მათგანმა გაიმარჯვა და კომპანიის ხელმძღვანელმა, აპოლონ გოლეთიანმა, სამახსოვრო მედლებით დაასაჩუქრა.

მასტერკლასში მონაწილე ყველა ჟურნალისტს კომპანიისგან სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

კომპანია „სუფთა სამყარო“ იწყებს აქტიურ კომუნიკაციას საზოგადოებასთან. სამომავლოდ კიდევ იგეგმება მსგავსი სასარგებლო და სახალისო მასტერკლასები მედიის წარმომადგენლებისათვის.

ფოტოები:  ნაწილი I    ნაწილი II

ipress.ge   CBW   Feme.ge

მესენჯერი
Loading...