ლიდერი დასუფთავების სფეროში!

სამუშაო საათები : ორშ-შაბ (09.00 - 18:00)

  • ge

mobile-icon დაგვიკავშრიდით !+(995) 32 2 914 911

რჩევები აბაზანის გასაწმენდად

რჩევები აბაზანის გასაწმენდად 6 ივნ

სანამ აბაზანის წმენდას დაიწყებთ, პირველ რიგში დაადგინეთ, თუ რა ტიპის მასალისგანაა თქვენი აბაზანა. აღნიშნული ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ზოგიერთმა საწმენდმა საშუალებამ შესაძლოა დააზიანოს თქვენი აბაზანის ზედაპირი.

“სუფთა სამყარო” წარმოგიდგენთ რჩევებს სხვადასხვა ტიპის აბაზანის გასაწმენდად:

  • აკრილის აბაზანა – აკრილის მასალა ძალიან ჰქგავს პლასტმასს. საშხაპის აკრილის კედლები შესაძლოა ალაგ–ალაგ გაიღუნოს ან დეფორმირდეს. თუ თქვენი აბაზანა აკრილისაა, მის გასაწმენდად არ გამოიყენოთ სახეხი მასალები ან/და პემზის ქვა.
  • ფაიფურის აბაზანა- მის  გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ სახეხი ფხვნილი. მოაყარეთ ის ლაქებზე და დაასხით ცოტაოდენი წყალი. ფხვნილმოყრილი ადგილების დასამუშავებლად გამოიყენეთ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელის მყარი მხარე.
  • მოამზადეთ საწმენდი პასტა: მცირე კონტეინერში მოამზადეთ კომეტისა და წყლის სქელი ნარევი და კარგად აურიეთ. შემდეგ დააყოვნეთ აღნიშნული ნარევი, წაუსვით აბაზანას ან ხელსაბანის ნიჟარას და დააყოვნეთ 15–30 წუთის განმავლობაში. შემდეგ, მსუბუქად გახეხეთ და ჩამორეცხეთ გამდინარე წყლით.  აღნიშნული მასალა- ფაიფური წააგავს ქვას და წარმოადგენს ყველაზე გამძლე მასალას.
  • ემალის აბაზანა – აღნიშნული მასალა ძირითადად, გვხვდება ძველ მოდელებში და ძალიან მგრძნობიარეა მათეთრებელისა და ძლიერი საწმენდი საშუალებების მიმართ. ძლიერი მჟავის ან მათეთრებელის გამოყენებისას მასზე წარმოიქმნება ყვითელი ფერის, ჟანგისმაგვარი ლაქები.
  • ემალის აბაზანა- გამოიყენეთ სამრეწველო საწმენდი საშუალებები, რომლებიც არ შეიცავს მათეთრებელს და ხელმისაწვდომია ყველა სუპერმარკეტში. ასევე, შეგიძლიათ მოსინჯოთ შამპუნი, მოასხით შამპუნი აბაზანის ზედაპირზე, დააყოვნეთ რამოდენიმე წუთი და შემდეგ ჩამორეცხეთ თბილი წყლით. შამპუნის შემადგენლობა კარგად აცლის ადამიანის ბიოლოგიურ ცხიმებს, რომლებიც ეკრობა აბაზანის ზედაპირს.
  • ემალის აბაზანის წმენდისას არ გამოიყენოთ მათეთრებელის შემცველი და საკანალიზაციო მილების საწმენდი საშუალებები. მათეთრებელი რეაქციაში შედის აბაზანის ემალის ზედაპირთან და ტოვებს მოყავისფრო, ჟანგისფერ ლაქებს. საკანალიზაციო საწმენდ საშუალებებში შემავალი ძლიერი მჟავა ასევე წარმოქმნის იგივე ტიპის ლაქებს. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სარეცხი საშუალებები შემთხვევით დატოვებს ლაქებს თქვენს ემალის აბაზანაზე, მიმართეთ შემდეგ რჩევებს:
  • გამოიყენეთ წყალბადის პეროქსიდი – 3%–იანი;
  • დაამზადეთ პასტა – ორ წილ სასმელ სოდას დაამატეთ ერთი წილი წყალბადის პეროქსიდი და კარგად აურიეთ. მიღებული პასტა დაიტანეთ ლაქაზე და დააყოვნეთ 30–60 წუთი.
  • აკრილის აბაზანა- ხშირად უნდა გაიწმინდოს. აღნიშნული ტიპის აბაზანას ესაჭიროება უფრო ხშირი წმენდა, ვიდრე სხვა დანარჩენი ტიპის აბაზანებს. სასურველია კვირაში ერთხელ. მის გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭურჭლის სარეცხი სითხე და ბევრი ცხელი წყალი. აკრილის აბაზანიდან ლაქების ამოსაყვანად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ძმრისა და წყლის ნარევი. დაასხით აღნიშნული ნარევი დაბინძურებულ ადგილას, დააყოვნეთ 30–45 წუთის განმავლობაში და შემდეგ, მსუბუქად მოხეხეთ რბილი ღრუბელით და ჩამორეცხეთ თბილი წყლით. ზედაპირის გასახეხად არ გამოიყენოთ უხეში სახეხი ღრუბელი, ის უნდა იყოს რბილი იმისათვის, რომ გახეხვისას აბაზანის ზედაპირი არ დაიკაწროს.

       აკრილის აბაზანის საწმენდად გამოიყენეთ რბილი საწმენდი საშუალებები, რადგანაც აღნიშნული მასალა ძალიან მგრძნობიარე და ნაზია ძლიერი საწმენდი საშუალებების მიმართ. არ გამოიყენოთ სახეხი ქვები და უხეში ღრუბლები.                                                                                                                                                                                                                

მესენჯერი
Loading...