ლიდერი დასუფთავების სფეროში!

სამუშაო საათები : ორშ-შაბ (09.00 - 18:00)

  • ge
  • en

mobile-icon დაგვიკავშრიდით !+(995) 32 2 914 911

ფრენჩაიზი

sep-iconფრენჩაიზი

იყიდე სუფთა სამყაროს ფრენჩაიზი და დაიწყე ბიზნესი მარტივად!

ყველაფრის თავიდან დაწყება, უამრავ ხარჯთან და გაუთვალისწინებელ შემთხვევასთან არის დაკავშირებული! სუფთა სამყარო კი გთავაზობს იქონიო საკუთარი ბიზნესი დღესვე! ეს შენი შანსია!

გამოიყენე ჩვენი 10 წლიანი გამოცდილება შენი ბიზნესისთვის!

სუფთა სამყარო არის პროფესიული დასუფთავების კომპანია, რომელიც საკუთარი გამოცდილების გაზიარებას სთავაზობს დასახელებული პროფილის ბიზნესით დაინტერესებულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს.

თქვენ გეძლევათ საშუალება:

  • დაიწყოთ ახალი ან განავითაროთ უკვე არსებული ბიზნესი, საქართველოში არსებული დასუფთავების პროფილის კომპანიებს შორის ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე და ლიდერი კომპანიის ბრენდის სახელით;
  • აწარმოოთ საკუთარი ბიზნესი და თავიდან აიცილოთ რისკები, რომელიც ახალი ბიზნესის წამოწყებას უკავშირდება;
  • გქონდეთ იმ კომპანიის სახელი და მხარდაჭერა, რომელიც ყველაზე ცნობადი და საიმედო სახელით ასოცირდება მომხმარებლებში;
  • სუფთა სამყაროს ბრენდის ქვეშ გაერთიანებისთანავე მიიღოთ გარკვეული მატერიალური და არამატერიალური სარგებელი. რაშიც იგულისხმება:
  • ცენტრალიზებული შესყიდვები,
  • მომარაგება,
  • ფასდაკლებები,
  • სხვადასხვა შეღავათები და ბონუსები,
  • აისო სერტიფიცირებული მენეჯმენტი,
  • სხვადასხვა სარეკლამო და პიარ მომსახურება,
  • სხვადასხვა ღონისძიებაში ჩართვა
  • ბიზნესის დაწყებისთანავე მომხმარებელთა ნდობისა და სიმპათიების მიღება.

ეს ყველაფერი საშუალებას მოგცემთ უსწრაფესად გაზარდოთ თქვენი ბიზნესი და შემოსავალი.

  • მიიღოთ კონსულტაციები თქვენი ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, სტრუქტურის, თანამშრომელთა შორის ფუნქციების მინიჭებისა და განაწილების, მომსახურების ფასთწარმოქმნის, ხარჯთაღრიცხვების შედგენის თუ სხვა საკვანძო საკითხების შესახებ.

ჩვენ მოგცემთ მიმართულებას:

  • გამოიყენოთ სუფთა სამყაროს პროფესიული გამოცდილება;
  • შეისწავლოთ კომპანიის სასწავლო პროგრამის მეშვეობით დასუფთავების ყველა ასპექტი- ხელსაწყოების, ქიმიური საშუალებებისა და სხვადასხვა ტექნიკური საქმის წარმოება;
  • მოამზადოთ და კვალიფიკაცია აუმაღლოთ თქვენს თანამშრომლებს კომპანიის სასწავლო ცენტრის საშუალებით;
  • მიიღოთ კონსულტაციები მომსახურების პროცესში გამოსაყენებელი ტექნიკური და სხვა საჭირო მოწყობილობების გამოყენების შესახებ;
  • მიიღოთ ოპერატიული სახის დახმარება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ საქმიანობისას რაიმე პროფესიულ წინააღმდეგობას წააწყდით (მაგალითად: ვერ გაწმინდეთ რაიმე სახის ლაქა. ჩვენ გამოვაგზავნით სპეციალისტს, რომელიც დაგეხმარებათ ადგილზე).

ჩვენთან პარტნიორობის შემთხვევაში თქვენ შეძლებთ:

  • მუდმივად გქონდეთ წვდომა სუფთა სამყაროში მიმდინარე სიახლეების შესახებ;
  • გამოიყენოთ სუფთა სამყაროს ადამიანური რესურსების ბაზა;
  • დააკომპლექტოთ თქვენი ბიზნესი სანდო კადრებით;
  • გეყოლებათ თქვენი პირადი კონსულტანტი, რომელიც მუდმივად გაგიწევთ კონსულტაციებს და მოგაწვდით საჭირო ინფორმაციას;
  • თქვენ არ დაგჭირდებათ ძალ­ღონის დახარჯვა ზემოთ ჩამოთვლილ დეტალებზე და გექნებათ საშუალება პირდაპირ ჩაერთოთ მომსახურების პროცესში და იზრუნოთ მის განვითარებაზე;
  • და ბოლოს, უბრალოდ გახდეთ ჩვენი მეგობარი პარტნიორი ორგანიზაცია.

ინფორმაცია დასუფთავების ბიზნესთან დაკავშირებით:

ეს ბიზნესი საქართველოში 10-­12 წლისაა. ჩვენი კომპანია ერთ­ერთი პირველთაგანია,რომელმაც ხარისხიანი, მაღალი სტანდარტების მომსახურების გაწევით ხელი შეუწყო პოტენციურ მომხმარებელთა საკმაოდ ფართო აუდიტორიის დაინტერესებას, რამაც დასუფთავების მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდა განაპირობა. მაგალითად, 2011 – 2014 წლების მონაცემებით, სახელმწიფო სეგმენტის მხრიდან დასუფთავების კატეგორიით განხორციელებული შესყიდვების მიზნით საშუალოდ წელიწადში დაახლოებით 200 ტენდერია ჩატარებული.
ყოველწლიურად, არანაკლებ იზრდება მოთხოვნები, როგორც კომერციული სექტორის, ასევე კერძო ფიზიკური პირების მხრიდან, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოთხოვნა პროფესიულ დასუფთავებაზე დღითიდღე იზრდება.
ასევე აღსანიშნავია ამ ბიზნესის სტაბილურობა, რადგან მიუხედავად ქვეყანაში ნებისმიერი ეკონომიკური მდგომარეობისა, დასუფთავება მუდამ საჭიროა და გადაუდებელ აუცილებლობად ითვლება.

დაინტერესების შემთხვევაში და დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ ფორმა და გამოაგზავნოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ. გისურვებთ წარმატებას!

სახელი და გვარი *

მობილურის ნომერი *

მისამართი *

ქვეყანა / ქალაქი *

საფოსტო ინდექსი

 მაქვს გამოცდლილება ამ სფეროში მოღვაწეობის

 არ მაქვს საკუთარი კომპანია და ვქმნი ახალს

ელ. ფოსტა *

შეტყობინება