ლიდერი დასუფთავების სფეროში!

სამუშაო საათები : ორშ-შაბ (09.00 - 18:00)

  • ge

mobile-icon დაგვიკავშრიდით !+(995) 32 2 914 911

სერვის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები

  • დაათვალიეროს დასასუფთავებელი ობიექტი;
  • აღწეროს შესასრულებელი დასუფთავების სამუშაოები;
  • შეაფასოს დასუფთავების სამუშაოების სირთულე;
  • განსაზღვროს დაბინძურების ხარისხი და ტექნიკური სირთულე;
  • დასასუფთავებელ ფართს გადაუღოს ფოტოები და საჭიროების შემთხვევაში ვიდეო;
  • შეავსოს დათვალიერების აქტი და წარუდგინოს ხელმძღვანელს;
  • კლიენტთან შეხვედრისას, გააკეთოს მოკლე პრეზენტაცია კომპანიის შესახებ და მიაწოდოს მას დეტალური ინფორმაცია კომპანიის სერვისების შესახებ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • დასუფთავების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook);
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  • ავტომანქანის მართვის მოწმობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზების უნარი
  • დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი

ანაზღაურება: 700 ლარი+ბონუსი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმეები შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@cleanworld.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს არ განიხილებიან.

მესენჯერი
Loading...