ლიდერი დასუფთავების სფეროში!

სამუშაო საათები : ორშ-შაბ (09.00 - 18:00)

  • ge

mobile-icon დაგვიკავშრიდით !+(995) 32 2 914 911

საწყობის აღრიცხვის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები

  • აწარმოოს კონტრაქტორი ორგანიზაციების მისამართების, ამგვარ ორგანიზაციებზე მიმაგრებული მენეჯერების და გასაგზავნი მასალების ზუსტი და სწორი რეესტრი და რეგულარულად განაახლოს ის;
  • შეადგინოს კონტრაქტორი ორგანიზაციების მომარაგების გრაფიკი;
  • დროულად გამოწეროს და ატვირთოს ზედნადებები;
  • აღრიცხოს მობრუნებული სახარჯი მასალა;
  • აწარმოოს ტექნიკის აღრიცხვის ცხრილი;
  • აწარმოოს ინვენტარის მოძრაობის, გამოყენების და ხარჯვის სწორი აღრიცხვა;
  • დროულად და სწორად აღრიცხოს მასალები საბუღალტრო პროგრამაში (ORIS);
  • შეიყვანოს და დაამუშაოს მონაცემები საბუღალტრო პროგრამაში, სხვა სპეციალურ პროგრამაში ან ექსელის ფაილში, საჭიროებიდან გამომდინარე.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • საბუღალტრო პროგრამის (ORIS) ცოდნა;
  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • კომუნიკაბელური
  • პუნქტუალური
  • ანალიტიკური აზროვნება
  • დეტალებზე ორიენტირებული

 

სამუშაო პირობები

  • სამუშაო გრაფიკი: 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
  • დასვენება – შაბათი-კვირა
  • ადგილმდებარეობა: ავჭალა
  • ანაზღაურება 600 ლარი

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმეები შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@cleanworld.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს არ განიხილებიან.

მესენჯერი
Loading...