ლიდერი დასუფთავების სფეროში!

სამუშაო საათები : ორშ-შაბ (09.00 - 18:00)

  • ge
  • en

mobile-icon დაგვიკავშრიდით !+(995) 32 2 914 911

დალაგება / დასუფთავება

დამხმარე დიასახლისი

sep-iconდალაგება / დასუფთავება

ჩვენ დასუფთავების მრავალფეროვანი მომსახურებით გამოვირჩევით. გთავაზობთ, როგორც ერთჯერად, ასევე მუდმივ სერვისს.

ყოველდღიური დასუფთავება გულისხმობს: ბინების, აგარაკებისა და საოფისე ფართების სისუფთავეზე პასუხისმგებლობის აღებას.

ჩვენი კომპანია ადგენს სამუშაო გრაფიკს, განსაზღვრავს პერსონალის რაოდენობას, შეიმუშავებს მეთოდებს და მათ შესაბამისად ასუფთავებს კონკრეტულ ობიექტს.

ყოველდღიური დასუფთავების შემთხვევაში სუფთა სამყარო პასუხისმგებელია შიდა დასუფთავებაზე. კლიენტთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ხდება გარე ფასადის დასუფთავებაც.

შიდა დასუფთავება, სურვილის შემთხვევაში, მოიცავს ჰიგიენური პროდუქციით მომარაგებას. (ტუალეტის ქაღალდი, თხევადი საპონი, ხელსახოცი და ა.შ)

აღნიშნული მიმართულება ერთჯერად სერვისთა კატეგორიას მიეკუთვნება.

გენერალური დასუფთავება ყოველდღიური დასუფთავების გარდა ხორციელდება ბინაში, აგარაკებსა და ორგანიზაციებში.

გენერალური დასუფთავების პროცესი მოიცავს: კედლის, იატაკის, ჭერის, სველი წერტილებისა და სამზარეულოს ზედაპირების დასუფთავებას.

გენერალური დასუფთავება ნიშნავს ზედაპირულ დასუფთავებას, კერძოდ, ლაქებისა და მტვრის მოშორებას.

კომპლექსური დასუფთავებისას ჩვენი კომპანია კლიენტთან შეთანხმებით მუშაობს. კლიენტს შეიძლება სურდეს გენერალური დასუფთავება, ავეჯის, ჭურჭლის, კარადის, წიგნის თაროების, რბილი ავეჯის დასუფთავება და ა.შ

კომპლექსური დასუფთავებისას ხდება შეფასება – დამკვეთს რეკომენდაციებს ვაძლევთ და მასთან ერთად ვწყვეტთ თუ რა მომსახურებები შევიტანოთ კომპლექსურ დასუფთავებაში.

აღნიშნული მომსახურება გულისხმობს ერთი პროფესიონალი დამლაგებლის მივლინებას ობიექტზე. დამლაგებელი, დიასახლისის მეთვალყურეობის ქვეშ, რამდენიმე საათის განმავლობაში ასუფთავებს ტერიტორიას.

აღნიშნული მომსახურება გულისხმობს: სამშენებლო ნაგვის გატანას, იატაკის მორეცხვას, ჭერის დასუფთავებას.

ამ პროცესის დროს სარემონტო სამუშაოები დასრულებული უნდა იყოს. მუშა და ხელოსანი ობიექტზე აღარ უნდა იმყოფებოდნენ. გამართული უნდა იყოს კომუნალური სისტემა – წყალი და ელექტროენერგია.

ეს არის მომსახურება, როდესაც რემონტის პარალელურად ხდება ობიექტის დასუფთავება, ტერიტორიებიდან ნარჩენების გატანა და ა.შ

ფასადის რეცხვას რამდენიმე მიმართულება აქვს.

ფასადი იწმინდება, როგორც რემონტის შემდგომ, ასევე გეგმიურად. მაგალითად: შენობებს გარკვეული პერიოდულობით წმენდენ.

ფასადის წმენდისას ხდება ფანჯრის წერტილოვანი დამუშავება, გაფხეკა, რეზინით გაფხეკა, პროფესიონალური ინვენტარით ჩამოწმენდა და გაპრიალება.

შესაძლებელია ასევე ფასადის გარეცხვა წყლის ნაკადით. ეს ხდება წნევის აპარატით ან შლანგით. ის სპეციალურ აპარატზე მაგრდება, რომელიც წყალს ფილტრავს, გაშრობის შემდეგ კი წყლის წვეთების კვალი ქრება.

გასათვალისწინებელია, რომ პირდაპირი აფხეკით მინა იკაწრება. ამიტომ ჩვენ ვარბილებთ ჩარჩოებში ჩამჯდარ საღებავსა თუ ჭუჭყს სპეციალური ხსნარებით. შესაბამისად, აღნიშნული სამუშაოს ჩასატარებლად მეტი დრო იხარჯება.

რბილი და მყარი იატაკების დასუფთავებისას მთელ ზედაპირზე ხსნარის გარფქვევა ხდება. ჯაგრისით წმენდა, სპეციალური აპარატით ჭუჭყიანი წყლის გამოტანა და გაშრობა.

ეს შეეხება შედარებით მსუბუქ და დაბინძურებულ ზედაპირებს.

რაც შეეხება ლაქიან ზედაპირს, ამ შემთხვევაში ხდება იატაკის შამპუნირება. ჭუჭყიანი წყლის აღების შემდეგ მეორედ დანამვა და სუფთა წყლით ზედაპირის განეიტრალება. ლაქიანი ჩამჯდარი ჭუჭყის მქონე რბილი თუ მყარი იატაკების დასუფთავების პროცესი უფრო ხანგრძლივია.

ჩვენი მომსახურება ასევე მოიცავს სხვადასხვა რბილი ზედაპირების სირღმისეულ დასუფთავებას და ქიმიური წმენდას.

ავეჯზე მოხვედრილი ბაქტერიები საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისთვის და ხდება ისეთი დაავადებების მიზეზი, როგორიც არის ალერგია და სხვა. ავეჯის წმენდას წინ უძღვის სპეციალური ხელსაწყოებით დამუშავება, რაც უზრუნველჰყოფს ჩამჯდარი ჭუჭყის მოშორებას. ამის წყალობით მიიღწევა არა ზედაპირული, არამედ სრულყოფილი სისუფთავე.

რბილი ავეჯის წმენდის პრინციპი იატაკების წმნედას ჰგავს. ზედაპირი თავისუფლდება მტვრისგან, განისაზღვრება ლაქების სახეობა (ღვინო, ზეთი), ინამება მთლიანი ზედაპირი, მუშავდება ჯაგრისით, ხდება ჭუჭყის აღება და ბოლოს წყლის პროცესით განეიტრალება.

სუფთა სამყარო წმენდსს ფანჯრებს, მინისებრ ზედაპირებსა და რთულ კონსტრუქციებს. რემონტის შემგდომი წმენდა საკმაოდ სპეციფიკურია. გაჯითა და ცემენტით დასვრილი შუშები ლბება და მუშავდება სპეციალური ხსნარების მეშვეობით. იგივე ეხება ჩარჩოებს.

სუფთა სამყარო ფლობს ავტომანქანის ქიმიური წმენდისთვის საჭირო ტექნიკის სრულყოფილ ნაკრებს. ჩვენი სპეციალისტები აღჭურვილნი არიან თანამედროვე მანქანებითა და სპეციალური უმაღლესი ხარისხის ხსნარებით, რაც უზრუნველჰყოფს ავტომობილის წმენდას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

აღნიშნული მომსახურებისას ადგილზე ხდება სალონების ქიმიური წმენდა. კომპანია კაპიტალურად ასუფთავებს მათ სპეციალური ხსნარებითა და აპარატურით.

ჩვენთვის, როგორც დარგის ლიდერი კომპანიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ვუპასუხოთ ყველა ტიპის დამკვეთის მოთხოვნას. სწორედ ამიტომ, გვაქვს მომსახურებები, რომელთაც ეკოლოგიური ხსნარებითა და ორთქლის გენერატორებით ვახორციელებთ. ამ ტიპის წმენდა რეკომენდირებულია ალერგიული ადამიანებისათვის, რადგან მათთვის ხსნარების არომატი დისკომფორტის შემცველია. ასევე ეკოლოგიური ხსნარებით ვწმენდთ რბილ სათამაშოებს, ბავშვების საძინებლებსა და მატრასებს.

აღნიშნული სერვისით ხშირად წმენდენ ავტომობისებსაც. ისინი, ვისაც პატარებთან ერთად უწევთ გადაადგილება.

მატრასზე თავს იყრის ათასობით ბაქტერია , რომელიც თქვენი ჯანმრთელობისათვის საზიანოა. ჩვენ გთავაზობთ მათ პროფესიულ წმენდას, რაც გულისხმობს სრულყოფილ დასუფთავებას თანამედროვე ტექნიკისა და საწმენდი საშუალებების გამოყენებით.