ლიდერი დასუფთავების სფეროში!

სამუშაო საათები : ორშ-შაბ (09.00 - 18:00)

  • ge

mobile-icon დაგვიკავშრიდით !+(995) 32 2 914 911

მძღოლი-ექსპედიტორი

ძირითადი მოვალეობები

  • უზრუნველყოს კლიენტი ორგანიზაციების მომარაგება საჭირო მასალებითა და ინვენტარით, საწყობის აღრიცხვის მენეჯერის მიერ განსაზღვრული განრიგის შესაბამისად
  • თითოეულ მისამართზე მიტანილი მასალა და ინვენტარი აღრიცხოს სპეციალურ ფორმაში და სამუშაოს დასრულების შემდეგ წარუდგინოს საწყობის მენეჯერს ხელმოწერილი ფორმით
  • დროულად და ორგანიზებულად მოახდინოს კლიენტების მიერ მოთხოვნილი მასალის მიწოდება და დავალებების შესრულება
  • უზრუნველყოს მასალის, ინვენტარისა და დასუფთავების სპეციალისტთა ტრანსპორტირება მითითებულ ობიექტზე და მასალისა და ინვენტარის საწყობში დაბრუნება სამუშაო საათების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში
  • ობიექტზე მიტანილი ტექნიკა და სხვა ინვენტარი ჩააბაროს უშუალო ზედამხედველს/მენეჯერს, ხოლო ობიექტიდან წამოღებისას გააკონტროლოს საწყობში მიტანილი ინვენტარის სიზუსტე

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • მართვის მოწმობა
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ელემენტარულ დონეზე ცოდნა
  • ელ-ფოსტით მიმოწერის წარმოების უნარი

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელური
  • პუნქტუალური
  • უკონფლიქტო
  • ორგანიზებული
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • გუნდური მუშაობის უნარი

 

ანაზღაურება: 800 ლარი

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმეები შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@cleanworld.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება; ან შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

კანდიდატები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს არ განიხილებიან.

 

[recaptcha size:compact]

  

მესენჯერი
Loading...