ლიდერი დასუფთავების სფეროში!

სამუშაო საათები : ორშ-შაბ (09.00 - 18:00)

  • ge

mobile-icon დაგვიკავშრიდით !+(995) 32 2 914 911

მომსახურების მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები

  • ყოველდღიურად შეამოწმოს სისუფთავის ხარისხი;
  • აკონტროლოს და შეაფასოს დასუფთავების სპეციალისტები და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი;
  • მუდმივად აკონტროლოს შეხვედრების ოთახების ამსახველი მონიტორი;
  • დროულად უზრუნველყოს შეხვედრების ოთახების დალაგება-დასუფთავება და მომდევნო შეხვედრებისთვის მომზადება;
  • მიიღოს ინფორმაცია დასუფთავებასთან დაკავშირებით კლიენტის პრობლემების შესახებ და დროულად გადაჭრას ამგვარი პრობლემები;
  • ორგანიზება გაუწიოს საჭირო დასუფთავების მოწყობილობებისა და მასალების მომარაგებას;
  • დაიცვას კომპანიის წესები და პროცედურები, მათ შორის გააცნოს უსაფრთხოების წესები თანამშრომლებს და უზრუნველყოს ამ წესების დაცვა თითოეული თანამშრომლის მიერ.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, დასუფთავების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook);
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • პრობლემებზე დროული რეაგირებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
  • ორგანიზების უნარი
  • დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი
  • მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი

 

სამუშაო გრაფიკი: 08:00 საათიდან 21:00 საათამდე, დღეგამოშვებით

ანაზღაურება: 700-1000 ლარი, კვალიფიკაციიდან გამომდინარე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმეები შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@cleanworld.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს არ განიხილებიან.

მესენჯერი
Loading...