ლიდერი დასუფთავების სფეროში!

სამუშაო საათები : ორშ-შაბ (09.00 - 18:00)

  • ge

mobile-icon დაგვიკავშრიდით !+(995) 32 2 914 911

საწყობის დამხმარე

პოზიციის ზოგადი აღწერილობა

საწყობის დამხმარე  წარმოადგენს დაბალი რანგის ადმინისტრაციულ პოზიციას. საწყობის დამხმარე პასუხისმგებელია საწყობში არსებული მასალების, ინვენტარის და ტექნიკის მოძრაობის უზრუნველყოფასა და აღრიცხვაზე. საწყობის დამხმარე ანგარიშვალდებულია საწყობის მენეჯერის წინაშე.

 

ძირითადი მოვალეობები

  • რეგულარული და ერთჯერადი ობიექტებისათვის გაანაწილოს და დაახარისხოს მასალა, ინვენტარი და ტექნიკური აპარატურა საწყობის მენეჯერის ინსტრუქციის შესაბამისად;
  • დაასაწყობოს და აღრიცხოს ობიექტებიდან დაბრუნებული მასალა და ინვენტარი;
  • ვიზუალურად დაათვალიეროს კომპანიიის საწყობში მიტანილი ტექნიკური საშუალებები და ინვენტარი და რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დროულად მიაწოდოს ინფორმაცია საწყობის მენეჯერს;
  • პერიოდულად ჩაატაროს საწყობში არსებული ტექნიკური საშუალებების ვიზუალური დათვალიერება და უზრუნველყოს ტექნიკური მოწყობლობების გამართული მუშაობა;
  • დაახარისხოს სახარჯი მასალა საჭიროებისამებრ;
  • კომპანიის სატრასნპორტო საშუალებით განახორციელოს მასალების მიწოდება საწყობის მენეჯერის მიერ მითითებულ მისამართებზე;
  • მიიღოს, შეამოწმოს, მიითვალოს და დაასაწყობოს შეძენილი მასალა და ინვენტარი;
  • შეამოწმოს საწყობიდან გასვლის წინ ტექნიკის და ინვენტარის მდგომარეობა – განახორციელოს გამართული ტექნიკის და ინვენტარის გაცემა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი ან ტექნიკური განათლება;
  • საწყობში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (Word, Excel, Outlook) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • კომუნიკაბელური
  • პუნქტუალური
  • უკონფლიქტო
  • ორგანიზებული
  • დეტალებზე ორიენტირებული

 

სამუშაო პირობები

  • სამუშაო გრაფიკი: 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
  • დასვენება – კვირაში 2 დღე
  • ადგილმდებარეობა: ავჭალა
  • ანაზღაურება 700 ლარი (საგამოცდო პერიოდი 3 თვე, ანაზღაურება საგამოცდო პერიოდში 600 ლარი)

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმეები შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს არ განიხილებიან.

მესენჯერი
Loading...