ლიდერი დასუფთავების სფეროში!

სამუშაო საათები : ორშ-შაბ (09.00 - 18:00)

  • ge
  • en

mobile-icon დაგვიკავშრიდით !+(995) 32 2 914 911

აკვარიუმების წმენდა

აკვარიუმების წმენდა

sep-iconაკვარიუმების წმენდა

თუკი ოჯახის  წევრების  გახარება  და  თევზების  ყოლა  გადაწყვიტეთ, მაგრამ შემდეგ თავი შეიკავეთ, რადგან    მათი  მოვლის  სირთულეში დარწმუნდით, ჩვენ დაგეხმარებით.

აკვარიუმის,  თევზებისა  და წყალმცენარეების  მოვლის  დიდი  გამოცდილება  გვაქვს.  ჩვენ  ვიზრუნებთ,  რომ  თქვენი  აკვარიუმი  სუფთად გამოიყურებოდეს, ხოლო,  წყალმცენარეები  და  თევზები  ჯანმრთელი იყვნენ.

თევზების  მოვლისათვის ერთჯერად  და  სახელშეკრულებო  მომსახურებებს  გთავაზობთ.

რას ითვალისწინებს ერთჯერადი მომსახურება?

  1. გავწმენდთ ფილტრებს,  გრუნტს,  დეკორაციებსა  და  წყალმცენარეებს.  შევცვლით  წყალს  და  მოვაშორებთ  ნადებს  აკვარიუმის  კედლებს;
  2. უზრუნველვყოფთ  ონკანისა  და  აკვარიუმის  წყლის  ტესტირებას  საერთო  ან  კარბონატულ  სიხისტეზე;
  3. გაგიწევთ  რეკომენდაციებს  აკვარიუმის  მოვლასთან  და  მასში  მობინადრე  ცოცხალი  არსებების  კვებასთან  დაკავშირებით;
  4. გამოვიკვლევთ  თევზების  დაავადების წარმომშობ  მიზეზებს,  მოგაწვდით  აუცილებელ  პრეპარატებს  და  განვსაზღვრავთ  მათი  მკურნალობის  კურსს;

რას ითვალისწინებს სახელშეკრულებო მომსახურება?

  1. აკვარიუმის ყოველკვირეული  მოვლა  –  წყლის  შეცვლა,  მინისა  და  ფილტრების  გაწმენდა,  თევზებისა  და  წყალმცენარეების  დათვალიერება;
  2. ცოცხალი  და  მშრალი  საკვების  მიწოდება.  საჭიროების  შემთხვევაში  საკვების  დღიური  ნორმების  დაფასოება,  კვების  რეჟიმთან დაკავშირებული კონსულტაციების  ჩატარება;
  3. წყლის  ტესტირება,  გრუნტის  წმენდა  და  აკვარიუმის  პერიოდული  გენერალური  დასუფთავება;
  4. დაავადებული  თევზების  მკურნალობა  და  მკვდარი  თევზების  შეცვლა;
  5. დაზიანების  შემთხვევაში  მოწყობილობებისა  და  სხვა  აქსესუარების  შეცვლა;
  6. წყალმცენარეების  შენარჩუნება,  მათთვის  ოპტიმალური  განათების  შექმნა  და  მკვდარი  წყალმცენარეების  შეცვლა;
    თევზების  ავადმყოფობისას  სპეციალისტის 24 საათიანი მეთვალყურეობა.

*სახელშეკრულებო პაკეტის შერჩევის შემთხვევაში, ინდივიდულური შეთავაზების მომზადება მნიშვნელოვანია. დამკვეთის ყველა საჭიროების გათვალისწინებით.