ლიდერი დასუფთავების სფეროში!

სამუშაო საათები : ორშ-შაბ (09.00 - 18:00)

  • ge
  • en

mobile-icon დაგვიკავშრიდით !+(995) 32 2 914 911

ხშირად გვეკითხებიან

sep-iconხშირად დასმული კითხვები

სად შეიძლება თქვენი პოვნა?

ჩვენი მისამართია ქ.თბილისი, აღმაშენებლის გამზ 89/24

რა ღირს თქვენი მომსახურება? ტარიფები როგორია?

ჩვენს კომპანიაში მუშაობს შეფასების სისტემა, თითოეული შეკვეთა სრულიად უფასოდ ფასდება ადგილზე, დაბინძურების ხარისხის და ფართობის გათვალისწინებით.

საშუალოდ კვადრატული მეტრის ფასი იწყება  2  ლარიდან ზემოთ.

თქვენთან მსურს მუშაობის დაწყება. რა ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ?

ყოველ ხუთშაბათს, 14:00 საათზე, დასაქმებით დაინტერესებული ყველა პირი გადის გასაუბრებას დასაქმების განყოფილებაში. მისამართზე ქ.თბილისი, აღმაშენებლის 89/24 თქვენ აქვე შეავსებთ ანკეტას. თან უნდა იქონიოთ მხოლოდ პირადობის მოწმობა.

რა ღირს თქვენთან სამეულის გაწმენდა?

სტანდარტული ე.წ. ხუთადგილიანი სამეულის გაწმენდა ღირს 150 ლარი

კერძო სახლებს ალაგებთ?

დიახ. დაგვიკავშირდით ჩვენს ნომერზე 2 914 911 და შევათანხმოთ დათვალიერების დრო.

მაინტერესებს, მანქანის სალონებს თუ წმენდთ?

დიახ, სედანის ტიპის მანქანის ქიმიური წმენდა ღირს 90 ლარი, ხოლო ჯიპის ტიპის 120 ლარი.

საახალწლოდ მჭირდება დაახლოებით 80 კვ.მ ბინის დალაგება, მაინტერესებს, რა ფასში დამისუფთავებთ?

ჩვენს კომპანიაში მუშაობს შეფასების სისტემა, თითოეული შეკვეთა სრულიად უფასოდ ფასდება ადგილზე, დაბინძურების ხარისხისა და ფართობის გათვალისწინებით.

გაზქურის დასუფთავება რა ღირს თქვენთან?

კონკრეტული სამუშაოსთვის თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მომსახურებით „დამხმარე დიასახლისი“, რომელიც თქვენი სურვილისამებრ ერთი დღის განმავლობაში შეასრულებს დასუფთავების სამუშაოებს. ეს მომსახურება ღირს 90 ლარი. მომსახურებაში შედის დასუფთავების სპეციალისტი, აღჭურვილობა. გაზქურის დასუფთავების გარდა შეგიძლიათ დაავალოთ სხვა სამუშაოებიც.

შეკვეთა რამდენი დღით ადრე უნდა მოგცეთ?

შეკვეთის ორგანიზებისთვის საჭიროა ორი სამუშაო დღე.

ტანსაცმლის ქიმწმენდა თქვენთან შესაძლებელია?

არა ტანსაცმლის ქიმწმენდა ჩვენს კომპანიაში არ ხორციელდება.

გაქვთ თუ არა დეზინფექციის სერვისი და რა ღირს?

დიახ გვაქვს დეზინფექციის სერვისი. მინიმალური ღირებულება 90 ლარი. ზუსტად ფასის დასადგენად უფასოდ მოდის ჩვენი სპეციალისტი, ეცნობა პრობლემას და გიდგენთ ფასს.

რა ღირს ხალიჩის ქიმწმენდა?

30 კვადრატულამდე ნებისმიერი ფართის (ხალიჩა, რბილი იატაკი და სხვა) ქიმიური წმენდა ღირს 90 ლარი, ხოლო ყოველი შემოდგომი კვადრატული 2 ლარი.

გენერალური დასუფთავების ღირებულებას ხომ ვერ მეტყვით?

რემონტის შემდგომი მომსახურების ღირებულება 1 კვადრატული მეტრისთვის იწყება 2 ლარიდან. ზუსტ ტარიფს ფართის დათვალიერების შემდეგ საზღვრავს ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი, მომსახურების ფასის დადგენა რა თქმა უნდა უფასოა.

აბაზანის გაწმენდა რა ღირს?

კონკრეტული სამუშაოსთვის თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მომსახურებით „დამხმარე დიასახლისი“რომელიც თქვენი სურვილისამებრ ერთი დღის განმავლობაში შეასრულებს დასუფთავების სამუშაოებს. ეს მომსახურება ღირს 90 ლარი და შედის დასუფთავების სპეციალისტი და აღჭურვილობა.

ვაკანსია თუ გაქვთ დასუფთავების სპეციალისტზე?

დიახ ჩვენ მუდმივად გვესაჭიროება დასუფთავების სპეციალისტები. ყოველ ხუთშაბათ 14:00 საათზე დასაქმებით დაინტერესებული ყველა პირი გადის გასაუბრებას ჩვენს hr განყოფილებაში მისამართზე ქ.თბილისი, აღმაშენებლის 89/24 თქვენ აქვე შეავსებთ ანკეტას. თან უნდა იქონიოთ მხოლოდ პირადობის მოწმობა.

როდის იწყება თქვენი სამუშაო დღე?

კომპანის სუფთა სამყარო 9:00 საათიდან თქვენს სამსახურშია.

როგორ ხდება გამოძახება თუ შეკვეთის გაკეთება?

თქვენ უნდა დარეკოთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე 2 914 911, ჩააწერინოთ ოფის- მენეჯერს მისამართი, საჭირო მომსახურების ტიპი და ა.შ. შემდეგ დღეს მოხდება თქვენი ფართის შეფასება და ამავე დღეს მოგეხსენებათ თანხა. თუ თქვენთვის მისაღები იქნება ჩვენი პირობები დაიგეგმება შეკვეთა.

ქუთაისში სად არის თქვენი სერვისი, როგორ დავეკონტაქტოთ?

ქუთაისში შეგიძლიათ დეკონტაქტოთ ჩვენს რეგიონალურ წარმომადგენელს ირაკლი მიქაუტაძეს 577 57 70 11

რემონტის შემდგომ დასუფთავების ფასები მაინტერესებს?

რემონტის შემდგომი მომსახურების ღირებულება 1 კვადრატული მეტრისთვის იწყება 3 ლარიდან. ზუსტ ტარიფს ფართის დათვალიერების შემდეგ საზღვრავს ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი, მომსახურების ფასის დადგენა რა თქა უნდა უფასოა.

მაინტერესებს მატრასებს თუ რეცხავთ / წმენდთ, რა ღირს?

ადგილზე მისვლით ჩვენ ვასრულებთ მატრასების ქიმიურ წმენდას. შეკვეთის ღირებულება დამოკიდებულია მატრასების რაოდენობაზე, მინიმალური ღირებულება მთლიანი შეკვეთისთვის კი არის 90 ლარი.

მაინტერესებს რა ჯდება ნაჭრის დივანის გაწმენდა, სავარძლების გარეშე?

დივანის ქიმიური წმენდა ღირს 90 ლარი.

ქობულეთში ვცხოვრობ. შეგვიძლია თქვენი სერვისით აქ სარგებლობა?

ქობულეთში თქვენი მომსახურებისთვის შეგიძლიათ დაუკვეთოთ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციას შპს „სუფთა სამყაროს აჭარაში“ საკონტაქტო ნომერია 577 75 08 07 თიკა ვეტრიაკოვა.