ლიდერი დასუფთავების სფეროში!

სამუშაო საათები : ორშ-შაბ (09.00 - 18:00)

  • ge

mobile-icon დაგვიკავშრიდით !+(995) 32 2 914 911

გაყიდვების მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

  • მოიძიოს ინფორმაცია პოტენციური კლიენტების შესახებ;
  • იქონიოს ურთიერთობა კომპანიის არსებულ და ყოფილ კლიენტებთან და მუდმივად შესთავაზოს მათ კომპანიის სიახლეები;
  • აწარმოოს და მართოს კომპანიის პოტენციური და არსებული კლიენტების ბაზები;
  • კომპანიის პოტენციურ კლიენტებს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია კომპანიის მომსახურებების შესახებ;
  • მოამზადოს შეთავაზებები და წარუდგინოს დაინტერესებულ პირებს;
  • მოიპოვოს შეკვეთები და განსაზღვროს ახალი კლიენტები;
  • პერიოდულად მიიღოს და დაამუშაოს მარკეტიგნის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაცია;
  • გამოიყენოს online და offline საშუალებები გაყიდვების ეფექტურად წარმართვისთვის;
  • რეგულარულად წარუდგინოს ხელმძღვანელობას ანგარიშები მის მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგების შესახებ;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • CRM სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია)

 

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
  • დარწმუნების უნარი
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმეები შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@cleanworld.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს არ განიხილებიან.

 

ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსები

 

 

მესენჯერი
Loading...