ლიდერი დასუფთავების სფეროში!

სამუშაო საათები : ორშ-შაბ (09.00 - 18:00)

  • ge

mobile-icon დაგვიკავშრიდით !+(995) 32 2 914 911

სამზარეულოს დასუფთავება

სამზარეულოს დასუფთავება 12 ივნ

სამზარეულოს დასუფთავების დაწყებამდე, სასურველია მოემზადოთ და წინასწარ გაითვალისწინოთ შემდეგი საკითხები:

პირველ რიგში მტვერი უნდა გადაწმინდოთ ყველა სახის ზედაპირიდან. მოიმზადეთ საწმენდი სითხით სავსე ნიჟარა/სათლი, იმისათვის, რომ დასუფთავებისას ხშირად დაასველოთ საწმენდი ტილო.

სამზარეულოს წმენდა დაიწყეთ ერთი მიმართულებიდან მეორესკენ და კარგად ჩამოწმინდეთ კარადების ზედაპირები რამოდენიმეჯერ. შემდეგი ეტაპისთვის მოიტოვეთ მიკროტალღური ღუმელისა და გაზქურის ზედაპირების გაწმენდა, ხოლო სულ ბოლო ეტაპისთვის ნიჟარის გაწმენდა.

უჟანგავი ფოლადის ზედაპირების გაწმენდისას გამოიყენეთ სუფთა, ბამბის ნაჭერი და ცოტაოდენი მინის საწმენდი საშუალება (ან კონრეტულად უჟანგავი ფოლადის საწმენდი საშუალება); დარწმუნდით, რომ ზედაპირი კარგად გაპრიალდა და მასზე არ დარჩა წყლის/საწმენდი სითხის ლაქები ან რაიმე სახის შხეფები.

მიკროტალღური ღუმელის სწრაფად გასაწმენდად მოათავსეთ მასში ერთი ჭიქა წყალი, შემდეგ ადუღეთ ღუმელში მოთავსებული წყალი რამოდენი წუთის განმავლობაში. აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს ნარჩენების მოლბობას. აღნიშნული პროცედურა კი ამარტივებს მიკროტალღული ღუმელის კედლების წმენდას.

ღუმელის, გაზქურის და მაცივრის გაწმენდის შემდეგ, გახეხეთ ნიჟარა საშუალო სიმძლავრის მოქმედების საწმენდი ხსნარით, კარგად მოაცილეთ ნიჟარის კედლებს ნადები და კარგად გამოავლეთ სუფთა წყლით.

სამზარეულოს დასუფთავების ბოლო ეტაპია იატაკის დაგვა ან მტვერსასრუტით დამუშავება და მოწმენდა.

ასევე, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ სამზარეულოს დასუფთავების ქვემოთ მოცემული ჩექლისტით, რითაც შეინარჩეუნებთ სუფთა და მოწესრიგებულ სამზარეულოს დიდი ხნის გამავლობაში:

ყოველდღიურად – გადაწმინდეთ ზედაპირები, დარეცხეთ ჭურჭელი, გაიტანეთ ნაგავი და მოასუფთავეთ იაკატი;

კვირაში ერთხელ – გარეცხეთ ვიტრინები, გაწმინდეთ მინები, გააპრიალეთ უჟანგავი ფოლადის ზედაპირები, მოხეხეთ იატაკი;

თვეში ერთხელ – მოაწესრიგეთ და გაასუფთავეთ კარადები შიგნიდან, გაწმინდეთ მაცივარი და ა.შ.

წელიწადში სულ მცირე, ერთხელ (ან ორჯერ) უნდა განახორციელოთ სამზარეულოს ღრმა წმენდა, რაც გულისხმობს კარადების, ბუფეტების მთლიანად გამოლაგებას და გამოწმენდას, კარადების, მაცივრის, ღუმელის უკან და ქვეშ არსებული სივრცეების გამოწმენდას, ჭერიდან/ჭერის კუთხეებიდან მტვრის ჩამოწმენდას, სანათურების გამწნედას.

მესენჯერი
Loading...