ლიდერი დასუფთავების სფეროში!

სამუშაო საათები : ორშ-შაბ (09.00 - 18:00)

  • ge

mobile-icon დაგვიკავშრიდით !+(995) 32 2 914 911

სკოლების დასუფთავება

სკოლების დასუფთავება 9 ივნ

“სუფთა სამყარო” გთავაზობთ 5 და მეტ საუკეთესო რჩევას სკოლების დასუფთავებისას:

სკოლების დასუფთავებისას სასურველია ბიო დასუფთავების მეთოდების გამოყენება. ბიო დასუფთავება მარტივია და მოიცავს უბრალო პროდუქტებისა და დასუფთავების ხერხების გამოყენებას: დასუფთავების მიზანია ბავშვებისთვის ჯანმრთელი და უსაფრთხო გარემოს შექმნა.

1. პირველი საფეხური – მოამზადეთ სკოლა

ბიო დასუფთავების პირველი საფეხური წარმოადგენს იმ მთავარი საკითხების განსაზღვრას, რომლებიც სკოლის დასუფთავების მიზნით უპირატესია და იცავს შენობას ზედმეტი დაბინძურებისგან. სკოლების ბიო დასუფთავების ერთ–ერთი მთავარი მიზანია შენობაში ჭუჭყისა და მიკრობების შეღწევის შემცირება.

2. მეორე საფეხური – შეარჩიეთ ბიო დასუფთავებისთვის განკუთვნილი პროდუქტები

ძალიან მოკლე დროში საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა ბიო დასუფთავებისთვის განკუთვნილმა პროდუქტებმა. დღეისათვის მარტივად ხელმისაწვდომია სანდო, უსაფრთხო და ბიოდეგრადირებადი ბიო დასუფთავების პროდუქტების მოძიება ბაზარზე. უნდა შეარჩიოთ დასუფთავებისთვის განკუთვნილი ისეთი ნივთიერებები და მასალები, რომლებიც უსაფრთხოა ბავშვების ჯანმრთელობისთვის.

3. მესამე საფეხური – გამოიყენეთ ბიო დასუფთავებისთვის განკუთვნილი დანადგარები და ხელსაწყოები

ბიო დასუფთავებისთვის განკუთვნილი დანადგარებისა და ხელსაწყოების გამოყენება ამცირებს ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას და ზრდის შედეგიანობას.

4. მეოთხე საფეხური – გაეცანით ბიო დასუფთავების მეთოდებს

ბიო დასუფთავების მეთოდების მიზანია შეამციროს ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებული რისკები, გამოავლინოს ინფექციის (გრიპი, ვირუსი, გაციება) მატარებელი პირები და შეამციროს მათი გარემოსთან კონტაქტი.

5. მეხუთე საფეხური – პასუხისმგებლობა

სკოლაში ჯანმრთელი გარემოს შენარჩუნება ყველას მოვალეობაა – მოსწავლეების, ადმინისტრაციის, პედაგოგების და ა.შ. ზემოთ ჩამოთვლილთაგან ყოველი მათგანი უნდა იღებდეს საკუთარ თავზე სკოლაში სისუფთავისა და წესრიგის დაცვის პასუხისმგებლობას.

სკოლის შენობა ოთხჯერ უფრო გადატვირთული და ხალხმრავალი ადგილია, ვიდრე სხვა რომელიმე კომერციული დაწესებულება. ამასთან, შეხება გვაქვს ბავშვებთან და მათ ჯანმრთელობასთან. შესაბამისად, უნდა გავითვალისწინოთ რა ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, სკოლების დასუფთავებისას მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ თავი ქიმიური და ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნივთიერებების გამოყენებას. ბიო დასუფთავება და მისი მეთოდები წარმოადგენს ყველაზე უპირატეს საშუალებას აღნიშნული ობიექტების დასასუფთავებლად. ჩვენ გთავაზობთ რამოდენიმე სასარგებლო რჩევას, რომელთა გათვალისწინება არ იქონიებს მავნე გავლენას ბავშვების ჯანმრთელობაზე.

სკოლების დასუფთავებისას გაითვალისწინეთ შემდეგი საკითხები:

• არ შეარჩიოთ ისეთი საწმენდი საშუალება, რომლის შემადგენლობა გაურკვეველია ან სავარაუდოდ შეიცავს კანცეროგენებს;
• საწმენდი საშუალებების pH უნდა იყოს ნეიტრალური (pH=7); მაღალი pH არის კაუსტიკური, ხოლო დაბალი pH არის მჟავური;
• შეარჩიეთ ისეთი საწმენდი ნივთიერებები, რომლებიც არ აღიზიანებს კანს, თვალებს, თუ აღნიშნული ინფორმაცია არ არის დატანილი შეფუთვაზე, ამ შემთხვევაში შეარჩიეთ ნეიტრალური (pH=7) pH მქონე ნივთიერება;
• საწმენდი საშუალებები არ უნდა შეიცავდეს აორთქლებად ორგანულ ნაერთებს (VOC). რადგან ისინი აბინძურებენ გარემოს და შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, გულისრევა, რესპირატორული პრობლემები და სხვა.
• სადეზინფექციო საშუალებები გამოიყენეთ მხოლოდ ინსტრუქციისა და დანიშნულების მიხედვით. სადეზინფექციო საშუალებები გამოიყენება ბაქტერიული ორგანიზმების მოსაკლავად და მათი ხშირი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
• მოერიდეთ არომატიზატორებისა და საღებავების გამოყენებას.
• გამოიყენეთ არა–აალებადი და არა–რეაქტიული (ნივთიერებების შერევამ არ უნდა გამოიწვიოს ტოქსიკური აირების, ცეცხლის ან სხვა ჯანმრთელობისთვის საშიში რეაქციების წარმოქმნა) საწმენდი საშუალებები.
• არ გამოიყენოთ აეროზოლებში/სპრეის ბოთლებში განთავსებული საწმენდი საშუალებები.
• გამოიყენეთ ჰერმეტული პროპელანტები – მათ აქვთ სატუმბი მექანიზმი და არ არის ფეთქებადსაშიში.
• შეარჩიეთ ისეთი საწმენდი ნივთიერება, რომელიც ბიოდეგრადირებადია.
• შერჩეული საწმენდი ნივთიერება არ უნდა შეიცავდეს ოზონის–დამაზიანებელ ქიმიური ნივთიერებებს, როგორიცაა მაგალითად, ქლორფთორკარბონები (CFC) და ქლორირებული გამხსნელები.

ჭუჭყისა და ბაქტერიების შენობაში შეღწევის თავიდან ასაცილებლად სასურველია გავითვალისწინოთ შემდეგი საკითხები:

• საფეხმავლო და პარკინგის ადგილები მუდამ სუფთა მდგომარეობაში უნდა იყოს – უნდა დაიგავოს და მოიწმინდოს სველი მოწმენდის წესით.
• ყოველ შესასვლელთან დააგეთ რაც შეიძლება გრძელი ფარდაგები (შესასვლელი კარის სიგანეზე).
• შესასვლელებთან აუცილებლად განათავსეთ სანაგვე ურნები.
• კონკრეტულად კვებისთვის გამოყოფილი სივრცეების გარდა, აკრძალეთ შენობის სხვა ადგილებში საკვების მიღება.
• აკონტროლეთ რომ სწორად და გამართულად მუშაობდეს სავენტილაციო და გათბობა–კონდინცირების სისტემები.
• ჩამოაყალიბეთ და შექმენით დასუფავების განრიგი.
• ასევე, შექმენით გარემოს, ჯანმრთელობისა და უსაფრთოხების დაცვის ჯგუფი, რომელთას წევრები იქნებიან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებელები, სტუდენტები და ა.შ. აღნიშნული ჯგუფის მიერ გადაწყდება საკვანძო საკითხები და ამოქმედდება დასუფთავების განრიგები და სქემები.

იცხოვრეთ სუფთა სამყაროში!

მესენჯერი
Loading...